IDFI: კალაძე ერთადერთია, ვინც თანამშრომლებისთვის სუპერ თასის ბილეთებზე უარი თქვა
ოფიციალური წერილებიდან ჩანს, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, თანამდებობის პირები მაინც ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეზარდათ უწყებებისთვის გამოყოფილი ბილეთების რაოდენობა. ბილეთების შესყიდვაზე უარი მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
"როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ჩანს, თანამდებობის პირების მიერ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით ბილეთების მიღების მთავარ ფაქტორად, აღნიშნულ მატჩზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ბილეთების გაყიდვასთან წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე, წარმოადგენს გამონაკლისს, ვინც სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უარი თქვა მის უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებზე უკვე გამოყოფილი ბილეთების შესყიდვაზე.
http://www.ipress.ge/new/12381-IDFI-kaladz...tebze-uari-tqvaფეხბურთის ფედერაციის მიერ საჯარო დაწესებულებებში VIP მოსაწვევების გამოყოფა განხორციელდა გაურკვეველი პრინციპით. მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა 4 VIP მოსაწვევი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 7 VIP მოსაწვევი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე აღნიშნული მოსაწვევების გადაცემაზე",-აღნიშნულია IDFI-ის ინფორმაციაში.
როგორც IDFI-დან იუწყებიან, ზემოთ ხსენებული 20 უწყებიდან, ინსტიტუტმა პასუხი მიიღო 17 უწყების შემთხვევაში. ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს პასუხი მათ მოთხოვნებზე დღემდე არ მიუწოდებია.
"როგორც დანარჩენი უწყებებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 8 საჯარო დაწესებულების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმოწერას, რომლის მიხედვით დაწესებულებები ითხოვდნენ დახმარების გაწევას მათი თანამშრომლებისათვის (თანამშრომლების საკუთარი სახსრებით) უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენაში. აღნიშნულ 8 უწყებას ფეხბურთის ფედერაციის მიერ შესასყიდად სულ გადაეცათ 710 ბილეთი, საიდანაც ყველაზე მეტი გამოეყოთ ქალაქ თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს.
თბილისის მერია - 240 ბილეთი
საქართველოს პარლამენტი - 200 ბილეთი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 50 ბილეთი
იუსტიციის სამინისტრო - 50 ბილეთი
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 50 ბილეთი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 50 ბილეთი
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 50 ბილეთი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 20 ბილეთი".
"დასკვნის სახით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბილეთების შეძენის მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერების პრინციპს, რადგან არავის აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი სამსახურეობრივი მდგომარეობა რაიმე სახის პირადი სარგებლის თუ უპირატესი მდგომარეობის მოპოვების მიზნით",-აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
This post has been edited by sexi-bicola on 2 Sep 2015, 20:20
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █