მოკლედ 2 სიტყვით რას ვგულისხმობ
ფეხბურთი ყველას გითამაშიათ იმედია და თამაშობთ კიდეც ახლაც
სამოყვარულო დონეს ვგულისხმობ, უბანში სადმე :დ
ნუ დიდი ტაქტიკა-სტრატეგიები ჩვენ არ გვაქვს მაგრამ ყველა ვცდილობთ რომ რაღაც ჭკვიანურად ვითამაშოთ

რამე კარგი გავაკეთოთ
პროსტა აი მინიფეხბურთში ან ცოტა დიდ მოედანზე ეს გრძელი, სულსწრაფი, უაზრო პასები მკლავს რა
აი სადღაც 35 მეტრში ტრაკიდან რო გადააწოდებენ თითქოს ან მიმცემი იყოს პირლო და იქ კიდე ვან ბასტენი ელოდებოდეს და მიიღოს ეგრევე
პირლოს კი არაფერს ვერჩი ( ძაან მაგარია თავის გრძელ აპსებში), პროსტა ვანაბი პირლო ფეხბურთს ვეძახი მაგას
10 ეგეთი უაზრო პასიდან 8 დაკარგულია, ნუ არ გადის რა და მოკალი
მაქსიმუმ 3-4 პასის გაკეთება და მერე შორს გადაგდება ბურთის სადაც ძირითადად იკარგება :დ
საპირისპიროდ ძალიან იშვიათად მინახავს რომ გუნდს 10-15 პასი გადაებას ერთმანეთზე და იქ სახიფათო მომენტი არ შექმნილიყოს
შანსი არაა პროსტა, სივრცე იქმნება და შეცდომას უშვებს მეტოქე პოზიციურად
არაფერი არ უნდა, ძაან მარტივია ფეხბურთი ამ გადმოსახედიდან სწრაფი პასები. მოძრაობა წკაპ და გოლია
ხავის განა არ ქონდა გრძელი პასი მარა აი ვკვდები ისე მევასება მაგის მოკლე ჭკვიანური პასები და ტემპის კონტროლი
ეგაა გულისტკივილი რო ვერ ვაკეთებთ მაგას ჩვენ, აი 100 თამაშიდან ერთი 5 ში ვქენით ეგ რო ყველა შეეხო ბურთს 2-3 ჯერ, კომბინაცია რამე კაი გოლი გავიტანეთ ყველას გაგვისწორდა და ტაში დავუკარით :დ
დანარჩენში ყველას თავის ფლეიტაზე უბერავს
იმას კი არ ვამბობ ხავის დონეზე ვითამაშოთ ყველამ თქო :დ
ჩავთვალოთ ჩვენი ეზოს მოედნები არის საცდელი ლაბორატორია
და ხშირი, მოკლე პასებით უფრო იქმნება მომენტები მე რასაც ვუყურებ ვიდრე ამ "პირლო პასებით"
არადა ფეხბურთს აქვს "წარმატების ფორმულა" ვინც რა არუნდა თქვას
პროსტა არ გვყოფნის მოთმინება ან არ ვიცი რა დავარქვა

როცა 6 კაცი ერთნაირად აზროვნებს, ექვსივე რო მაქსიმუმ 3 შეხებას აკეთებს უხხ ოცნებაა ეგეთი გუნდი <3
აი გუარდიოლას ბარსელონას ყავდა 9 ხავი + მესი :დ ეპოქა რო დადო
პროსტა მაგას არ მოუგონია მანამდეც იყო ეგ პასების ფეხბურთი და მოაქვს შედეგი და მოკალი :დ
აი ყველა გუნდში ხოა არის 1-2 ტიპი ვინც მაგრად მანტაობს, 3-4 კაცს სცდება და კაი მოდრიბლინგეა
ხშირად მაგ მანტაობას და ბურთის თრევას 1 კაი პასი ფარავს და უფრო შედეგიანია
ასარჩევად რო მქონდეს საქმე გუნდში ერთ რომელ სუპერვარსკვლავს ავიყვანდი
ხავის ავირჩევდი
თეორიულად ეგაა წარმატების საიდუმლო :დ სწრაფი, მოკლე პასები
მითუმეტეს ჩვენ, ჩაინიკების დონეზე, დიდი არაფერი არ უნდა მოგებას, ბურთი უნდა გადააწოდო შენიანს სწრაფად და ეგაა
მე შენ გეტყვი მაურინიოს გუნდს ეთამაშები რამე ტაქტიკა ქონდეს მაგის საწინააღმდეგოდ თუ
ეგაა ერთი რო ბევრი არ/ვერ აკეთებს მაგას
მწვრთნელია ეტყობა საჭირო
ზოგჯერ ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან ”ბარსელონას” თამაში არ გამომრჩეს” - დაასრულა კეიტამ <3
რონალდინიო ზარმაცი ღმერთია
მაგიტომაც გადმოაგდეს ნაადრევად ოლიმპოდან (C) lasha123456
მოტაცებული ბავშვის მაგივრად დატოვებული მახინჯი ელფი (C)