dinamosfan
michael sandel !!!

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13358
წევრი No.: 128408
რეგისტრ.: 7-March 11
|
#45555013 · 31 Aug 2015, 23:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ იმალება მერაბ ჟორდანია ნუკრი კაკილაშვილისა და გიორგი ქინქლაძის ზურგს უკან?! - ჟურნალისტური გამოძიება.
თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია პერიოდულად წამოყოფს-ხოლმე თავს და აცხადებს, რომ თავის დროზე „დინამო“ მას უკანონოდ, ხელისუფლების ზეწოლით წაართვეს და მზად არის, მის დასაბრუნებლად იბრძოლოს. ჟორდანიამ ბოლოს 2010 წლის გაზაფხულზე გაახმოვანა „დინამოს“ დაბრუნების სურვილი, მაგრამ საზოგადოებისა და ქართული მედიის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და სრულიად უპერსპექტივო, სამართლებრივად და მორალურად უსაფუძვლო ამ გადაწყვეტილებაზე ხელი აიღო. სადღეისოდ, ისევ აქტუალური გახდა „დინამოს“ ძველი, მერაბ ჟორდანიას და მისი მფლობელი „მხედრიონელებისთვის“ დაბრუნების თემა. ამჯერად, მერაბ ჟორდანიამ ჩრდილში ყოფნა არჩია, თავად აღარ აქტიურობს, რადგან უკვე იცის, რომ ქართული საფეხბურთო (და არა მარტო საფეხბურთო) სამყაროს ნეგატიური დამოკიდებულება მის მიმართ და წინა პლანზე ყოფილი „დინამოელები“, კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი, ნუკრი კაკილაშვილი და გიორგი ქინქლაძე გამოვიდნენ. მათ დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიბრუნოთ თბილისის „დინამო“. ორეულს რამდენიმე ყოფილი „დინამოელი“ შეუერთდა, სასამართლოსაც მიმართეს სარჩელით და პიარ-კამპანიაც წამოიწყეს „დინამოს“ დასაბრუნელბად. ამ პიარ-კამპანიის მიზანი კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, შავის თეთრად წარმოჩენა და იმის მტკიცება, რომ მერაბ ჟორდანიასა და „მხედრიონელებს“ 2001 წელს უკანონოდ ჩამოართვეს „დინამო“ და ბადრი პატარკაციშვილს მიჰყიდეს. ნუკრი კაკილაშვილსა და გიორგი ქინქლაძეს „დინამოს“ რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი შეუერთდა – აჩი არველაძე, მამუკა მაჭავარიანი, ნიკა ჩხაიძე, მიშა ყაველაშვილი, გიორგი ღუდუშაური, რატი ალექსიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, მიხეილ აშვეთია, არჩილ სახვაძე... რის დაბრუნებას ცდილობს ეს ხალხი, გასაკვირია. არც კაკილაშვილი და არც გიორგი ქინქლაძე „დინამოს“ წილის არც ერთი პროცენტის მფლობელები არასდროს ყოფილან. კი, ქინქლაძე წლების მანძილზე თამაშობდა „დინამოში“, კლუბს ბევრი გაუკეთა, მაგრამ ამ კრიტერიუმით თუ მივუდგებით, მას ასეთივე წარმატებით შეუძლია მოითხოვოს ყველა იმ კლუბის დაბრუნება, რომლებშიც უთამაშია – „მრეტების“, „საარბრუკენის“, „ბოკა ხუნიორსის“, „მანჩესტერ სიტის“, „აიაქსის“, „დერბი ქაუნთის“, „ანორთოსისისა“ და ყაზანის „რუბინის“. მოითხოვოს ერთი ამ რომელიმე კლუბის დაბრუნება, რატომ არ თხოულობს? მაგალითად, „მანჩესტერ სიტისთვის“ არანაკლები აქვს გაკეთებული, ვიდრე „დინამოსთვის“. ნუკრი კაკილაშვილსაც ბევრი გაუღია „დინამოსთვის“, 1981 წლის თასების თასის ფინალის, „კარლ-ცაისთან“ ისტორული მატჩის მონაწილეცაა, მაგრამ რა დააშავეს ამავე მატჩის სხვა მონაწილეებმა? თუ ნუკრი კაკილაშვილს ეკუთვნის „დინამო“ და მის დაბრუნებას ითხოვს, მაშინ გამოდის, რომ კლუბი ოთარ გაბელიას, თამაზ კოსტავას, ალექსანდე ჩივაძეს, გიორგი თავაძეს, ნოდარ ხიზანიშვილს, ზაურ სვანაძეს, ვლადიმერ გუცაევსა და ამ მატჩის სხვა მონაწილე ფეხბურთელებსაც ეკუთვნით. თუ ამ აბსურდულ ლოგიკას მივყვებით, ყველა იმ ფეხბურთელს უნდა გადაეცეს „დინამო“, ვისაც ამ გუნდში უთამაშია, ვისაც გუნდი გაუწვრთნია და მისთვის მცირედი მაინც გაუღია. გამოდის, რომ „დინამოს“ მფლობელობაზე პრეტენზია 2-3 ათასამდე კაცმა და მათმა მემკვიდრეებმა უნდა გამოთქვან და ქინქლაძისა და კაკილაშვილის ლოგიკით, ეს სამართლიანი იქნება. ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი რჩება – „დინამო“ სააქციო საზოგადოებად უნდა გადაკეთდეს და აქციები ყველა ყოფილ „დინამოელს“ და მათ სამართალმემკვიდრეთ უნდა გადაეცეთ. თუმცა, არც ეს აწყობთ კაკილაშვილსა და ქინქლაძეს. ისინი „დინამოს“ ძველი მფლობელებისთვის დაბრუნებას თხოულობენ, ეს ძველები კი მერაბ ჟორდანია, მერაბ რატიანი და „მხედრიონელები“ არიან. არა, ვინ და როდის წაართვა კაკილაშვილსა და ქინქლაძეს „დინამო“? როცა რაღაცის დაბრუნებას ითხოვ, ლოგიკურად, იმ რაღაცას ოდესღაც ფლობდი, წაგართვეს და ახლა მის დაბრუნებას ცდილობ, არა? „დინამოს“ საკუთრებაში მყოფი ერთი საფეხბურთო ბურთიც კი არასდროს ეკუთვნოდათ კაკილაშვილსა და ქინქლაძეს და თუ „დინამოსთვის“ გარჯილან, ამის საფასური ორივეს უხვად მიუღია, ისევე, როგორც მათ მხარდამჭერ ყოფილ „დინამოელებს“– კლუბი, იმ დროისა და პირობების შესაბამისად, როცა „დინამოში“ თამაშობდნენ, არც ერთ მათგანთან ვალში არ დარჩენილა.
„დავიბრუნოთ თბილისის „დინამოს“ დამფუძნებლები აცხადებენ, რომ თავის დროზე“„დინამო“ მათ ყაჩაღურად წაართვეს. მოდით, ვნახოთ, ვინ ვის წაართვა ყაჩაღურად და მართლა უნამუსოდ „დინამო“, რა დღეში ჩააგდეს მერაბ ჟორდანიამ და მისმა პარტნიორმა „მხედრიონელმა“, როგორ დააკნინეს და გააუბედურეს ყველა ქართველისთვის მართლაც ესოდენ საამაყო და სათაყვანო კლუბი.
როგორ ჩაიგდეს ხელში „დინამო“ მერაბ ჟორდანიამ და „მხედრიონმა“?
ვიდრე „მხედრიონელები“ ჩაიგდებდნენ ხელში, თბილისის „დინამო“ ათეული წლების მანძილზე სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ეკუთვნოდა. სპორტსაზოგადოება კი - რესპუბლიკის შს სამინისტროს. ასე იყო 1988 წლის 29 დეკემბრამდე. ამ დღეს საქართველოს სპორტდეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის N57 დადგენილებით შეიქმნა დამოუკიდებელი საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ - სრული სამეურნეო ანგარიშითა და თვითდაფინანსებით. კლუბი ანგარიშვალდებული იყო სპორტსაზოგადოება „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს წინაშე. „დინამო თბილისს“ საბჭომ გადასცა საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ შტატები, გუნდის შესანახად დაგეგმილი 1989 წლის სახსრები, დიღმის სპორტული ბაზა, ბავშვთა და იუნიორთა სპორტული ბაზა და ამ ბაზების კაპრემონტისა და შენახვის სახსრები. ეს დაფინანსება ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში ხორციელდებოდა სპორტსაზოგადოება „დინამოს“ საკუთრებაში მყოფი საწარომოების შემოსავლებიდან.
1991 წლიდან ამ საწარმოებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება და როგორც „დინამოს“ საბჭოს, ასევე მის დაფინანსებაზე მყოფ კლუბებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ისინი, ფაქტობრივად, გაკოტრდნენ. სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, 1992 წელს „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის 5 ივნისის დადგენილებით, მოხდა საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ რეორგანიზაცია. გაუქმდა ძველი და დაფუძნდა ახალი კლუბი შპს-ს სახით, რომლის კაპიტალი განისაზღვრა 30,4 მილიონი მანეთით, ანუ 60 000 დოლარით. აღნიშნული შპს-ს დამფუძნებლები იყვნენ ავიაკომპანია „ორბი“, საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი საწარმო „ბომბორა“, სამრეწველო-სავაჭრო ფირმა „კავკასიონი“ და, ცხადია, სპორტსაზოგადოება „დინამო“. ორგანიზაციული პრობლემების გამო საზოგადოებას დიდხანს არ უარსებია და 1992 წლის 31 ოქტომბერს, დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ, რეგისტრაციაში გატარდა შპს საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“, რომლის საწესდებო კაპიტალი 5 მილიონი მანეთით განისაზღვრა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ე.წ. არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფები თარეშობენ. სწორედ ეს 1992 წლის 31 ოქტომბერს დაფუძნებული „დინამო“ იქცა „მხედრიონელთა“ და სხვა კრიმინალთა ლუკმად. ამ დროს დაიწყო საფეხბურთო კლუბის უკანონოდ მიტაცების არნახული საერთაშორისო მასშტაბის ფინანსური მაქინაციები.
*„მხედრიონელებმა“ კლუბის აღმსრულებელ ხელმძღვანელობაშიც შეაღწიეს და „მხედრიონის“ პატრონაჟით „დინამო“ რამდენიმე პიროვნებამ გადაიფორმა. შპს „საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამოს“ დამფუძნებელი 3 სუბიექტი გახდა. ყოფილი სპორტსაზოგადოება, იმჟამად და შემდგომში სპორტკლუბი „დინამო“, ფირმა „ბერმუხა-92“ (პრეზიდენტი მერაბ რატიანი) და მოქალაქე მერაბ ჟორდანია. „ბერმუხა-92“-სა და მერაბ ჟორდანიას ზურგს უმაგრებდნენ „მხედრიონის“ ლიდერები, რომლებიც იმ დროს არამარტო საფეხბურთო სამყაროს განაგებდნენ. ახალ შპს-ში წილებიც მათი ინტერესების შესაბამისად გადანაწილდა. „ბერმუხა-92“-ს ერგო 80%, მერაბ ჟორდანიას - 10% და სპორტკლუბი „დინამო“ შპს-ში მეწილედ შევიდა თავისი სოლიდური ქონებით - დიღმის საწვრთნელი და „ნორჩი დინამოელის“ საწვრთნელი ბაზა.*
მერაბ რატიანის ფირმას საწესდებო კაპიტალში უნდა შეეტანა 3 მილიონ 204 ათასი მანეთი. ამ თანხის საფასურად შპს-ს ბალანსზე გადავიდა „ბერმუხა-92“-ის მიერ შეძენილი ავტომობილი „გაზ-31“, რომელიც 3 მილიონ მანეთად შეფასდა. იმ დროისთვის, „გაზ-31“-ის საბაზრო ფასი, 4-დან 5 ათას დოლარამდე მერყეობდა. ჰა, ჯანდაბას, 5 000 იყოს! გამოდის, რომ მერაბ რატიანმა, თბილისის „დინამოს“ მთელი ინტელექტუალური საკუთრების, ოცზე მეტ ფეხბურთელთან გაფორმებული კონტრაქტი და სხვა მრავალი სიკეთის 80% 5 000 დოლარად ჩაიგდო ხელში და ამას სამართლიანობას ეძეხიან.
მერაბ ჟორდანიამ ერთი ავტომობილიც კი არ გაიმეტა. მას უნდა შეეტანა 100 000 მანეთი, რაც არ შეუტანია, თუმცა მეწილე მაინც გახდა. სასაცილო ის არის, რომ, თუ რატიანმა ამ 5000 დოლარინ „გაზ-31“-ში შპს-ს 80-პროცენტიანი წილი მიიღო, ორი ბაზის (დიღმის საწვრთნელი ბაზა 1 598 000 მანეთად შეაფასეს, „ნორჩი დინამოელისა“ კი – 97 880 მანეთად) პატრონ სპორტკლუბ „დინამოს“ მხოლოდ 10-პროცენტიანი წილი მიუგდეს. თუმცა იყო მცდელობა, სპორტკლუბი საერთოდ „მოეტეხათ“ დამფუძნებლებიდან, მაგრამ მის მეპატრონეს, შს სამინისტროს „ანგარიში გაუწიეს“. კლუბის პრეზიდენტად მერაბ ჟორდანია აირჩიეს, მერაბ რატიანი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, დირექტორატში აღმოჩნდნენ „მხედრიონელები“ - ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე.
შპს რეგისტრაციაში კი გატარდა, მაგრამ ისე დაიწყო ფუნქციონირება, რომ არ ჩატარებულა არც სპორტბაზების მიღება-ჩაბარების პროცედურა და არც ფეხბურთელთა გუნდის შეფასება. არადა, ამ დროს გუნდში ირიცხებოდნენ შემდგომში სახელოვანი ფეხბურთელები - გიორგი ქინქლაძე, შოთა და არჩილ არველაძეები, მურთაზ შელია, გიორგი ნემსაძე და სხვები. ამდენად, შპს-ს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი, თავის საქმიანობაში გამოეყენებინა სპორტული ბაზები და ფეხბურთელთა გუნდი, ანუ არ გააჩნდა სამოქალაქო სამართლით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის აუცილებელი ქონება. თუმცა, ამ უკანონო, დე ფაქტო ქონებას „დინამოს“ მესვეურნი საკუთარი ნება-სურვილისამებრ განკარგავდნენ. არარსებული შპს „დინამო თბილისი“ განაგრძობს საქმიანობას. იგი თითქმის 3 წელი ფუნქციონირებს, როგორც ფორმალური იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქონება და საწესდებო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ „დინამოს“ მესვეურთ ამ უკანონობის გამო პასუხს არავინ სთხოვდა, რადგან „მხედრიონელები“ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაზე ახდენდნენ ზეწოლას და თავისი გაჰქონდათ.
1994 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომლის მიხედვითაც ყველა სამეწარმეო სუბიექტს უნდა გაევლო ხელახალი რეგისტრაცია, მათ შორის „დინამოსაც“. ცხადია, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შპს-ს ხელახალი რეგისტრაცია. ამისთვის კი დამფუძნებელთა თანხმობა იყო საჭირო. იმ დროს შს მინისტრი და, ავტომატურად, სპორტკლუბ „დინამოს“ თავმჯდომარე გახდა კახა თარგამაძე, რომელმაც კლუბის საბჭოს შემადგენლობა შეცვალა. მინისტრის დავალებით შეისწავლეს „დინამო თბილისის“ საქმიანობა. ცხადია, უამრავი დარღვევა აღმოჩნდა, დაწყებული წილების გადანაწილებით, დამთავრებული მიტაცებული და უკვე განიავებული ქონებით. ამის გამო თარგამაძემ, ანუ სპორტკლუბმა „დინამომ“, როგორც თანადამფუძნებელმა, უარი უთხრა პარტნიორებს შპს-ს ძველებური სახით რეგისტრირებაზე.1996 წლის 1 ივლისიდან შპს „საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო“ აღარ არსებობდა იურიდიული პირის სტატუსით და შს სამინისტრომ დაიწყო შპს-ს საფინანსო სამეურნეო საქმიანობის შესწავლა. შპს „დინამო“ რეგისტრაციაში არ გაატარეს, მაგრამ 1997 წლის დეკემბერში, შპს-ს დირექტორის მიმართვის საფუძველზე დიდუბის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა მ. ქევანიშვილმა კანონსაწინააღმდეგოდ არ დააყენა შპს-ს ლიკვიდაციის საკითხი (პრეზიდენტის 1996 წლის 9 ივლისის N193 განკარგულება), მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი და შპს-მ სასამართლოს რეგისტრაციის გარეშე გააგრძელა ფუნქციონირება.
„დინამოს“ 28 მილიონიანი აფიორა:
საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 21 ივნისის N251 ბრძანებულების შესაბამისად, საფეხბურთო კლუბი სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლების ყოველგვარი გადასახადებისგან გათავისუფლდა. ოღონდ იმ პირობით, რომ შეიქმნებოდა ე.წ. საპარტნიორო ფონდი, სადაც ამ თანხების აკუმულირება მოხდებოდა და იგი „დინამოს“ განვითარებას მოხმარდებოდა. „დინამოს“ თავკაცებმაც დიდი ფულის კეთება დაიწყეს. იმ პერიოდში, „დინამოს“ სახელით საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 215 შემთხვევაში შემოტანილი იყო 17 მილიონ 700 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად გადასახადების სახით ბიუჯეტის კუთვნილი, მაგრამ კლუბისთვის ნაჩუქარი 28 მილიონი ლარი, ანუ 20 მილიონი დოლარი საპარტნიორო ფონდს უნდა მიეღო.
გამოძიებისას გაირკვა, რომ აღნიშნული თანხა ყოველგვარი აღრიცხვისა და კონტროლის გარეშე განიავდა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში მისცეს მერაბ ჟორდანია, ვ. შალიკაშვილი (დირექტორატის წევრი), მ. რატიანი და ნ. მამეიანი (მთავარი ბუღალტერი). მათ ბრალად წაეყენათ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სიყალბის ჩადენა. 1999 წლის 25 იანვარს დიდუბის რაიონის მოსამართლე მ. კოტრიკაძემ განიხილა ეს საქმე და ოთხივე ბრალდებული გაამართლა. პროკურორმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 25 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ დიდუბის რაიონის სასამართლოს განაჩენი უკანონოდ მიიჩნია, გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისთვის იმავე რაიონის სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნა. ამ უკანასკნელმა კი გამოძიებას გადასცა.
ვინ გაისტუმრა ჟორდანია-რატიანის 400 000 დოლარი პროცენტებით
1999 წლის 15 ნოემბერს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში სისხლის სამართლის მეორე საქმე აღიძრა „საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ დირექტორის წევრთა მიმართ, კრედიტის მოტყუებით მიღებისა და საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცების ფაქტზე. აღმოჩნდა, რომ მერაბ ჟორდანიას და მერაბ რატიანს „თი-ბი-სი“ ბანკიდან 3 შემთხვევაში კრედიტის სახით გატანილი ჰქონდათ 400 000 აშშ დოლარი. გირაოდ კი ჩადეს სპორტკლუბ „დინამოს“ კუთვნილი დიღმის საწვრთნელი ბაზა, მეპატრონის თანხმობის გარეშე.
