მოკლედ: მესხიშვილის თქმით შსს- მონაცემებით 37%-ით გაიზარდა სიკვდილიანობა. პირველი 6 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაიცვალა 284 ადამიანი.
დავით მესხიშვილი: 37 % -ით გაზრდილი სიკვდილიანობა!!! საგანგაშო სტატისტიკა!!საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს 37 % -ით გაზრდილი სიკვდილიანობის და საგანგაშო სტატისტიკის შესახებ , ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ:
"შსს-ს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ახალი სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს (იანვარი-ივნისის), 6 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაიცვალა 284 ადამიანი. თუ გავაკეთებთ ანალიზს მივიღებთ შემდეგ სურათს: 2014 წელთან შედარებით სიკვდილიანობა საქართველოს გზებზე გაიზარდა 37 %-ით, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი შედეგია. 6 თვის განმავლობაში მოხდა 4130 ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება (დასახიჩრება, ტრავმატიზმი) მიიღო 2869 ადამიანმა. ასეთი სტატისტიკური მონაცემი ბოლო 7 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ავტოსაგზაო შემთხვევების მატების ტენდენციამ კი, მიიღო შეუქცევადი ხასიათი.
ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებად უნდა დავასახელოთ:
1. სიჩქარის გადაჭარბება, უწყვეტი ხაზის გადაკვეთა ალკოჰოლური სიმთვრალე
2. საპატრულო პოლიციის მიერ დარღვევებზე არაჯეროვნად და არასრულფასოვნად რეაგირება
3. სრული უკონტროლობა მაგისტრალებზე
4. ტექნიკურად გაუმართავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტი
5. საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის არქონა
6. არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა (ლოიალურობა დამრღვევების მიმართ)
ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა და თხოვნისა, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართ მოესმინათ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, დღემდე უპასუხოდ რჩება. ვინაიდან საქართველოს გზებზე შექმნილი მდგომარეობა პირდაპირი გაგებით სასაკლაოა, ჩვენ მდგომარეობას ვაფასებთ საგანგაშოდ. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პირადად დაინტერესდნენ არსებული უმძიმესი მდგომარეობით", ნათქვამია განცხადებაში.
http://geodigest.ge/?menuid=4&id=2185&lang=1