#45862444 · 5 Oct 2015, 02:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმისდა გამო, რომ უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა საინტერესო თემების გაოფების ხარჯზე, მიმდინარეობს შიდადეტექტივური მოკვლევების, ვიზუალურად წარმოჩინებული შედეგების, საფუძვლიანი ეჭვებისა თუ პარანოიდულ-ჰალუცინაციური შემოტევების აჟიტირება, გამართლებული თუ გაუმართლებელი, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება, ღლიცინ-ირონიულად თუ სერიოზულ სკეპტიკურად, გადავწყვიტე ისეთი თემის გახსნა სადაც დაფიქსირდება ეს ეჭვები, ბრალდებები და ჰალუცინაციები.
ვფიქრობ სასარგებლო თემაა, ვინაიდან.
1. სხვა თემები ნაკლებად გაოფდება ვიღაცის ვარაუდებზე დაფუძნებული არათემატური პოსტებით და 2. იუზერ დაისსა და მსგავსებს, მიეცემათ საშუალება კიდევ ერთხელ დაარწმუნონ აქ მყოფი საზოგადოება, რომ ადამიანის ფანტაზიები უსაზღვრო და უკიდეგანოა.
|