უკვე სავსე მინდვრები გვაქვს ამ საზიზღარი მცენარის საქართველოში,
მაგრამ პრობლემადაც არ თვლიან როგორც ვუყურებ, საერთოდ აზრზე არ არიან
დღეს ერთი მშვენიერი, გარემონტებული საავადმყოფოს ეზო რომ ვნახე სავსე ამ მცენარით ნერვები დამაწყდა. ანუ არც იციან რა საშიშროებას წარმოადგენს. პაციენტები მაინც შეიცოდეთ...
,,
ავშანფოთლიანი ამბროზია – ეკოლოგიურად საშიში სარეველაავშანფოთლიანი ამბროზია ეკოლოგიურად საშიში საკარანტინო სარეველაა. გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ჩვენში გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ნათესებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ლიანდაგების, გზისპირების და ღობეების გასწვრივ, მიტოვებულ და დაუსახლებელ ადგილებში.
ავშანფოთლიანი ამბროზია ყვავილობს ივლის-აგვისტოში. უხვად წარმოქმნის ყვავილის მტვერს, რაციწვევს ძლიერ ალერგიულ დაავადებებს - თივის ციებ-ცხელებას , პოლინოზს ,ბრონქიალურ ასთმას.
სარეველა ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონის (აჭარა, გურია, წყალტუბო) და აღმოსავლეთ საქართველოს (ლაგოდეხი) მოსახლეობას (განსაკუთრებით ახალშობილებსა და მოზარდებს). ამიტომაც,
აუცილებელია სარეველას წინააღმდეგ კომპლექსური
ღონისძიებების გატარება.სარეველა ვრცელდება თესლით (ნიადაგში 40 წელი ინარჩუნებს აღმოცენების უნარს და 80-დან 100 000-მდე თესლის მოცემა შეუძლია), კულტურულმცენარეთა სათესლე მასალასთან და მარცვალთან
ერთად, თივით, სატრანსპორტო საშუალებებით. შემოდგომასა და ზამთარში მოუთიბავი მცენარეებიდან თესლი ვრცელდება ქარის და სხვა საშუალებებით. გაზაფხულზე გადაიტანებამდინარეებით, სარწყავი არხებით, ხევებითა და ხრამებით.
სარევალა პირველ აღმონაცენს მარტის ბოლოს იძლევა, მასობრივად კი – აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში აღმოცენდება.
სარეველას აქვს საკმაოდ დიდი სავეგეტაციო მასა და ფესვთაA სისტემა (ნიადაგში 4 მ-მდე ჩადის), თრგუნავს კულტურულ მცენარეებს. ხელსაყრელ პირობებში სიმაღლეში 2 – 2,5 მ-მდე იზრდება.
სარეველა ნიადაგიდან ითვისებს 15,5 კგ. აზოტს, 15 კგ. ფოსფორს, 2000 ტ. -მდე წყალს. შთანთქავს ხორბალზე მეტ მიკროელემენტებს. ნიადაგიდან მის მიერ გამოტანილი საკვები ნივთიერებების რაოდენობა დაახლოებით 7 – 8 ცენტნერ მინერალურ სასუქს შეესაბამება.
მცენარის თითქმის ყველა ორგანო შხამიანია. სარეველის მიერ გამოყოფილი ტოქსინები თავის სიახლოვეს მოზარდ კულტურულ მცენარეებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ფოთლებში მწარე ეთერზეთების არსებობის გამო სარეველა მკვეთრად ამცირებს საძოვრებისა დათივის კვების ღირებულებას. ასეთ საკვებს საქონელი არ ეკარება და თუ შემთხვევით მოხვდა მის
ორგანიზმში იწვევს რძის დამწარებას.
ავშანფოთლიანი ამბროზიის წინააღმდეგ უნდა გატარდეს სისრემატური
კომპლექსური დაცვითი ღონისძიებები:
სავალდებულოა, საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთებისა და ღობის პირების გასწვრივ სარეველისმოთიბვა ყვავილობამდე ან თესლის მომწიფებამდე.
უნდა მოხდეს მონათიბის ამოძირკვა, ნარჩენების შეგროვება და დაწვა.მოუვლელი საკარმიდამო ნაკვეთი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას(განსაკუთრებით ახალშობილებსა და მოზარდებში დიდია ბრონქიალური ასთმის განვითარების საშიშროება).სავალდებულოა:
უპატრონო, მიტოვებულ საკარმიდამო ნაკვეთებზე, გზისპირა ზოლების გასწვრივ, დაუმუშავებელ ფართობებზე, დაუსახლებელ ადგილებში, ღობის პირებზე სარეველის მცირე კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაცია (მოთიბვა, ამოძირკვა); თუ სარეველა დაფიქსირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებში, მაშინ უნდა მოხდეს სარეველის კერების ლოკალიზაცია (შემოევლოს ხის მესერი ან თხრილი) და ლიკვიდაცია (დაწვა), რათა არ გავრცელდეს მეზობელ ნაკვეთებში. ''
საინტერესოა ვინ უნდა მიხედოს ამ პრობლემას?