გურამ მარხულია
პასუხი კარაპეტიანებსა და ისტორიის მიმთვისებელ–გამყალბებლებს
ოშკი
სომეხი არქიტეტქტურის სპეციალისტის, სამველ კარაპეტიანის მტკიცებით, საქართველო და თურქეთი სომხურ ტაძრებს იტაცებენ. საქმე ეხება იმ ოთხ ტაძარს, რომლებიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზეა და თურქეთთან შეთანხმებით, ისინი საქართველომ უნდა აღადგინოს. არსებული წინასწარი შეთანხმებით, სანაცვლოდ, თურქული მხარე საქართველოში მეჩეთების აღდგენას ითხოვს. თუმცა, სამველ კარაპეტიანის მტკიცებით, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრები ქართული კი არა, თურმე სომხური ყოფილა და ეს წინასწარი შეთანხმებაც გააპროტესტა. “წინასწარი შეთანხმება, რომელიც საქართველოში მეჩეთების აღდგენისა და მშენებლობის სანაცვლოდ თურქეთში ოთხი ქრისტიანული ტაძრის აღდგენას ითვალისწინებს, ამორალური და ანტისამეცნიერო ნაბიჯია”, _ განუცხადა მან ARMENIA Today-ს კორესპონდენტს. მსგავსი ისტორიული “აღმოჩენები” სომხებს და, მათ შორის, თავად სამველ კარაპეტიანსაც არაერთხელ გაუკეთებიათ და ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია. თუმცა, ჭეშმარიტების დასადგენად “ვერსია” არა არქიტექტურის სპეციალისტს, არამედ ისტორიკოსს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, გურამ მარხულიას ესაუბრა.
_ რა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს ARMENIA Today-ს მეშვეობით სამველ კარაპეტიანი, ისტორიული ტაო-კლარჯეთის მიწაზე არსებული ოთხი ტაძარი ქალკედონიტმა-სომხებმა ააგესო?
_ ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული ტერიტორიაა. ქართველმა ერმა ამ კუთხეში უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლები შექმნა. ამიტომ ამორალურია თვით ბატონ კარაპეტიანის უზნეო ბრალდებები. ქართველი ერი სომხებთან შედარებით, ავტოხტონური ერია და თავის ისტორიულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. მეტიც, თანამედროვე სომხეთი შექმნილია საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე და ისინი ქართველი ერის კულტურულ მემკვიდრეობას ითვისებენ. იქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები ქართველი ერის კუთვნილებაა და არა სომხების.
აბსურდულია სამველ კარაპეტიანის “მტკიცება“ იმის შესახებ რომ “ყველა მითითებული ტაძარი ქალკედონიტმა-სომხებმა ააგეს”. გამოდის, რომ ქართველთა მეფეები, ტაოს ბაგრატიონები სომხები ყოფილან?!
_ კი არ გამოდის, კარაპეტიანი თავის ჭკუით, ამას “ამტკიცებს” კიდეც… დავით კუროპალატი და ტაოს ბაგრატიონები სომხები იყვნენო და ამაზე რას იტყვით?
ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მოიცავდა თანამედროვე ერზურუმის, არტაანის, ართვინისა და ყარსის რეგიონებს. საქართველოს ამ კუთხეში სამეფო 809 წელს შექმნა ქართლის ერისმთავარმა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა აშოტ I-მა. მან აღადგინა ციხე-სიმაგრე და ქალაქი არტანუჯი, რომელიც სამეფოს ცენტრი გახდა. ბაგრატიონებმა, რომლებიც იმხანად ეყრდნობოდნენ ბიზანტიელთა მხარდაჭერას, სწრაფად გააფართოვეს თავისი სამფლობელოები და დაიწყეს საქართველოს გათავისუფლება არაბთა ბატონობისაგან. 888 წელს ადარნასე II-მ “ქართველთა მეფის” ტიტული მიიღო, ხოლო სამეფოს “ქართველთა სამეფო” ეწოდა. სამეფოში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობდა, გაფართოვდა ეკლესია-მონასტრების ქსელი, და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, რომ სომხები ვერ შექმნიდნენ ქართულ სახელმწიფოს და არც საქართველოს განთავისუფლებზე იზრუნებდნენ.
სასაცილოა, როდესაც სომხური მხარე საქართველოს ეკლესიების და მონასტრების მითვისებაში ადანაშაულებს. კარაპეტიანის განცხადებები არამარტო აბსურდულია, არამედ ქართველი ერისთვის შეურაცხმყოფელიცაა. საერთოდ, ქართული ისტორიული ძეგლების რესტავრაციაში სომხებს ნამდვილად არაფერი არ ესაქმებათ.
_ არადა, მისი განცხადებით, ერევანში მეჩეთის აღდგენისას ირანელი სპეციალისტები მოვიწვიეთ და ამ ტაძრების აღდგენაში სომხებმა უნდა მივიღოთ მონაწილეობაო…
_ რაც შეეხება ერევანში მეჩეთის აღდგენას და სომხების მიერ ირანელების მოწვევას, ეს მათი გეოპოლიტიკური თამაშებია და არა ისტორიულ მეჩეთზე ზრუნვა. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ერევანში არსებული მეჩეთების ნანგრევები ისტორიულად აზერბაიჯანს და არა ირანს ეკუთვნის, მაგრამ თანამედროვე ირან-სომხეთის გეოპოლიტიკური კავშირი სომეხთა მესვეურებს კარნახობს, აღადგინონ და აუშენონ ირანელებს მეჩეთი. გარწმუნებთ, რომ ეს სომეხთა ტაქტიკური სვლაა. როცა სომხეთს ირანთან ალიანსი არ დასჭირდება, მეჩეთებიც გაქრება.
