MR_ABCDაგერ ძმაო მთელი საქართველოს ისტორიაა ახსნილი ერთ პოსტში, და როგორც მაგ უზერმა აღნიშნა ეს ქალიშვილობის ინსტიტუტი როგორ ჩაინერგა ჩემთვისაც გაუგებარია იმენა ეშმაკის ხელი ურევია.
ვაციტირებ:
ბევრი კითხვები მიჩნდება. ზოგს ვცდილობ მე თვითონ ჩავწვდე, მარა მთავარზე შენ უნდა მიპასუხო, საკუთარი ფანტაზიით უძლური აღმოვჩნდი...
კაცო, რაღა მაინცდამაინც ქართველებს უნერგავდნენ "ყველაზე მაგარის" სტატუსს და არა, მაგალითად, სომხებს(არა, ქალიშვილობა სომხებსაც მაგრად ჩაუნერგეს) ან აზერბაიჯანელებს. აა, ქართველები ყველაზე "საშიში" ერი იყო! ალბათ ბევრი უძილო ღამე გაატარეს პარტიულმა ბოსებმა(თუ ბოზებმა) იმაზე ფიქრში, თუ როგორ დაესუსტებინათ და მართვადი გაეხადათ ეს ურჩი, ამაყი, უაღრესდ მშრომელი, თავისუფლების მოყვარული ერი. მერე სასწრაფოდ შეყარეს პოლიტბიუროს "ვნეოჩერედნოი" სხდომა და ერტკვირიანი დებატების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ გაზულუქების, ზნეობრივი გახრწნილობის და ქართული ლოგიკისთვის შეუსაბამო იდეალების ჩანერგვით თუ მიაღწვდნენ საწადელს, თორემ, ბროშურებით, აგიტბრიგადებით, პროკლამაციებით და ლოზუგებით, ტიპა: "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!" ვერას გახდებოდნენ. ნუ, კოლექტიური გონებრივი შტურმი მაშინაც გონებრივი შტურმი იყო. არანაკლებ ეფექტური, ვიდრე დღევანდელ რეალიებში. მოკლედ, ვიღაც ერთობ კრეატიულ ბოზს უცაბედად გაახსენდა ქართველების მამა-პაპიდან მოყოლილი აქილევსის ქუსლი, ანუ ტაშ-ფანდურის მიმართ მიდრეკილება და წავიდა სხვა სუსტი წერტილების ძებნა. სინამდვილეში, ერთის მაგივრად, დიდი დავითის შთამომავლებს ბლომად აქილევსის ქუსლები აღმოაჩნდათ, იქით მეორე ბოზმა ლუარსაბი და კაკლის ჩეროში კოტრიალის დაუოკებელი სიყვარული გაიხსენა, მესამემ "ერთობ გადაპრანჭული" ბეკინა სამანიშვილი, "ჩხინკით" დამაგრებული უნაგირი და უკუდო "აზნოუშვლები", მეოთხემ ქურდი ბიჭი კუნძა, მეხუთემ გალეწილი ყარაჩოხლებით დახუნძლული, მინგეჩაურში გაჭრილი ტივი, მეექვსემ გაბღენძილი ინფანტერიის ღენერალი ორბელიანი, ჩინ-მენდლები, პრილ-პრიალა ჟეშტები და პოზიორობა, მეშვიდემ საერთაშორისო კალიბრის აფერისტი კვაჭი კვაჭანტირაძე...და ბოლოს მზაკვრული მიზნის ერთიანი გეგმაც გამიოკვეთა. გეგმა შეიცავდა ქართველი ერის გახრწნის კონკრეტულ ღონისძიებათა სოლიდურ ნუსხას, რომლის თითქმის ყველა პუნქტი ითვალისწინებდა ერში მთვლემარე უარყოფითი თვისებების განვითარებას და არამთვლემარე თვისებების ჰიპერბოლიზირებას სათანადო პირობების შექმნის და სტიმულაციის გზით. აგრეთვე არ არსებულ ან ქართველებისთვის ჯერ კიდევ უცხო სიმრუდეების დამყნობას. ამ მიზნით გათხარეს მეტრო, ააშენეს საავიაციო, ავტო, ელმავალთმშენებელი(და სხვა კიდევ ბევრი) ქარხნები. კომბინატები, ფაბრიკები და ელექტროსადგურები, სკოლები და საბავშვო ბაღები, საავდმყოფოები, სანატორიუმ - პანსიონატები და ტურისტული ბაზები. გახსნეს 37 მანეთდ ღირებული(მუქთა) ავიარეისი...
რაღა თქმა უნდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია იყო თვალის ახვევის ძალზე ძლიერი სვლა, ანუ ზნეობრი განადგურებისთვის ნიადაგის მომზადების ეტაპი. მის ფონზე ჩანერგეს ქალიშვილობა, ნარკომანობა, ლოთობა, მუქთახორობა, ძველბიჭობა და კიდევ ათასი ჩათლახობა...
ეს ყველაფერი ჰო, მაგრამა, რადგან ისტორიული მიზნის განხორციელების გეგმა და ის სკრუპულოზური პუნქტები თვალით არავის უნახია, ამ "ჩანერგვების" მექანიზმები საკმაოდ ბუნდოვანია. მაგალითად, როგორ ააშენეს ქარხანა - ეს გასაგებია. აიღეს ქაფჩა, ხსნარი, დააწყეს აგური აგურზე და ქარხანა აშენდა, მარა აი, ქალიშვილობის ჩანერგვის პროცესს ცოტა ირაციონალობის ელფერი დაჰკრავს და დაგვიკონკრეტე თუ შეიძლება, ნუ გვაჭყლეტიებ ტვინს... biggrin.gif
ძველი თბილისის სექსმუშაკები (post #45489239)