აშშ-ის ევროპის არმიის სარდალი - მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ წვრთნებზე ჩვენს მონაწილეობას გავზრდით
საქართველო როგორც ევროპის ნაწილი, არის ნაწილი იმ ტერიტორიის, სადაც ჩვენ გვინდა ვნახოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება , - ამის შესახებ აშშ-ის ევროპის არმიის სარდალმა, ბენ ჰოტჯესმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
"საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა დაფუძნებულია ნდობაზე, ერაყსა და ავღანეთში ერთობლივ მსახურობაზე, ასე რომ, ეს უფრო მეტია, ვიდრე პარტნიორობა. სწორედ ეს არის ჩემი აქ ვიზიტის მიზეზი ნაწილობრივ", - აღნიშნა ჰოტჯესმა. 
ევროპის არმიის სარდალმა ასევე ისაუბრა მაისში ჩატარებულ ერთობლივ წვრთნებზე და მომავალ წელს დაგეგმილ სწავლებებზე საქართველოში. 
"მომავალ წელს დაგეგმილ წვრთნებზე ჩვენს მონაწილეობას გავზრდით, განვიხილავთ უფრო მეტი სამხედროს გამოგზავნის შესაძლებლობას, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ქართველი მეთაურის ბრძანებები შეასრულონ, რაც რა თქმა უნდა, ნდობის დემონსტრირებაა", - აღნიშნა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა. 
"რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული.
2016 წლისთვის დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სწავლებისერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგის იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან."
ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის არმიის სარდლი ბენ ჰოტჯესი 
 
   
   
  
 დააფასეთ ქართველებო ეს მზრუნველობა სტრატეგიული პარტნიორის და არა პატრონის, როგორც ჩრდილოეთში მაწანწალა ინდივიდები გმოძღვრავენ.
მოკლედ, პარტნიორობას და პატრონყმობას ერთმანეთში ნუ ურევთ
აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ეხმარება სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, მართლმსაჯულების დახვეწაში რომ თანამედროვე სტანდარტებთან იყოს თანხვედრაში. მდემოკრატიული ინსტიტუტების და ღირსეული, პასუხისმგებლიანი სამოქალაქო აზოგადოების ჩამოყალიბებაში.
პატრონყმობა ჩრდილოელი ოკუპანტის ზნეა