გეგა ფალავანდიშვილი, ელენე გელოვანი, მარიამ და გიორგი ასლანიკაშვილები – ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებიც „რუსთავი 2“-დან სტრუქტურული და ფინანსური რეორგანიზაციის მოტივით გაანთავისუფლეს.
თუმცა რეორგანიზაცია მხოლოდ მიზეზი იყო, სინამდვილეში კი ისინი „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიასთვის გახდნენ საშიშნი, ვინაიდან ჯერ ერთი, მხარს უჭერდნენ არხის ძველი მეპატრონეებისთვის დაბრუნების იდეას და მეორე – იმაზე მეტ ფინანსურ ინფორმაციას ფლობდნენ, ვიდრე საჭირო იყო.
არხის ყოფილი მთავარი რეადაქტორი, მარიკა ასლანიკაშვილი ადასტურებს, რომ ტელეკომპანიიდან განთავისუფლებული არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ „რუსთავი 2“-ში – „ის თანამშრომლები, რომლებიც პირველი დღიდან ვმუშაობთ, რასაკვირველია, ვემხრობით ტელევიზიის ყოფილი მესაკუთრეებისთვის დაბრუნებას, რომლებიც სამართლებრივად იბრძვიან და ეს ინფორმაცია მიდიოდა დირექციამდე“, – ამბობს იგი.
რაც შეეხება ტელეკომპანიიდან რეორგანიზაციის მოტივით განთავისუფლებულ გიორგი ასლანიკაშვილს, რომელსაც არხის ბუღალტერია ებარა, ამბობს: „მათ არ უნდოდათ, რომ ფინანსურ საქმეში ძველი გუნდი ყოფილიყო ჩართული. ჩემთან პირადად არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ, მაგრამ მაგათი გუნდის წევრი არ ვიყავი. როგორც ჩანს, ყველგან იმათიანი უნდა ყოფილიყო. ეტყობა რაღაცა ისეთი ხდება, რომ ეშინიათ, არ უნდათ, რომ სხვა ჩაახედონ“.
მაშ ასე, მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა, პირველი რაც გააკეთა სამსახურიდან გაანთავისულა ის ადამიანები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ფინანსებთან – ასლანიკაშვილებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მათთან ერთად, გვარამიამ თანამდებობიდან გაანთავისუფლა არხის ფინანსური მენეჯერი ელენე გელოვანი და ფინანსური საკითხები მისი ნდობით აღჭურვილ პირებს გადააბარა.
თუმცა, მანამდე, „რუსთავი 2“-ზე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ნიკა გვარამიას ყველზე მეტად დისკომფორტს უქმნიდა ტელევიაზიაში ძმებ ყარამანაშვილების ფაქტორი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სანამ ყარამანაშვილები ტელეკომპანიის საქმიანობაში ერეოდნენ, არხი მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყო. გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ ყარამანაშვილების გარეშე ტელეკომპანიას პოლიტიკურად და ფინანსურად უფრო მომგებიანს გახდიდა. გვარამია ირწმუნებოდა, რომ მას ყარამანაშვილები ხელს უშლიდნენ და მის ამ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია – სააკაშვილმა ყარამანაშვილები ტელევიზიას ჩამოაშორა და მისი ფინანსური მხარე მთლიანად გვარამიას გადააბარა. ე.წ. რეორგანიზაციაც სწორედ ამ თემის გაგრძელება იყო.
დღეისათვის სააკაშვილსა და ყარამანიშვილებს შორის ურთიერთობა გაციებულია, თუმცა, ჯერჯერობით, ისინი ამის აფიშირებას არ ახდენენ, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრი რამ აკავშირებთ სააკაშვილთან. სადამდე გასტანს მათი დუმილი არავინ იცის, მაგრამ, სამომავლოდ, შესაძლოა, ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.
ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც გვარამიამ ყარამანაშვილები გზიდან ჩამოიშორა, მისი ფინანსური აღმასვლა რეაქტიული სისწრაფით განვითარდა. ნიკა გვარამიას ხელფასი დღეისათვის თითქმის, ნახევარ მილიონ დოლარს უტოლდება და მისი ყველა გართობა თუ ვოიაჟი „რუსთავი 2“-დან ფინანსდება. გვარამიამ მისთვის და მეუღლისთვისაც „პორშეს“ მარკის ჯიპებიც კი „რუსთავი 2“-ის ხარჯზე შეიძინა. ორივე ავტომობილი დღემდე „რუსთავი 2“-ის ბალანსზე ირიცხება.
იყო დრო, როდესაც „რუსთავი 2“-ის შეფს საზღვარგარეთ განათლების მიღება(?!) სახელმწოფომ დაუფინანსა, რადგან „ღარიბულად“ ცხოვრობდა. ახლა კი, „რუსთავი 2“-ის შემოსავლები გვარამიას უფლებას აძლევს პარიზის, ლონდონის, იტალიის და ა.შ. საკურორტო ქალაქებში, სადაც მხოლოდ მილიარდერები დადიან, ფეშენებელურ სასტუმროებში დაისვენოს და რესტორნებში ივახშმოს.
მედიის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია საიდან აქვს „რუსთავი 2“-ს იმხელა შემოსავალი, რომ გენერალური დირექტორის ამხელა ხელფასი და ხელფასთთან ერთად ტელევიზიის ხარჯები დაფაროს.
მედია ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი: „ძალიან მეეჭვება ქართული სარეკლამო ბაზარი ამდენად დიდი იყოს, რომ გენერალური დირექტორის ამხელა ხელფასი და ხელფასთთან ერთად ამხელა ხარჯები დააფინანსოს, მიუხედავადა იმისა, რომ „რუსთავი 2“-ს ყველაზე დიდი წილი აქვს რეკლამების.
მეორე თემა, რაც მაინტერესებს – რა განსხვავებაა ტოპ-მენეჯერსა და რიგითი თანამშრომლის ხელფასს შორის? თუ გენდირექტორის ხელფასი ნახევარი მილიონია, ხოლო რიგითი თანამშრომლის 700-800 ლარი, ასეთ შემთხვევაში როგორია მორალური დამოკიდებულება თანამშრომელსა და გენდირექტორს შორის? როდესაც, საქართველოში ტელებიზნესში ამხელა ფული ჩნდება, იქ აუცილებლად არის პოლიტიკური ინტერესი. მარტივი ლოგიკაა – მთავარია გვარამია იყოს კარგად, იმიტომ, რომ გვარამიამ შეასრულოს ყველაფერი“.
და კიდევ ერთი, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, „რუსთავი 2“-ს ამჟამად ფინანსური პრობლემები აქვს და ჟურნალისტებისთვის ხელფასების შემცირებაზე მიდის მსჯელობა, თუმცა ეს ტელეკომპანიის ძირითად ბირთვს არ ეხება და რაც მთავარია, არ ეხება ნიკა გვარამიას, რომელიც „რუსთავი 2“-ში ცალ-ცალი კალოშით მივიდა 2 წელიწადში, საკუთარი თანამშრომლების ხარჯზე უკვე მილიონებს ეთამაშება.
http://www.tabloid.ge/%E1%83%92%E1%83%95%E...83%95%E1%83%90/