Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(2)
[1]
2
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სუბლიმაცია - ყველაფერი მის შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mactavish*
Crazy Member
ჯგუფი: Members
Mactavish*
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2708
წევრი No.: 133276
რეგისტრ.: 3-July 11
#45572768
· 2 Sep 2015, 22:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში სექსუალური კულტურა ძალიან მძიმე მდგომარეობაში,არ ვიძახი რომ სექსი არ არის :D ბოზებს მიაქ ვაგზალი
თუმცა მოგეხსენებათ სექსს რა ეფექტი აქვს თუ არ არის იგი რეგულარულად,მაშასადამე ჩვენს ქართულ რეალობაში იშვიათია და საზოგადო მოღვაწედ გამოსაცხადებელი ვისაც რეგულარული სექსი აქვს.მოდით ამ თემაში დავწეროთ სუბლიმაციის სახეები რომელსაც ვახდენთ სოციალურ მიზნებისკენ.
ს უ ბ ლ ი მ ა ც ი ა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ენერგიის გადატანა სექსუალური ლტოლვებიდან,არასექსუალური - სოციალური მიზნებისაკენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეკინროთ
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ეკინროთ
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1270
წევრი No.: 201755
რეგისტრ.: 1-May 15
#45573167
· 2 Sep 2015, 23:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არა მარტო სექსუალირი ლტოლვა, გონებიდან წამოსული ფიქრების და აზრების ჩახშობასაც ვახერხებდი ხოლმე კოდების წერისას ადრე. მერე მოზღავებულ ჭარბ ენერგიას სიმძვინვარითურთ ფიზიკური მუშაობით ვანეიტრალებდი. ყველაზე ღადაობა ის არის, რომ ჩემი ძმაკაცები სადმე საგულაოდ რომ მიდიოდნენ მე გამოვეპარებოდი და სახლში წიგნს ვკითხულობდი ოღონდ რეალურ სამყაროს გავქცეოდი. ახლა გამოკიდებული ვარ ჰაერში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mactavish*
Crazy Member
ჯგუფი: Members
Mactavish*
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2708
წევრი No.: 133276
რეგისტრ.: 3-July 11
#45573394
· 2 Sep 2015, 23:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეკინროთ
ვერაფერი გავიგე მეგობარო :D
კოდების წერა,სიმძვინვარე,რეალური სამყაროდან გაქცევა და ჰაერში გამოკიდებაც
და რა მეთოდიკას მიმართავდი ჩახშობისთვის?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23546
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13
#45634978
· 10 Sep 2015, 01:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფროიდი თვლიდა, რომ სწორედ იდი წარმოადგენს ფსიქიკური ენერგიის წყაროს, რომელსაც ის
ლიბიდოს უწოდებდა. ლიბიდო თავისი ბუნებით სექსუალურია და ადამიანის აქტივობას აძლევს ენერგიას
. პიროვნების ყველანაირი მოტივაცია ამ ენერგიიდან მომდინარეობს, რომელსაც
სოციალიზაციის გზით საწყისი ინსტინქტური ფორმიდან ტრანსფორმაცია შეუძლია. მთელი ენერგია,
რომელიც კულტურული მიღწევებისთვის, ხელოვნების ნიმუშების შექმნისთვის, პოლიტიკისა და
განათლებისთვის იხარჯება, ტრანსფორმირებული სექსუალური ენერგიაა. ამ ტრანსფორმაციის
საპირისპირო პროცესია განდევნა, რომელის ზღუდავს ენერგიას და შეუძლებელი ხდება მისი დიდი
მიღწევებისთვის გამოყენება.
