©
SCHIZOPHRENIA გახსოვთ ალბათ თემა " ოხ ეს ქართული ენა! ",რომელიც ულმობელმა პოლაროიდამ ჯენერალში ისროლა და ასე და ამგვარად "სამართლიან" სისოპას პირში მიგვცა
გთავაზობთ ამ თემის ლოგიკურ გაგრძელებას, ამ შემთხვევაში ჩვენი გამოკვლევის ობიექტია თანამედროვეობის ეგზომ საკრალური სიტყვა "ტრაკი.", რომელიც უამრავი სხვადასხვა აზრის და მნიშვნელობის მატარებელი გამოთქმის შთამაგონებელი გახდა
მაშ ასე, დავიწყოთ და სათითაოდ განვმარტოთ:
გატრაკება - 1. თავის მობეზრება - "შე ჩემისა რა გაატრაკე!" 2. წაკიდება, ახიპიშება, გამოკიდება - "მაგათ თუ არ გავუტრაკეთ გადაიჯვეს თავზე და ეგაა" 3. შფოთი, დებოში, ხულიგნობა - "წუხელ დავთვერით და მაგარი გავატრაკეთ"
ტრაკის ქონა - რისამე გასაკეთებლად საკმარისი ფიზიკური, მატერიალური ან მორალური პოტენციალის ფლობა, ძირითადად იხმარება უარყოფითი ფორმით - "თუ ჩაბარების ტრაკი არ გქონდა რას ყომარობდი"
აქედანვე წარმოსდგება ფრიად საინტერესო გამოთქმა "უტრაკო ყარაჩოღელი" - ამბობენ კაცზე, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებთან შეუსაბამო საქციელის ჩადენისკენ ისწრაფვის
ტრაკის მიცემა - გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, უფრო ხშირად აღნიშნავს გამორჩენის მიზნით არასასურველი პირის სასარგებლოდ ან სასიამოვნოდ უკადრისი საქციელის ჩადენას - "ნოღაიდელმა პუტინს ტრაკი მისცა"
ტრაკში შეტენვა - ამ ქმედებისკენ ძირითადად მოუწოდებენ ადამიანებს, რომლებიც თავის მობეზრებამდე ამაყობენ თავიანთი გაკეთებულით - "დაგვიბრუნეთ ტორენტები და ტრაკში შეიტენეთ აგვისტოს 5 დღე"
ვისი რა ტრაკის საქმეა - უმეტეს შემთხვევაში ეტყვიან არამკითხე მოამბეს - "რა შენი ტრაკის საქმეა წუხელ სად შევყავი!"
ტრაკში ყოფნა - უკიდურესად ჩამორჩენილ გარემოში ცხოვრება - "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველოს გადაუსწრო ზიმბაბვემ, სომალიმ და ნაურუმ, იტოგში მაგარ ტრაკში ვართ"
ტრაკის ჟიმჟიმი - შიში, პანიკა - "სამსართულიანებში ცხოვრობენ და ტრაკის ჟიმჟიმი აქვთ როდის წაართმევენ "
ტრაკი მოიტყნა - იტყვიან ადამიანზე, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს და არაფერზე უკან არ იხევს დასახული მიზნის მისაღწევად - "მაურინიომ ტრაკი მოიტყნა რო რიბერი არ ეთამაშებინათ"
ტრაკში შეძრომა - გამორჩენის მიზნით ვინმესთან არც თუ სასურველი ურთიერთობის დამყარება, შეკედლება ან თავის შეფარება - "მაგ ბუშმა დაგვღუპა ჩემის აზრით და ეს ჩვენი ჩმორი ხელისუფლება კიდევ ტრაკში შეუძვრა"
ტრაკის ქიცინი - პირფერული ქმედება, რომლითაც დაბალი სტატუსის ადამიანი ცდილობს თავი მოაწონოს მასზე მაღლა მდგომს - "ნუ აქიცინებ ტრაკს, ხო ხედავ მაინც არავინ გიფასებს"
საკუთარი ტრაკის მოფრთხილება - სხვის მიმართ გამოვლენილ უსამართლობაზე თვალის დახუჭვა საკუთარი კეთილდღეობის დაკარგვის შიშით - "ძალიან ბევრი მხდალია, რომელიც საკუთარ ტრაკს უფრთხილდება"
ტრაკში სარი უთხრია - ასე ამბობენ ადამიანზე, ვისი ბედიც ნაკლებად ანაღვლებთ - "ბოიანი "ბარსელონას" დატოვებს?! სარი უთხრია ტრაკში!"
ტრაკის დაყენება - გატრაკებისგან და ტრაკის ქიცინისგან (განმარტებები იხ. ზემოთ) თავის შეკავება, უმეტეს შემთხვევაში იყენებენ წოდებითი ფორმით - "ლაპარაკზე გეტყობა რო ბავშვი ხარ და ტრაკი დააყენე !"
ტრაკში პაჟარის შენთება - დაჩქარება - "სულ რომ ტრაკში პაჟარი გენთოს ჯერ მე უნდა გავიარო და მერე რომ გაიხედ-გამოიხედავ და დაინახავ რომ არაფერი მოდის, გადადი"
ტრაკის თბილად ქონა - უსაფრთხოდ და კომფორტულად ყოფნა (ძირითადად სხვათა სიდუხჭირის ფონზე) - "ქართველებს რო მომბავდნენ თქვენ, თბილისელ სომხებს ტრაკი თბილად გქონდათ "
ტრაკისკენ წასვლა - მდგომარეობის განუხრელი გაუარესება - "ოუენის გზა ტრაკისკენ მიდის ნელ ნელა"
შარაზე ტრაკის გაყოფა - გაბოზება (ქალის) -
"ქალბატონმა გუგულიმ,
ტრაკი გაყო შარაზე,
ბევრი რამე შევთავაზეთ,
მაინც იყო არაზე"
ტრაკის ჭია - კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოხსენიება ტრაკის მიმცემის და ტრაკში შემძრომისა (განმარტებები იხ. ზემოთ) - "სოსო პავლიაშვილი არის ერის გამყიდველი, უნამუსო, უპრინციპო, უხორცო და უსისხლო მთხლე, ქართველი ერის მტრის რუსეთის ტრაკის ჭია!"
დედიმისის (ბაბიამისის) ტრაკმა - უმეტესად ამბობენ იმ შემთხვევაში, როცა ვინმე ითხოვს ან ცდილობს იმის მიღებას, რაც მას არ ეკუთვნის - "Inter Milan vs Roma 1 - 3 ინტერის "საჩემპიონო" მატჩი - დედიმაგათის ტრაკმა რომასთან მატჩში ვინ ააწევინებდა თასს "
ტრაკით კაკლის დამტვრევა - ხატოვანი გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ტრაკის ჟიმჟიმის (განმარტება იხ. ზემოთ) უკიდურეს ფორმას - ანალური მილის ძლიერ სპაზმებს, ე.წ. "მოჭერას", რომელსაც სულ იოლად შეუძლია თუნდაც კაკლის დამტვრევა - "ვიღაცა ტრაკით კაკალს ტეხავს ისეა პანიკაში ჩავარდნილი"
ტრაკში პეროგაყრილი - საზოგადოება ან მისი ქმნილება, რომელსაც პრეტენზია აქვს ამაღლებულობაზე და გამორჩეულობაზე და ამის გამოსაჩენად ტრაკს იტყნავს (განმარტება იხ. ზემოთ)

ძველე დრო
მცირე ლინგვისტური ექსკურსი This post has been edited by FalleNnN on 5 Sep 2015, 14:10