დავიწყებ იქიდან რომ 80 % მორბენლები და ველოსიპედისტები იყენებენ მრავალ გპს პროგრამას თავისი შედეგების ჩასაწერად და შემდეგ ანალიზის და გაუმჯობესების ან უბრალოდ განვლილი შედეგების გასაგებად.
არის მრავალი პროგრამა ამ მხრივ mapmyride,runtastic,endomondo ,garmin tracker,wahoo,motionX GPS და Strava
►რატომ მაინცდამაინც სტრავა
►ჯერ ერთი უფასოა და ინტერნეტს არ საჭიროებს მხოლოდ GPS ით მუშაობს და ვარჯიშის მერე შეინახავ და ატვირთავ შედეგს მობილური
ინტერნეტის მეშვეობით ან შეინახავ და სახლიდან ატვირთავ უფასო ინტერნეთით
►პრემიუმ პაკეტებიც საკმაოდ იაფიანი აქვს ( ერთთვიანი პრემიუმები უფასოა და შემდეგ ყოველთვე 6 $ , ხოლო მთელი წელი 59 $ )
►სტრავა ერთგვარი ვირუსივით არის ჯერ ამერიკაში მერე ევროპაში და ეხლა მთელი მსოფლიო ამის მეშვეობით ვარჯიშობს ან ირთობს თავს )))
► ყველა პროფესიონალი და წამყვანი მორბენალი თუ ველოსიპედისტი თავის ვარჯიშებს და ჩემპიონატის შედეგებს სტრავაზე აფიქსირებს
► მარტივად უკავშირდება ინსტაგრამსა და ფეისბუქის აპლიკაციებს და სურათებაც ტვირთავს და ასახავს მთლიან გზას ასე თუ ისე
► რაც მთავარია ზუსტია მონაცემები არასდროს არ ცდება სიჩქარეში და არც რუკებში
ხანდახან თუ ზედ ტბაზე ან კორპუსზე გადაიარა განვლილმა მანძილმა - ეს სუსტი ტელეფონის ბრალია და არა სტრავასი
►სტრავას მთავარი პლიუსი არის რაღაც მონაკვეთის დანიშვნა (რომელსაც სეგმენტი ქვია ) ამ მონაკვეთზე გავლილი დროები ფიქსირდება ინტერნეტში და ვლინდება საუკეთესო დროები .
ანუ ერთგვარი ვირტუალური ჩემპიონატია და ასევე დიდი მოტივაციაა გაზარდოთ საკუთარი შესაძლებლობები და ფიტნესი უფრო მაღალ დონეზე
► თბილისში დაახლოებით 200მდე სეგმენტია - აღმართები, დაღმართები ,წრეები, სწორი გზები - სადაც ყველას დრო დაფიქსირებულია
ისევე როგოროც მორბენლებისთვის ასევე ბაიკერებისთვის ცალცალკე
► თბილისს გარეთაც ძალიან ბევრი საინტერესო სეგმენტია
► საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ისეთი პოპულაცია ამ პროგრამის როგორიც ეს მთელ მსოფლიოშია ქვემოთ ნახავთ რუკაზე მსოფლიო აქტიურობას.
►გადმოსაწერი ლინკი
1.
http://www.zippyshare.com2.
playstore google market3.
1mobile market (free)► ესე გამოიყურება ერთერთი ყველაზე პოპულარული სეგმენტი თბილისში - თამარაშვილის ქუჩის აღმართი

► ეს კი სეგმენტების მთლიანი მოსაძებნი რუკა
https://www.strava.com/segments/exploreმხარდაჭერა სტრავა აპლიკაცია ყენდება მხოლოდამხოლოდ
ანდროიდებსა და აიფონის სმარტფონებზე ,
ვინდოუსფონებს არ აქვთ მხარდაჭერათუ გაქვთ GPS საათი რომელიც იწერს აქტივობას GPX ,TCX ან FIT ფორმატით შეგიძლიათ თქვენივე მონაცემები სტრავაზე ატვირთოთ
ამ ლინკზე
ასევე ყველა სხვა დევაისით ან აპლიკაციით ჩაწერი ძველი აქტივობები შეგიძლიათ გადმოტვირთოთ და ატვირთოთ აქ და ავტომატურად დასინხრონირდება დროები სტრავაზე
https://www.strava.com/upload/
რუკის ლინკი ►
http://labs.strava.com/heatmap/#6/-120.900...36000/blue/bike► სტრავას აქტიური თბილისის რუკა

► სტრავას აქტიური საქართველოს რუკა


► სტრავას აქტიური მსოფლიო რუკა

პ.ს. იმისთვის რომ შექმნათ საკუთარი სეგმენტი ჯერ უნდა გაიაროთ იმ მონაკვეთზე და შემდეგ სტრავას საიტიდან საკუთარი სეგმენტი შექმნა.
ასევე აქვს სეგმენტის ან მთლიანი გზის პრივატში შენახვა და ატვირთვა და სხვას არავის უჩვენებს თქვენ დროებს.
სხვა შეკითხვებზე აქ ვარ
ესეც ჩემი სტრავას პროფილი
https://goo.gl/xsL9Ft
პ.ს. რაც მთავარია სეგმენტებზე გავლილ დროს მანქანით და მოტოციკლეტით ვარეპორტებთ და იშლება ასე რომ უსამართლობასთან არ ვმეგობრობთ )))))