#45573193 · 2 Sep 2015, 23:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორუმი ზოგჯერ ძაან სასაცილო სიტუაციაში გაგდებს. ამოიღებ გულს-სულს, გააშანშალებ ყველაფრისგამაიასნებელ (შენი ჭკუით) პოსტს, მიტრიალდები, მოტრიალდები და აღმოაჩენ, რომ იგივე რეისზე ხარ, ოღონდ უკვე სხვა ავტობუსში გადამჯდარხარ, და აქ უკვე სუ სხვა ხალხი გიყურებს ეჭვით და ინტერესით. რა ვქნა? უნდა ამოვიღო კიდევ ერთხელ ეგ გული და სული და ისევ უნდა ვიბორგო და ვიჭმუნო.
არადა ეს ხო უკვე იყო. ხო დაწერე ეგ ყველაფერი უკვე წინა ავტობუსში.
მე გთავაზობთ ამ თემაში შევაგროვოთ ყველამ საკუთარი გულდათუთქული, ვრცელი, ყველაფრისგამაიასნებელი ძნელი და მნიშვნელოვანი პოსტები.
რატომ?
რომ მერე, როგორც არქივში, როგორც ბიბლიოთეკაში, როგორც საკუთარ მახსოვრობაში მონახო დააკოპირო და ჩაუდო ამ ახალ ვაგონებს და ავტობუსებს.
იყოს ეს თემა არქივად ცალკე.
სერჩში დაწერ "ჩვენი პოსტების არქივი" ან სულაც აიპინოს.
და ფორუმი აღარ იქნება ლაპარაკი სხვადასხვა ავტობუსებში, როგორც ეს გიჟებს სჩვევიათ. მიხვალ, დადებ, გაიგებენ.
არ ჯობია?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|