ფროიდი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთგვაროვანი ლიბიდო არსებობდა, რომელიც
სექსუალური ბუნების იყო, თუმცა, მოგვიანებით შემოიტანა ფსიქიკური ენერგიის მეორე ფორმაც,
რომელიც, მისი მიხედვით, ასევე, თანდაყოლილი და შინაგანია. ამრიგად, მის საბოლოო მოდელში
ფსიქიკური ენერგია ორი სახისაა: (1) ეროსი ანუ „სიცოცხლის ინსტინქტი,“ რომელიც ცხოვრების
შენარჩუნების ქცევასა და სიყვარულს ბადებს და ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს და (2) თანატოსი ანუ
„სიკვდილის ინსტინქტი,“ რომელიც დამანგრეველი ძალაა და გარდაუვლად მიგვმართავს სიკვდილისკენ,
სიცოცხლის დაძაბულობისგან საბოლოოდ თავის დაღწევისკენ. ეს ინსტინქტი ყველანაირი აგრესიის
მოტივაციას ახდენს, ომებისა და თვითმკვლელობების ჩათვლით. ფროიდი განსაკუთრებით აღნიშნავდა
ეროტიული, სექსუალური ენერგიისა და მის გამოხატვასთან დაკავშირებული კონფლიქტების
მნიშვნელოვნებას. თუმცა, ზოგიერთი ავტორის მიხედვით, სიკვდილი და მასთან დაკავშირებული
კონფლიქტი გაცილებით მეტი ყურადღების ღირსია
კატექსისი არის საშუალება, რომლითაც არსებული ლიბიდოიზური, ფსიქიკური ენერგია მიემაგრება ანუ
ჩაიდება რომელიმე ადამიანში, იდეასა ან საგანში (Фрейджер, Р. Фейдимен Дж., 2001). ლიბიდო კატექსისის
მდგომარეობაში უკვე აღარ არის მობილური და ვეღარ გადაინაცვლებს ახალ ობიექტებზე. ამის მიზეზი
ფსიქიკის იმ სფეროშია, რომელიც მიიზიდავს და აკავებს, აჩერებს მას.
გერმანული სიტყვა “Besetzung”, რომელსაც ფროიდი ამ ცნების აღსანიშნად იყენებს, „ჩადებას”-აც ნიშნავს
და „მიტაცება”-საც. თუ ლიბიდოს მარაგს ფულის მოცემულ რაოდენობას შევადარებთ, კატექსისი ამ ფულის
დაბანდების ანალოგიური პროცესი იქნება. მაგალითად, ახლობელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული
დარდის შემთხვევების ფსიქოანალიტური ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ ყოველდღიური
საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა და მოჭარბებული კონცენტრირებულობა გარდაცვლილ ადამიანზე
ჩვეული ურთიერთობების სფეროდან ლიბიდოს გადანაცვლების შედეგია და გარდაცვლილისადმი
უკიდურესი ზომის კატექსისად განიხილება. კატექსირებული ობიექტის მაგალითად შეიძლება
დავასახელოთ ადამიანი, რომელიც გვიყვარს. ამ დროს ჩვენი ფსიქიკური ენერგია ამ ადამიანთან
დაკავშირებულ აზრებსა და მოქმედებებშია ჩადებული (Nye, R. D., 2000).
ფსიქოანალიტური თეორია იმის გარკვევას უკავშირდება, სად „მიემაგრა“ ლიბიდო არასათანადო სახით.
როდესაც ეს ენერგია გამონთავისუფლდება და სხვა მიმართულებით წარიმართება, მაშინ ის შეიძლება სხვა
არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იქნეს გამოყენებულ. „მიბმული“ ენერგიის
გამონთავისუფლების აუცილებლობის იდეა მოცემულია კარლ როჯერსისა და აბრაჰამ მასლოუს შრომებში,
ასევე, ბუდიზმსა და სუფიზმში
* * *
სუბლიმაცია
სუბლიმაცია არის არასასურველ და მიუღებელ იმპულსებთან გამკლავების ყველაზე სასურველი და
ჯანმრთელი გზა, როდესაც თავდაპირველად სექსუალურ ან აგრესიულ მიზნებზე მიმართული ენერგია
ახალი, ხშირად მხატვრული, ინტელექტუალური ან კულტურული ხასიათის მქონე მიზნებისკენ მიემართება. სუბლიმაცია „წარმატებული დაცვის“ სახელით არის ცნობილი. სუბლიმაცია მაშინ ხდება,
როდესაც ინდივიდი იმპულსების გამოხატვის სოციალურად მისაღებ მიზანს ან ობიექტს პოულობს. ეს მას
იმპულსის გაშუალებულად, არაპირდაპირ განმუხტვის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც მცირდება
ზეწოლა. სუბლიმაციის მაგალითია შემოქმედის მიერ პრიმიტიული სწრაფვების ხელოვნების ნიმუშად
გარდაქმნა.
