http://ick.ge/rubrics/politics/23504-i.htmlგამოკითხვა საგარეჯოში – ვის უჭერთ მხარს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებშიკითხვაზე – ვის უჭერთ მხარს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საგარეჯოს სოფლებში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მხარს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატს ირმა ინაშვილს უჭერს.
გამოკითხული 30 ამომრჩევლიდან 15 ხმას ირმა ინაშვილს უჭერს, 2 „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატს თამარ ხიდაშელს. ექვსმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ ხმას არავის აძლევს, შვიდმა კი აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია ხმას ვის მისცემს.
„ხიდაშელის გვარი სულ წაშალეთ. ხიდაშელი არ იყო რომ აირჩიეს?! ერთი მაშინ დადიოდა შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, მოგვიწერე ხელიო და მერე დაიკარგა, არსად აღარ გამოჩენილა“;
„ირმა ინაშვილს მივცემთ ხმას. „ოცნებამ“ არაფერი გააკეთა და თან თამარ ხიდაშელი ვინ არის, მაგისი სახელი არც გაგვიგია. ირმამ ბევრი საქმე გააკეთა ქართველი ხალხისთვის“;
„ირმა ინაშვილს, იმიტომ რომ საქართველო გადაარჩინა“;
„არჩევნებზე არ მივდივარ. ვინც იყო რა გაგვიკეთა, რომ მაგათ გააკეთონ“;
„რათქმაუნდა ირმა ინაშვილს. მას საქართველოს წინაშე დამსახურება აქვს. არაჩვეულებრივი ჟურნალისტია, პატრიოტი ადამიანი. თამარ ხიდაშელს რა გაუკეთებია საერთოდ არ არის ცნობილი“;
„ორივე უნდა გადავხაზო. ხიდაშელი არ იყო დეპუტატი? რა გააკეთა სოფლისთვის და რაიონისთვის? მთავარი იყო სავარძელი ჩაეგდო. არავისი აღარ მჯერა“;
საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
საგარეჯოს გარდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მარტვილშიც, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც ნაული ჯანაშია გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, არასაპარლამენტო ოპიზიციის ნაწილი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა მარტვილსა და საგარეჯოში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ისინი ბოიკოტს აცხადებენ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით.
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს „ქართულმა ოცნებამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“. საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხიდაშელია, პატრიოტთა ალიანსიდან კი კენჭს მედია კავშირ „ობიექტივის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი იყრის.

-----------------
პიზდეცი ახლოვდება ვითომ?...
ქოცებს მიეცით ხმა და გადაარჩინეთ საქრათველო თორემ როგორც ჩანს გვენძრევა...