
Europa Universalis IV მრავალმხრივი სტრატეგიული თამაშია, რომელიც 2013 წელს Paradox Interactive-მა გამოსცა. თამაშის ძირითადი ისტორიული ჩარჩო ახალი სამყაროს აღმოჩენასა და კოლონიზაციის ეპოქას ემთხვევა. სათამაშო პროცესი 100-წლიანი ომის უკანასკნელ ფაზაში იწყება, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის რევოლუციურ პერიოდს გასდევს თან და ნაპოლეონის ომების დასრულებიდან რამდენიმე წელში მთავრდება. მოთამაშეებს სასურველი სახელმწიფოს არჩევის შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ ვაჭრობის, ომის, დიპლომატიისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფაქტორის განვითარებით სათავისოდ გადაწერონ კაცობრიობის ისტორია.
4X ჟანრი- Exploration (ტერიტორიული გამოკვლევა) - თამაშის დასაწყისში ტერიტორიის დიდი ნაწილი ე.წ. terra incognito ანუ უცნობი მიწაა. იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი გამოიკვლიონ, მოთამაშეებმა დედამიწის დაფარულ მხარეებში დაქირავებული კონკისტადორები და საზღვაო მკვლევარები უნდა გაგზავნონ.
- Expansion (გაფართოება) - გაფართოება რამდენიმე განსხვავებული ხერხით მიიღწევა. მოთამაშეებს შეუძლიათ ტერიტორიის დიპლომატიურად მიერთება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ობიექტი მზადაა მათი ვასალი გახდეს ან მემკვიდრეობითი მოთხოვნის საფუძველზე გადავიდეს მათი გავლენის სფეროში. გარდა ამისა, ტერიტორიის გაფართოება შესაძლებელია ომის საშუალებით, უცხო ქვეყანაში თქვენი მხარდამჭერი აჯანყებულების გამარჯვებით ან კოლონიზაციით.
- Exploitation (ექსპლუატაცია) - მსოფლიო რესურსებისა და ფინანსების თქვენი სურვილისამებრ გამოყენება, როგორც წესი, ეროვნული ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერების შედეგად ხდება. მოთამაშეს ამავე მიზნების მისაღწევად სადაზვერვო ინსტიტუტის დახვეწაც შეუძლია.
- Extermination (განადგურება) - საომარი პროცესი მიმდინარეობს როგორც ხმელეთზე, ისე - ზღვაში. მხარეთა მიერ წარმოებული ქმედებები ფასდება ე.წ. war score-ის მიხედვით, რომელიც ომის მიმდინარეობისას ორ პოლუსს შორის მერყეობს. დაპირისპირება მას შემდეგ სრულდება, რაც მხარეები ზავის პირობებზე ან სულაც ერთი მხარის სრულ ანექსიაზე შეჯერდებიან.
სისტემური მოთხოვნილებებიოპერაციული სისტემა: XP/Vista/Windows 7/Windows 8
პროცესორი: Intel® Pentium® IV 2.4 GHz ან AMD 3500+
მეხსიერება: 2 GB RAM
ადგილი მყარ დისკზე: 2 GB
გრაფიკა: NVIDIA® GeForce 8800 ან ATI Radeon® X1900
სკრინშოტები და ტრეილერი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მულტიფლეიერის ინსტრუქცია1. დღევანდელი მდგომარეობით (17.02.2015) აქ ვთამაშობთ შემდეგი ვერსიით:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4907747. გადმოწერისა და დაყენების შემდეგ უნდა ემთხვეოდეს როგორც ვერსიის კოდი (1.9.2.0), ისე Checksum-ი (e938).
2. ვიწერთ და თამაშის ფოლდერში ვაკოპირებთ მპ-ფიქსს:
http://www.monova.org/torrent/6982695/Euro...8Proper%29.html (Download via Magnet).
3. ვიწერთ Steam-ს და ვრთავთ მანამ, სანამ ჩავრთავდეთ უშუალოდ თამაშს (შემდეგ კი პარალელურ რეჟიმში ვტოვებთ გაშვებულს).
4. ვრთავთ თამაშს და ვქმნით ან ვუერთდებით უკვე შექმნილ Host-ს. პრობლემის არსებობის შემთხვევაში ვპოსტავთ თემაში.
წინა თემები1.
Europa Universalis IV 2.
Europa Universalis IVუკანასკნელი თემის ტოპ-10 მპოსტავი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
svandoggy1983 271
Frolest 230
San1 226
ElXorxe 119
MIRAGE2000 105
snex 92
LucasArt 89
Agger 80
Sl1pKn0T92 57
Renne 42
This post has been edited by Agger on 17 Feb 2015, 00:45