ტელეკომპანია „იმედის“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს რეჟისორი გოგა ხაინდრავაც ეხმიანება. ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თოქ-შოუ „რეაქცია“ ხელისუფლების ჩარევით დაიხურა.
რეჟისორს გაზეთი „ახალი თობა“ ესაუბრა.
„გრიგოლია რას ლაპარაკობს არ მაინტერესებს. ის იყო და არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი. გრიგოლია არის სამარცხვინო გადაცემის წამყვანი, რომელიც ფურთხებაზე, გინებასა და გუშინწინდელ დღეზე იყო აწყობილი. ადამიანი საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის და ყოველთვის მაგისთვის იბრძოდა. თუმცა რისთვის იბრძვის დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ან საზოგადოების ის წევრები, რომლებიც „ზრუნავენ“ მედიაზე, ეს საკითხავია. ეს წიოკი დამახასიათებელია იმ მდგომარეობისათვის, რაშიც იმყოფება თუნდაც ამ ქვეყნის პრესა.
ანუ აქ პოლიტიკური სარჩული არაფერ შუაშია?
„რა შუაშია აქ პოლიტიკური სარჩული? ვინმემ გამაგებინეთ?! ხომ გარკვევით გამოაცხადა არხმა, რომ ახალი წლიდან იქნება ახალი ფორმატის გადაცემები. თუ რამე ზეწოლაზეშეიძლება საუბარი, ზეწოლა სწორედ ის არის, რაც დღეს ხდება „იმედთან“ მიმართებაში“,-აღნიშნავს ხაინდრავა.
ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტი დროებით შეაჩერა. შესაბამისად, გადაცემები „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ დაიხურა.
http://www.info9.ge/sazogadoeba/127654-kha...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo