დელტა ნეტს აქვს წავკისში ოპტიკური ინტერნეტი.
032 2 91 05 10 დარეკავ, განაცხადს მიიღებენ, მოვა ერთი ბრიგადა, შემოიყვანს კაბელს სახლში. მერე მოვა მეორე ბრიგადა, დაადუღებს მაგისტრალზე, მერე მოვა მესამე ბრიგადა, დააყენებს სახლში ოპტიკურ მოდემს. განაცხადიდან სადღაც 2 კვირის განმავლობაში ჩამირთეს.
თვეში ვიხდი 30 ლარს და შეერთების სიჩქარე 20-23 მეგაბიტი/წამში უჭირავს ატვირთვაზეც და გადმოწერაზეც. დაახლოებით 2-3 მეგაბაიტი/წამში სიჩქარით იწერს და აგზავნის ფაილებს.
სეზონი რომ დამთავრება, გადარეკავ, გაათიშინებ და იხდი თვეში 5 ლარს მოდემის ქირას. დაიწყება სეზონი, გადაიხდი ისევ თვეში 30 ლარს და ჩაგირთავენ.
ჯერჯერობით კარგად მუშაობს. უკმაყოფილო არ ვარ...
მანამდე მაქსიმალის უკაბელო ინტერნეტი მქონდა. თვეში 1 მეგაბიტიან პაკეტში ვიხდიდი 45 (!) ლარს, თავიდან, სანამ დაიტვირთებოდა მშვენივრად მუშაობდა. ბევრი აბონენტი რომ გაუჩნდა, ისე გაბანძდა, გუგლის საძიებო ფანჯარას ვერ ხსნიდა 3-5 წუთის განმავლობაში.