#45598673 · 5 Sep 2015, 23:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ,
მჭირდება ძიძა/დამხმარე არასრული სამუშაო განაკვეთით. ბავშვი არის 4 წლის და დადის ბაღში. სავარაუდო გრაფიკია: კვირაში 2 დღე მჭიდება 10 დან 8:30 საათამდე. დღის განმავლობაში დაკავებული იქნება საოჯახო საქმეებით და საღამოს ბავშვი უნდა გამოიყვანოს ბაღიდან. ბაღი არის სახლთან ახლოს. გარდა ამისა კვირაში 3 დღე უნდა მიაკითხოს ბავშვს ბაღში 5 საათზე და დაიტოვოს 9 მდე. დამატებითი სამუშაო საათები/დღეები დამატებით აუნაზღაურდება.
გვჭირდება სუფთა, კეთილსინდისიერი, მოწესრიგებული, არამწეველი და კარგი დიასახლისი ქალბატონი მაქსიმუმ 45 წლამდე. უნდა შეეძლოს ბავშვთან ინტერაქტიული ურთიერთობა. სასურველია ცხოვრობდეს საბურთალოზე. უნდა შეეძლოს გამონაკლის შემთხვევაში დარჩენა გვიანობამდე, ან დასასვენებლად გამოყოლა დამატებითი ანაზღაურებით.
სავარაუდო ანაზღაურება არის 300 ლარი.
გთხოვთ მომწეროთ პირადში მონაცემები და მე თვითონ შევეხმიანები.
|