[b]ეს ის სპორტკლუბი „დინამოა“, რომელმაც ხელახალ რეგისტრაციაზე, ანუ პარტნიორობაზეც უარი განუცხადა „ბერმუხა-92“-სა და მერაბ ჟორდანიას და შპს-დ ვეღარ დაფუძნდა. გირაოს სახით ბანკში ჩაიდო სააქციო საზოგადოება „მზიურის“ (შოკოლადის ქარხანა) აქციების 35% (1 011 113 ცალი აქცია). თავის დროზე, საქართველოს მეთაურის ბრძანებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, „მზიურის“ აქციების 35% „დინამოს“ იმიტომ გადაეცა, რომ წარმოების მოგებიდან მიღებული წილი კლუბს მოხმარდებოდა. მეტი არაა თქვენი მტერი, ერთი ცალი „ყარაყუმიც“ არავის გადაუგდია ფეხბურთელებისთვის. არადა, 400 000 დოლარი ბანკიდან სწორედ „მზიურის“ განვითარების მოტივით გამოიტანეს. გავიდა დრო და ბანკმა თავისი ფული მოითხოვა. საქმე სასამართლომდე მივიდა. 1999 წლის 16 ივლისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა ვალის გადახდის ბრძანება – „დინამოს“ ბანკის სასარგებლოდ, პირველ ეტაპზე 202 952 დოლარის გადახდა დაევალა. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა კი გადაწყვიტა, აუქციონზე გაეყიდა დიღმის საწვრთნელი ბაზა. ჩვენს ქონებას სხვისი ვალის დასაფარავად ყიდითო? - გადაირივნენ შს სამინისტროს ხელმძღვანელები და მათი ჩარევის შედეგად, იმავე დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს 1 ოქტომბრის განჩინებით ბრძანების აღსრულება სარჩელის საბოლოო განხილვამდე შეჩერდა, ხოლო ბანკს უარი უთხრეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საბოლოოდ, „თი-ბი-სი“ ბანკის ვალი თავის პროცენტებით 2000 წელს „დინამომ“ ფეხბურთელების - გივი დიდავას, მიხეილ აშვეთიასა და კლიმენტი წიტაიშვილის ტრანსფერებიდან შემოსული თანხებით დაიფარა.[//b] /
გიორგი დემეტრაძისა და „მზიურის“ საქმე
2000 წლის 28 იანვარს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გადმოიგზავნა სისხლის სამართლის საქმე სს „მზიურიდან“ სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცების ფაქტზე. სს „მზიურის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მერაბ რატიანი გახლდათ. გამოძიება ამავე დროს დაინტერესდა ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის ტრანსფერით „დინამოდან“ ვლადიკავკაზის „ალანიაში“ და 2000 წლის 31 იანვარს ეს ორი საქმე გაერთიანდა. აღმოჩნდა, რომ თბილისის „დინამოსა“ და ვლადიკავკაზის „ალანიას“ შორის 2 სატრანსფერო კონტრაქტი იყო გაფორმებული დემეტრაძის „ალანიაში“ გადასვლასთან დაკავშირებით. ორივე კონტრაქტი 1998 წლის 2 ივლისით თარიღდება. პირველს, „დინამოს“ მხრიდან ხელს აწერს მერაბ ჟორდანია. „ალანია“ იღებს ვალდებულებას, „დინამოს“ 1998 წლის 1 ოქტომბრამდე გადაუხადოს 320 000 დოლარი. კონტრაქტის მე-6 პუნქტში მითითებულია, რომ გ. დემეტრაძის საფეხბურთო კლუბ „ალანიადან“ სხვა კლუბში გაყიდვის შემთხვევაში, თბილისის „დინამოს“ უნდა მიეღო სატრანსფერო თანხის 50 პროცენტი. „ალანიას“ მხრიდან კონტრაქტს ხელს აწერს კლუბის დირექტორი ბითაროვი. გ. დემეტრაძე 1999 წელს „ალანიადან“ კიევის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ ოსურ კლუბს თბილისის „დინამოსთვის“ სატრანსფერო თანხის 50 პროცენტი არ გადაუხდია. ეს კონტრაქტი ყალბი და უკანონო აღმოჩნდა. სინამდვილეში დემეტრაძის ტრანსფერი „ალანიაში“ სხვაგვარად და სკანდალურად განხორციელდა. მეორე კონტრაქტი 1998 წლის 2 ივლისსაა დადებული. „ალანიას“ მხრიდან მას ისევ ბითაროვი აწერს ხელს, ხოლო თბილისის „დინამოდან“ ვიცე-პრეზიდენტი მერაბ რატიანი. მასში აღნიშნულია, რომ „დინამომ“ დემეტრაძე „ალანიას“ 720 000 დოლარად მიჰყიდა. ამ კონტრაქტის, ასევე, მე-6 პუნქტში ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ თბილისის „დინამოს“ არა აქვს