_ მიუხედავად იმისა, რომ კარაპეტიანი არ უარყოფს ამ ტაძრებზე ქართული გრავიურის არსებობას, მაინც ირწმუნება, რომ ეს ტერიტორია სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილია. იქნებ, არსებობს მართლაც რაიმე ისტორიული წყარო, რომ ეს ასეა?
_ არანაირი ისტორიული წყარო არ არსებობს. თავად კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ ყველა სადაო ტაძარი ტაოს რეგიონში მდებარეობს, რომელსაც ის ისტორიული სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ ეს ასე არ არის. სომხების რომ ყოფილიყო, იქ სომხური გრავიურები იქნებოდა და არა ქართული.
სომეხთა ჩამოსახლებამდე მცირე აზიაში ეს ტერიტორია ქართული სახელმწიფოს ფარგლებში შედიოდა. შესაბამისად, ყველა იქ არსებული ტაძრები და ისტორიული ძეგლები საქართველოს, ქართველი ერის კუთვნილებაა. კარაპეტიანი ასევე აცხადებს, რომ ტაძრებში მრავალი ქართული გრავიურაა, რომლებიც ესთეტიური თვალსაზრისით არაჩეულებრივადაა შესრულებული, მაგრამ ისეთ გრამატიკულ შეცდომებს შეიცავს, რომელთა დაშვებაც ქართველებს არ შეეძლოთ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ავტორებმა ქართული არ იცოდნენ. ამაზე საერთოდ კომენტარიც კი ზედმეტად მიმაჩნია. დავიჯერო, რომ სომეხი იქ ქართულ წარწერას გააკეთებდა?! ეს ხომ აბსურდია. ასეთივე აბსურდია მისი მტკიცება, თითქოს ტაძრები მდიდარია ფრესკებით, რომლებსაც სომხური გავლენა ეტყობა.
_ კარაპეტიანის მტკიცებით, ტაოს ტაძრები რუსმა არქიტექტორმა ნ. ტოკარსკიმ შეისწავლა, რომელიც თურმე საინტერესო დასკვნამდე მივიდა _ ტაოს არქიტექტურა არც სომხურია, არც ბიზანტიური და არც ქართული, ის ამ კულტურების სინთეზია. დაეჯერებათ კი ან ერთს, ან მეორეს?
_ მელას ყოველთვის თავისი კუდი მოჰყავს მოწმედ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არის აბსურდი.
_ მაშინ იქნებ თქვენ დაგვიდოთ ისტორიული მტკიცებულებანი, რომ ეს ტაძრები ნამდვილად ქართულია და არა სომხური?
_ კი, ბატონო. ბანა, რომელზეც საუბარია, ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი გახლდა. ამჟამად იგი, „ფანაკის“ სახელწოდებით. თურქეთის საზღვრებშია. ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. „ქართლის ცხოვრებაში“ ყველგან ბანა გვაქვს.
„…მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. …ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს“.
ამ პუნქტის სახელი უფრო ძველად მარტივად ბანა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ბანაკი.
ბანა
VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923 წ.წ.) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს, ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. იგი გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო. X-XI საუკუნეებში ბანაში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა. ბანას ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ბანელი ეპისკოპოსის ძალაუფლება ვრცელდებოდა ფანასკერტზე, ტაოზე, ოლთისზე და მათ მომიჯნავე ტერიტორიებზე.
ბანას დიდ ისტორიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აქ დაიწერა ჯვარი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ.) ბიზანტიის იმპერატორის რომან არგირის დაზე, ელენეზე. აქვე, XV საუკუნეში დაკრძალეს საქართველოს მეფე ვახტანგი და მისი მეუღლე სიტი-ხათუნი.
ოსმალეთის იმპერიის დროს ბანას ტაძარი ციხე-სიმაგრედ გადაუქცევიათ და 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში ძლიერ დაზიანებულა. ბანაზე ვრცელი ისტორიული ცნობები მოცემული აქვს ექვთიმე თაყაიშვილს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბანა მოინახულა ცნობილმა გერმანელმა მოგზაურმა, სპეციალობით ბოტანიკოსმა, კარლ კოხმა, რომელმაც აღნიშნა: „ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა კონსტანტინეპოლს არ ჩავთვლით…“.
როგორც ვხედავთ ამ უტყუარ ისტორიულ წყაროებზე სომხების კვალი არჩანს.
_ დანარჩენ ტაძრებზე რას გვეტყვით?
_ სხვა ქართულ ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით ასეთი ვითარებაა. ისტორიულ ტაოში, X საუკუნის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი სამონასტრო ცენტრი ოშკი, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ ჩემლიამაჩში, ამჟამინდელ თურქეთის პროვინცია ერზერუმში მდებარებს და კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები _ ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი) და არა სომეხი მესვეურები.
_ თქვენი აზრით, რას ემსახურება სამველ კარაპეტიანის განცხადება?
_ სამველ კარაპეტიანის განცხადებებს უფრო პოლიტიკური სარჩული უდევს, ვიდრე მეცნიერული. ეს ვითომცდა ღვთის მოშიში და ეკლესია-მონასტრების მოყვარული ერი ფარისევლურად აგრძელებს ცხოვრებას, და მეზობელი ერის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მითვისებას. ამ თვისებების გამო გაყარეს თურქებმა ისინი თურქეთიდან თავი დროზე, ჩვენ კი ვაგრძელებთ მოფერებას, შედეგად კი ვხედავთ რაც გვაქვს.
This post has been edited by iase on 1 Sep 2015, 23:16