#45557231 · 1 Sep 2015, 10:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფეთქება გოჩა ესებუას დაკრძალვის ცერემონიალზე. 1998 გოჩა ესებუა – მოკლეს 1998 წლის 31 მარტს, სოფელ ონარიაში. სამგლოვიარო პროცესია მშვიდად მიიწევდა წინ, მოულოდნელად ჭირისუფლებს ორი შეიარაღებული უცნობი პირი შეერია და როგორც კი ზურა შონიას მიუახლოვდნენ, ერთმა დაუძახა, – მოღალატე, ესეც შენი საზღაურიო და ადგილზევე მოკლა. თავდამსხმელში ხალხმა გია მესხია ამოიცნო. როდესაც შეიარაღებული პირების დაკავება სცადეს, ერთ-ერთმა მათგანმა ხელყუმბარა გახსნა და ხალხში გადააგდო. აფეთქებამ ხუთი კაცის სიცოცხლე შეიწირა, შეიარაღებულმა პირებმა კი გაქცევით უშველეს თავს…
--------------------
დინამოს დინამოელი კაპიტანი
|