ფროიდიანელებისთვის დედა ტერეზას მიერ განხორციელებული „ღარიბთა შორის უღარიბესთა“
სიყვარულის, განბანვისა და გამოკვების აქტებიც კი სექსუალური მოტივაციის მოდიფიკაციას წარმოადგენს
(Gonzalez-Balado & Playfoot, 1985, წყაროში Cloninger, S. C., 2004).
თუ თავდაპირველ ენერგიას მდინარეს შევადარებთ, რომელიც პერიოდულად დიდდება, გადმოდის
ნაპირებიდან და ზარალის მეტი არაფერი მოაქვს, მაშინ სუბლიმაცია ჯებირის მშენებლობა და დამხმარე
არხების გაყვანაა. ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, ელექტროენერგიის
გამომუშავებისთვის, დამშრალი მიწების ირიგაციისთვის, პარკების გაშენებისთვის და სხვა რეკრეაციული
შესაძლებლობების შექმნისთვის. მდინარის საწყისი ენერგიის მიმართვა სოციალურად დაშვებულ ან
კულტურულად მისაღებ არხებში ხერხდება. დაცვის სხვა მექანიზმებისგან განსხვავებით, სუბლიმაცია
რეალურად ხსნის და მთლიანად აქრობს დაძაბულობას.
ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი უდიდესი ენერგია და
გართულებულობა დათრგუნული ენერგიისთვის მისაღები და საკმარისი გამოსავლის პოვნის სურვილის
არსებობის შედეგია. ცივილიზაცია ხელს უწყობს პირველადი ლტოლვების ტრანსცენდენტულობას (სხვა
ხარისხობრივ დონეზე გადასვლას) და, ზოგ შემთხვევაში, ქმნის ალტერნატიულ მიზნებს, რომლებმაც
შეიძლება გაცილებით მეტი სიამოვნება მიანიჭონ იდს, ვიდრე პირველადი მისწრაფებების
დაკმაყოფილებამ. ეს ტრანსფორმაცია ცივილიზაციას ძალთა უდიდეს მარაგს აძლევს და ამას იმ
შესანიშნავი უნარის ხარჯზე აკეთებს, რასაც ჰქვია მიზნის შეცვლა მისი ინტენსივობის შემცირების გარეშე.
დაცვის მექანიზმთა უმრავლესობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფუნქციონირებაზე. თუმცა,
ფროიდის თეორია უშვებს, რომ ორი მათგანი, კერძოდ, იდენტიფიკაცია და სუბლიმაცია, დადებითად
ზემოქმდებს. იდენტიფიკაცია საზოგადოების ღირებულებებისა და სტანდარტების თაობიდან თაობაზე
გადაცემის საშუალებას იძლევა და ქცევის ნორმების გარკვეულ კონსისტენტურობას უზრუნველყოფს.
სუბლიმაცია მოიცავს აქტივობებს, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საზოგადოებისთვის და ამით ხელს
უწყობს ცივილიზაციის განვითარებას.
35
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mactavish*
Crazy Member
ჯგუფი: Members
Mactavish*
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2708
წევრი No.: 133276
რეგისტრ.: 3-July 11
#45637153
· 10 Sep 2015, 12:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
marimari11
მადლობა მეგობარო თემის გავრცობისთვის.
