ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კიევი თბილისის ავიარეისზე მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს, რომელშიც კლუბ "ლოკომოტივის" ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
მოკლედ, გუშინდელი ამბის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ბოდიშს ვიხდი უცენზურო სიტყვების ციტირებისთვის.
ღამის 12:00 საათზე ჩამოვფრინდით კიევიდან თბილისში, უკრაინის ავიახაზებით. მე და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა ერთად ვიმგზავრეთ.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივის" ფეხბურთელები. მათ ახლდნენ სავარაუდოდ მენეჯმენტის წარმომადგენლებიც, რომელთაგან ორნი თვითმფრინავში ისედაც მთვრალები ამოვიდნენ და მერე კიდევ დაუმატეს. უზომოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი, თითქმის სამი საათის განმავლობაში, თვითმფრინავში მყოფი მგზავრების მისამართით ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ.
კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ციტირებისთვის:
"ებრაელია ეგ კარგმოტ..."
"მაგის ოსი დედა შევ..."
"ვინც არ დალევთ ჩემს ყ....ზე დაიძინეთ ყველამ";
"მოგიტყ.... ბოზი წარმოშობა" {სტიუარსედების მისამართით}
".... რაა? დედის ტყვ...ააა"
ერთ–ერთ მგზავრს გრძელი ბაკები ჰქონდა – მთელი გზა პედერასტს ეძახდა.
ორმა ფეხბურთელმა მენეჯმენტის წრამომადგენლებს რამდენჯერმე მიანიშნა, რომ მგზავრები წუხდებოდნენ, დანარჩენი ფეხბურთელები ხმამაღლა ხალისობდნენ.
"ვისაც არ სიამოვნებს, ყლ... დამასკდით..."
"მოგიტ... ოჯახში დიდი და პატარა"... და ა.შ.
ერთ–ერთმა ამ ორიდან (სავარაუდოდ მენეჯმენტის წარმომადგენელმა) რამდენიმე ფეხბურთელს წამოარტყა (ჩაარტყა) კიდეც თავში, რითაც მგზავრების გადაჭარბებული ყურადღება კიდევ უფრო მეტად მიიქცია, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს აგრესიულად ამცირებდა.
თვითმფრინავი რომ დაჯდა, აეროპორტის ტერიტორიაზე პოლიციელები გამოჩნდნენ – ახლა მათი მისამართით გაგრძელდა უცენზურო სიტყვებით გინება, ავტობუსში რომ ავედით მაშინაც და აეროპორტის შენობაში რომ შევედით მაშინაც, ღრიალებდნენ, იგინებოდნენ (ორნი განსაკუთრებით) და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.
ოლიკო ცისკარიშვილი ჟურნალისტია, რომელიც ამ თავხედურ სცენებს შეესწრო აი რას წერს ის.
"კიევიდან მოვფრინავდით ქართველ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი... ჩვენთან ერთად ქართველ ფეხბურთელთა გუნდი მგზავრობდა... იქ ამბავი ტრიალებდა დედა შვილს არ აიყვანდა ხელში... ქართული ფეხბურთის სიამაყე ლოკომოტივიდან, არ ვიცი რომელ შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ სამშობლოში, ის კი ვიცი, რომ სამი საათის განმავლობაში, გინებისა და სხვების შეურაცხყოფის გარდა არაფერი უკეთებია, ამ გუნდის წარმომადგენელს ვინმე თაზოს... აგინებდა და ბილწსიტყვაობდა... უგინებდა გუნდის წევრებს მშობლებს, ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს, ჯიშს, ჯილაგს და ბოლოს ყველას გადმოგვწვდა... ყველაზე საინტერესო, საზღვარზე მოხდა... სადაც მესაზღვრეები ძალიან წყნარად უყურებდნენ, ეს ადამიანი როგორ ყვიროდა და როგორ ბილწსიტყვაობდა (ისე, ასეთი ლექსიკა არსად გამიგია)... არც რომელიმე პროვინციულ დასახლებაში მინახავს და მომისმენია... მის თანაგუნდელებს, არც ერთს თავში აზრადაც არ მოსვლია, თუნდაც შენიშვნა მიეცა მისთვის... თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ თაზო ნასვამი იყო... მესმის, რომ პროფესიონალები არიან... მაგრამ მე არ მინდა ასეთი პროფესიონალიზმი, როცა საქართველოს სახეს ასეთი უზრდელობით აჩვენებს მსოფლიოს... მე არ მინდა ასეთი ქართული სახე... შენ, თაზო, ვინც არ უნდა იყო... მე მრცხვენია, რომ შენ საზღვარგარეთ გაგაქვს საქართველოს სახელი... შენ არ ხარ ჩემი საქართველო!!!!! ჩემი საქართველო არაა ასეთი უზნეო...! -წერს ოლიკო ცისკარიშვილი
ფაქტს შეესწრნენ სხვა ჟურნალისტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ფეხბურთელების თავხედური და პროვოკაციული ქცევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
"ლოკომოტივის" ფეხბურთელების თავხედური და პროვოკაციული ქცევა თვითმფრინავში