აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას ფეისბუქ-გვერდიდან:
“ახალი მიტყეპილ-დაჭერილები ვართ ვეტერანები, არაფერი უჩვეულო სააკუანის რეჟიმისგან, მაგრამ….. ამერიკის ელჩის განცხადებამ თავდაყირა დააყენა მათი საათივით აწყობილი ცხოვრება…..”მთავრობა, რომელიც საკუთარ ვეტერანებს ასე მოექცევა მას ღირსება არა აქვს”…. გაგიჟდენ და რა გაგიჟდენ, მეორე დღესვე გამოგვიშვეს, მცირედი ცელქობის ბრალდებით (არა და მეხუთე კოლონა ვიყავით, რომლებსაც სავარაუდოდ პუტინის დარიგებულ იარაღსაც გვიპოვიდენ).
ჩართეს პროპანგადისტული მანქანა… კანონმდებელ წუნკლარს და ბალვანაძეს ათქმევინეს მემორიალს ბილწავდენო… “ოპოზიციონერ” შალო ნათელაშვილს ათქმევინეს მიეტანათ ბიო ტუალეტი და აღარ შებილწავდნენო… მოკლედ დედალი ღორი რომ არ იკადრებს იმაზე უარესები იკადრეს….
ტელეფონი მირეკავს, ჩემდა გასაოცრად ჟურნალისტი მირეკავს, თოქ შოუს წამყვანი , გვარს არ დავასახელებ და ერთერთი ის “სამართლიანია”, გადაცემას რომ უხურავენ ეხლა, პოლიტ ზეწოლაზე საუბრობს და მაშინ “თავისუფალი” რომ ერქვა…..
“იცით გადავწყვიტეთ 5 დარბეული ვეტერანი მოგიწვიოთ გადაცემაში”
-დიდი სიამოვნებით- ვპასუხობ და ვპირდები, რომ 5 კაცი გადაცემის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამოვცხადდებით….
ორიოდ წუთში კვლავ რეკავს და …
“იცით, ჩვენი გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს დებატებს და ნახევარი თქვენ მოდით და ნახევარი მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილები”…
-კი ბატონო! უმალ ვეთანხმები, სიამოვნებით ვიშმუშნები, ნაცებისადმი ლოიალურ ვეტერანებს როგორ დავახურავ თავზე ყველაფერს თუ რამე შეიძლება დაეხუროს …… 5-ს ვყოფ 2 ზე და ორნახევარ ვეტერანს ვიღებ, იმ წამსვე ვურეკავ ჩემს სოხუმელ ძმას – ნახევარია დარჩენილი… და ისიც სიხარულით მთანხმდება ( უხელებო კაცს იარაღი დაუდეს თქვენი ანაბეჭდებია ამ იარაღზეო )
გადის კიდევ 5 წუთი და კვალავ რეკავს “უანგარო” “თავისუფალი” მედიის წარმომადგენელი…..
“იცით ესე გადაწყდა 1 თქვენ იქნებით და 4 …….
-4 კი არა 24 იყვნენ თუ გინდა მაგათი დედაც… ! -ვამშვიდებ ჟურნალისტს……
კიდევ რომ დარეკა კი მივხვდი, რაც უნდა ეთქვა…..სანამ რამეს იტყოდა დავამშვიდე…კარგით არ მოვალ არ შევქმნი დისკომფორტს თქვენ წიკწიკა შოუში….
“უი შენ გაიხარე რა შეგნებული ბიჭი ყოფილხარო”
….. საღამოს ვუყურე შოუს …საიდანღაც გამოჩხრეკილი 5 ჭუჭუ ვეტერანად წოდებული პალიკო კუბლაშვილს მადლობას უხდიდა …ამდენ სიკეთეს, რომ აკეთებთ ვეტერანებისთვისო(((((
http://www.postalioni.com/2015/08/%E1%83%9...83%9D%E1%83%A5/------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვეტერანები და პატიმრები, ესაა ყველა ხელისუფლების ლაკმუსის ქაღალდი.
იმ მთავრობას ვერავინ დააბრაებს პატრიოტიზმს და ჰუმანიზიმს.
აი ქვეყნის სიძულვილს კი ბატონო.
ამიტომაც გდიან პოლიტიკურ სანაგვეზე.
პა პოლნოი სასტავი იმედია ისევ დააბრალებს ომის ვეტერანებს რომ პუტინის დავალებით მოქმედებდნენ.
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.