ესეიგი სრულიად ნორმალურია როდესაც სქესობრივი ცხოვრებით არ ხარ დაკავებული და მოღვაწეობ რომელიმე სხვა სფეროში თავდადებულად?თუ პარალელურად უნდა იზრუნო სქესობრივ ცხოვრებაზეც და საქმეც აკეთო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23546
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13
#45637815
· 10 Sep 2015, 13:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Mactavish*
რა თქმა უნდა იზრუნო სქესობრივ ცხოვრებაზეც :yes: :yes: :yes: :yes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
METALMAN
Blank Dot
ჯგუფი: Registered
METALMAN
Blank Dot
ჯგუფი: Registered
წერილები: 518
წევრი No.: 24963
რეგისტრ.: 28-October 06
#45647218
· 11 Sep 2015, 12:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩამქოლავენ, მაგრამ ვიტყვი რომ ერთერთი მშვენიერი მაგალითია ტაბურეტების თემა სასულიერო პირებისაგან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mactavish*
Crazy Member
ჯგუფი: Members
Mactavish*
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2708
წევრი No.: 133276
რეგისტრ.: 3-July 11
#45653344
· 12 Sep 2015, 00:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
METALMAN
QUOTE
ჩამქოლავენ, მაგრამ ვიტყვი რომ ერთერთი მშვენიერი მაგალითია ტაბურეტების თემა სასულიერო პირებისაგან
ვერავინ ჩაგქოლავს :D რანაირად ეკრანის გავლით? :D
ქრისტიანობაში,ბუდიზმში,ინდუიზმში და ა.შ სულიერი ცხოვრების გზაზე ადამიანებს ევალებათ სუბლიმაცია მოახდინონ სექსუალური ენერგიის თუმცა ეს არ არის მარტივი და ვერ მოსთხოვ დამწყებს ამას შეერკინოს,ეს ითვლება ყველაზე რთულად დასაძლევ ეტაპად,ფაქტიურად შეიძლება ითქვას ფინალურიც კი არის ამას თუ დაძლევენ უფრო რთული აღარაფერი შეხვდებათ.ეს არის უფრო მეტად ასკეტიზმის საქმე და არა რიგითის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shotassa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
shotassa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1087
წევრი No.: 97817
რეგისტრ.: 15-August 09
#45681879
· 15 Sep 2015, 04:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თანატოსი ანუ
„სიკვდილის ინსტინქტი,“ რომელიც დამანგრეველი ძალაა და გარდაუვლად მიგვმართავს სიკვდილისკენ,
ეს მჭირს მემგონი :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23546
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13
#45683119
· 15 Sep 2015, 11:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shotassa
:D :D :D გჭირს არა ფროიდს თუ დავუჯერებთ ყველა ადამიანს დევს თანატოსი :D და რა გჭირს? :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shotassa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
shotassa
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1087
წევრი No.: 97817
რეგისტრ.: 15-August 09
#45691224
· 16 Sep 2015, 02:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
marimari11
რავი სიკვდილისკენ უფრო მივყავარ ჩემ თავს და მაგიტო ვიძახი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ტუზ❤️
Super Member
ჯგუფი: Registered
ტუზ❤️
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 185
წევრი No.: 245693
რეგისტრ.: 28-September 18
#53625442
· 20 Oct 2018, 02:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Up
კაი თემაა
-_-
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lаki
Ho(m)po Sapiens
ჯგუფი: Members
Lаki
Ho(m)po Sapiens
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
#53625715
· 20 Oct 2018, 08:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩელენტანოს იმ უცნობილესი სცენის მერე მსგავსი კითხვა თუკი ვინმეს აღეძრებოდა სამყაროში, არ მეგონა :boli: :D
პ და ს
წინ ზამთარია... შეშა მოიმარაგეთ :yes:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Turkishcoffee
Member
ჯგუფი: Registered
Turkishcoffee
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 86
წევრი No.: 274150
რეგისტრ.: 23-August 24
#61521614
· 5 Sep 2024, 21:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სუბლიმაცია ალბათ sublime-დან მოდის ხო? ფაქიზს ნიშნავს. სიტყვაზე , როცა ფიზიკური სხეული გთხოვს ხანგრძლივად რამეს ეს უნდა მიაწოდო, სხეული არ უნდა დაალპო.
ერთი 55 წლამდე მეზობელი მყავს, არ გათხოვდა ოჯახური ფაქტორების გამო.. ახლა რომც გათხოვდეს მგონი ისე ექნება ფუჩუ შეხორცებული რო ძაან ძნელია მოჩინჩლვა, შეყრის მთელ რაიონს კივილით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნარიმენ-ერთადერთი
წინასწარმეტყველი
ჯგუფი: Registered
ნარიმენ-ერთადერთი
წინასწარმეტყველი
ჯგუფი: Registered
წერილები: 254
წევრი No.: 274067
რეგისტრ.: 14-August 24
#61547252
· 17 Sep 2024, 21:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ს უ ბ ლ ი მ ა ც ი ა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ენერგიის გადატანა სექსუალური ლტოლვებიდან,არასექსუალური - სოციალური მიზნებისაკენ
ეს სუბლიმაციის არასწორი განმარტებაა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(2)
[1]
2
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0282 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.