უფლება, მოითხოვოს დემეტრაძის სხვა კლუბში გადასვლიდან სატრანსფერო თანხის წილი ოსური კლუბისგან. ვლადიკავკაზის „ალანიამ“ შეასრულა ამ კონტრაქტის ყველა პირობა. მთლიანად გადაიხადა ეს 720 000 დოლარი, ოღონდ „დინამოს“ ხელმძღვანელობის ჩარევით თანხა დანაწევრდა და სხვადასხვა მიმართულებით გადაირიცხა - მ. რატიანის მითითებით „ალანიამ“ 130 000 დოლარი გადარიცხა შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში „ფინანსბანკში“, სადაც „დინამოს“ ანგარიში ჰქონდა გახსნილი. (არადა, გამოძიების მასალებით, „დინამოს“ ბუღალტერიის მონაცემებით, კლუბს არც ერთ უცხოურ ბანკში არ ჰქონდა ანგარიშები გახსნილი, „ფინანსბანკის“ ანგარიში ბუღალტერიაში არ იყო დაფიქსირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ანგარიშს „შავი ფულის“ გასათეთრებლად და სხვა ფინანსური მაქინაციებისთვის იყენებდნენ კლუბის მესვეუნი). 100 000 დოლარი გადმოირიცხა თბილისში, „საქართველოს ბანკში“ „მზიურის“ ანგარიშზე, 70 000 დოლარი კი იმჟამად უკვე კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას მითითებით გადაირიცხა გერმანიაში, ქ. ვისბადენში ვლადიმერ გუცაევის პირად ანგარიშზე. გუცაევმა მიიღო გასამრჯელო - საშუამავლო თანხა, რადგან სწორედ მან გაჩარხა დემეტრაძის ტრანსფერი „დინამოდან“ „ალანიაში“. დარჩენილი 420 000 დოლარი მ. რატიანმა მიიღო ხელზე, არ შეიტანა „დინამოს“ ბუღალტერიაში და, როგორც „ალანიას“ წყარო იუწყება, მიითვისა.
ამ დროს მერაბ რატიანი დააპატიმრეს - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებისათვის. საქმე შოკოლადის ფაბრიკა „მზიურში“ ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა. გამოძიების პროცესში გარკვეული ძალების, მათ შორის ე.წ. ქურდული სამყაროს ზეწოლის შედეგად „ალანიას“ პრეზიდენტმა ბათრად ბითაროვმა უარყო, რომ 420 000 დოლარი ხელზე მისცა მ. რატიანს. თუ ბითაროვის ეს ჩვენება სიმართლეა, მაშინ „ალანიას“ „დინამოს“ ვალი დემეტრაძის ტრანსფერიდან დღესაც ეკუთვნის და ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დაცვით, ჟორდანია-რატიანის „დინამოს“ დღევანდელ სამართალმემკვიდრეს, „დინამოს“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, შეუძლია „ალანიას“ 420 000 დოლარი მოსთხოვოს, რაც კონტრაქტით იყო გადასახდელი. თუმცა, უფრო სარწმუნოა, რომ ბითაროვმა აღარ გაიმეტა ციხეში მყოფი რატიანი, „კანონიერი ქურდების“ რჩევა-მუქარით, აღარ დაუმძიმა დანაშაული და განაცხადა - 420 000 დოლარი ხელზე არ მიმიციაო. მოკლედ, თუ ბითაროვი მართალია, მას „დინამოს“ 420 000 კვლავ მართებს, თუ ტყუის, მაშინ რატიანმა უნდა გადაიხადოს კლუბის სასარგებლოდ ეს თანხა. ასეც და ისეც, „დინამოს“ 420 000 დოლარი ეკუთვნის. საბოლოოდ, მერაბ რატიანი მხოლოდ „მზიურის“ საქმის გამო გაასამართლეს, დამნაშავედ ცნეს და 5 წლის პირობითი სასჯელი გამოუტანეს.
სკანდალური ტრანსფერები
გამოძიების პროცესში კლუბის ოფისში არ აღმოჩნდა არც ერთი სატრანსფერო კონტრაქტი. არადა, იმ დროისათვის უცხოურ კლუბებში საკმაოდ სოლიდურ თანხად გაიყიდნენ იაშვილი, ცქიტიშვილი, კობიაშვილი, ქინქლაძე, შოთა და არჩილ არველაძეები, შელია, რევიშვილი, ყაველაშვილი, გახოკიძე, აშვეთია, ალექსიძე, კიკნაძე და კალაძე. ეს ტრანსფერი 1995-99 წლებში განხორციელდა. გამოძიებამ ამ ფეხბურთელთაგან მხოლოდ გერმანიის „ფრაიბურგში“ „დინამოდან“ გაყიდული 3 ფეხბურთელის - იაშვილის, კობიაშვილისა და ცქიტიშვილის სატრანსფერო კონტრაქტებს მიაგნო. გაირკვა, რომ ამ კონტრაქტებით გათვალისწინებული 1 მილიონ 100 000 გერმანული მარკიდან 300 000 ჟორდანიას მითითებით „ფრაიბურგის“ საბანკო ანგარიშიდან ვინმე ერვინ კაზაკოვსკის გადაეცა, ხოლო 800 000 მარკა თავად ჟორდანიამ ხელზე მიიღო. ეს ფული გაქრა.
გთავაზობთ 1995-2000 წლებში თბილისის „დინამოდან“ გაყიდული ფეხბურთელების სიას და სატრანსფერო თანხებს, რომელიც თავის დროზე გამოძიებამ დიდი წყალებით მოიპოვა: 1. გიორგი ქინქლაძე, 1995 წელს „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), 3 მილიონი აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. 2. შოთა არველაძე, 1995 წელი, „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი), სატრანსფერო თანხის ოდენობა უცნობია. 3. არჩილ არველაძე, 1995 წელი, „ტრაბზონსპორი“ (თურქეთი), სატრანსფერო თანხის ოდენობა უცნობია. 4. მურთაზ შელია, 1997წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 100 000 აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. 5. ზაზა რევიშვილი 1997წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 100 000 აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. 6. მიხეილ ყაველაშვილი, 1997წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 100 000 აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. 7. ალექსანდრე იაშვილი, 1997 წ. „ფრაიბურგი“ (გერმანია), 900 000 გერმანული მარკა. თანხის ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. ნაწილი ხელზე მიიღო მ. ჟორდანიამ. 8. ლევან ცქიტიშვილი, 1997 წ. „ფრაიბურგი“ (გერმანია), 900 000 გერმანული მარკა. თანხის ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. ნაწილი ხელზე მიიღო მ. ჟორდანიამ. 9. ლევან კობიაშვილი, გაყიდულია ორჯერ - 1997 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 100 000 დოლარი, თანხა ჩარიცხულია შვეიცარიის „ფინანსბანკში“ და „ფრაიბურგი“ (გერმანია), 1 200 000 გერმანული მარკა. თანხის ნაწილი ჩარიცხულია შვეიცარიის „ფინანსბანკში“, ნაწილი ხელზე მიიღო მ. ჟორდანიამ.10. გიორგი გახოკიძე, 1998 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 200 000 აშშ დოლარი, თანხა გადარიცხულია შვეიცარიის „ფინანსბანკში“. 11. გიორგი დემეტრაძე, 1998 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 720 000 აშშ დოლარი. 130 000 დოლარი გადარიცხულია შვეიცარიის „ფინანსბანკში“, 100 000 დოლარი - თბილისში, სს „მზიურის“ ანგარიშზე. 70 000 დოლარი, მ. ჟორდანიას მითითებით გადაირიცხა გერმანიის ქალაქ ვისბადენში ვლადიმერ გუცაევის პირად ანგარიშზე. დანარჩენი 420 000 დოლარის ბედი გაურკვეველია. სავარაუდოდ, იგი მერაბ რატიანმა აიღო ხელზე.12. კახი კალაძე, 1998 წ. „დინამო“ კიევი. 300 000 აშშ დოლარი, გადაირიცხა შვეიცარიის „ფინანსბანკში“. 13. გიორგი კიკნაძე, 1999 წ. „სამსუნგსპორი“ (თურქეთი), 90 000 აშშ დოლარი. ხელზე აქვს მიღებული „დინამოს“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს. 14. კლიმენტი წიტაიშვილი, 2000 წ. ისრაელი, 100 000 აშშ დოლარი, თანხა მოხმარდა „თი-ბი-სი“ ბანკის კრედიტის დაფარვას.15. გივი დიდავა, 200 000 აშშ დოლარი, თანხა მოხმარდა „თი-ბი-სი“ ბანკის კრედიტის დაფარვას.
16. მიხეილ აშვეთია, 2000 წ. ვლადიკავკაზის „ალანია“, 40 000 აშშ დოლარი. ხელზე მიიღო მერაბ რატიანმა და მოხმარდა „თი-ბი-სი“ ბანკის კრედიტის დაფარვას.17. რატი ალექსიძე, 2000 წ. „ჩელსი“ (ინგლისი), 1 000 000 ფუნტი სტერლინგი. თანხის ასავალ-დასავალს ვერავინ მიაკვლია.
ამდენად, 1995-2000 წლებში, თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ 15 ფეხბურთელის გაყიდვიდან სატრანსფერო თანხად მიიღო 5 მილიონ 50 ათასი აშშ დოლარი, 3 მილიონი გერმანული მარკა და 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი. მხოლოდ მაღალმა ღმერთმა, ჟორდანიამ და რატიანმა თუ იციან, რა თანხად გაყიდეს ძმები არველაძეები 1995 წელს თურქეთში.
კახი კალაძის ტრანსფერი და მაკა ასათიანის ფრანგული ბუტიკი
კახი კალაძის ტრანსფერი კიევის „დინამოში“ მერაბ ჟორდანიამ და კომპანიამ თავის დროზე გაასაიდუმლოვა. ეს ტრანსფერი ერთხანს ბურუსით იყო მოცული, მაგრამ გამოძიებამ მასაც ახადა ფარდა. შსს-ს საგამოძიებო ჯგუფი კიევში გაემგზავრა. კიევის „დინამოს“ ოფისიდან ქართველმა სამართალდამცავებმა ამოიღეს კალაძის სატრანსფერო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც კალაძის საფასურად კიევის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ერთი წლის შემდეგ კიევის „დინამომ“ კიდევ 200 000 დოლარი გადარიცხა მერაბ ჟორდანიას მიერ მითითებულ ანგარიშზე, მაგრამ ეს არ ყოფილა ფეხბურთელის საფასურის ნაწილი. უბრალოდ, ჟორდანიამ წერილობით, თხოვნით მიმართა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტს, გრიგოლ სურკისს დახმარებისთვის, რომელმაც კეთილი ნება გამოხატა და „დინამოს“ სამოწყალოდ 200 000 დოლარი გადმოურიცხა, აჩუქა და ამ თანხასთან კახი კალაძის ტრანსფერი არაფერ შუაში არ იყო. ვეჭვობ, ამგვარი რამ მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში სხვა კიდევ მოიძებნოს. ერთი ქვეყნის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი, მეორე ქვეყნის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს სწერს, ფინანსურად გვიჭირს და 200 000 დოლარით შეგვეწიეთო. დღეს, მერაბ ჟორდანიას მხარდამჭერები „დინამოსთვის“ ღირსების აღდგენაზე ლაპარაკობენ. არადა, არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია, როცა მერაბ ჟორდანიას მიერ გრიგორი სურკისისადმი მიწერილი ეს, „დინამოსთვის“ და ყველა თაობის „დინამოელისთვის“ ღირსებაშემლახველი, თავის მომჭრელი წერილი ქართულ, უკრაინულ, რუსულ და ჰოლანდიულ პრესაში დაიბეჭდა.
აი, ამონარიდი გრიგირი სურკისის წერილიდან: „1998 წლის შემოდგომაზე ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა მერაბ ჟორდანიამ მატერიალური მხარდაჭერისთვის. ჩვენი კლუბის საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ გაეწია ერთჯერადი დახმარება 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც არ არის დაკავშირებული საკონტრაქტო ვალდებულებებთან. ამ თანხის გადახდა მოხდა ორჯერ 100-100 ათასი დოლარის გადარიცხვა, მას შემდეგ, რაც ჩვენმა კლუბმა უეფასაგან მიიღო ბონუსი (ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით ასპარეზობისთვის განკუთვნილი პრემია.ზ.ც)“.
გამოძიების მასალების მიხედვით, კიევის „დინამოს“ თანადამფუძნებელმა ფირმამ „მენეჯმენტ ნიუპორტმა“ კახი კალაძის საკომპენსაციო თანხა 300 000 დოლარი გადარიცხა 1998 წლის 17 იანვარს ჟენევის ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილ „ფინანსბანკში“, ხოლო ჟორდანიას სამოწყალო თანხა, 200 000 დოლარი ინგლისში, ლონდონის „ბარკლა იბანკში“ – 100 000 დოლარი 1998 წლის 12 ნოემბერს, ხოლო მეორე 100 000 დოლარი იმავე ბანკში 1999 წლის 26 იანვარს.
უცნობია, სად წავიდა და რაში გაიხარჯა ეს 200 000 დოლარი. თუმცა ვარაუდობენ, რომ ლონდონის ბანკიდან ეს თანხა ერთ-ერთ პარიზულ ბანკში აღმოჩნდა. ამავე ვერსიით, სწორედ ეს 200 000 დოლარი მოხმარდა პარიზში, ჟორდანიას ყოფილი მეუღლის, მაკა ასათიანის სამოდელო მაღაზიის გახსნას.
კახა კალაძის მეორე და გასაიდუმლებული სატრანსფერო კონტრაქტი
უცნაურია, მაგრამ ქართველმა გამომძიებლებმა კახა კალაძის კიევის „დინამოში“ გადასვლასთან დაკავშირებულ მეორე კონტრაქტსაც მიაკვლიეს, რომელიც ასევე თბილისისა და კიევის კლუბებს შორის გაფორმდა. ამ კონტრაქტის ქსეროასლი საგამოძიებო ჯგუფმა „აგრომრეწვბანკიდან“ ამოიღო. მეორე კონტრაქტი პირველისგან იმით განსხვავდება, რომ მის ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ, თუ კახა კალაძე კიევის „დინამოდან“ სხვა კლუბში გაიყიდ
This post has been edited by dinamosfan on 1 Sep 2015, 00:20
--------------------
JAZZ IS LIFE
,,ბედნი -ერი''-ს მოქალაქე
,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს.თავისუფლების ძებნაში მკვდარი''!!!
მე უკვე დავეხმარე ჰერმიონას ბოზის ფულით თავში სისხლი რომ ასხამდა ამიტომაც საერთოდ არაფერზე ვღელავ.@lovelock
|