მოკვდა Flash ტექნოლოგია, გავიდა მარილზე, წაიღო ჭირი, გადაშენდა, აღარ არსებობს...

მომხმარებლების ძალიან დიდი პროცენტი უკვე მობილურით შემოდის ფორუმზე და იმის გარდა რომ მობილურისთვის ოპტიმიზაცია არ გვაქვს, იუტუბის ვიდეოებზე უნდა ვეწამოთ რომ ვნახოთ

არცერთი მობილური ბრაუზერი არ ხსნის ვიდეოებს ფლეშის არ ქონის გამო...
თუ ძალიან გვინდა რომ ვნახოთ ვიდეო, ამისათვის უნდა გავაკეთოთ პოსტის ციტირება, დავაკოპიროთ ვიდეოს ID და ჩავაპეისტოთ იუტუბის აპლიკაციაში ან გუგლში. ეს მეთოდიც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თუ თემა დახურული არაა და ციტირება შეგიძლია, თუ თემა დახურულია მაშინ შანსი არაა მობილურიდან ვიდეო ნახო.
ძალიან მარტივად შეიძლება HTML5-ზე გადაყვანა ან თუ კიდევ ვინმე იყენებს ძველ ბრაუზერებს, ელემენტარულად შეიძლება ფლეშის პლაგინის ქონა/არქონის აღმოჩენა და ორივი ვერსიის შეთავაზება. მობილურს რომ თავი დავანებოთ ლეპტოპზეც მხოლოდ ფორუმის გამო მიყენია ფლეშ პლეიერი უკვე
This post has been edited by web_nts on 30 Aug 2015, 15:48