კაი ხალხს სალამი.
მაქვს იდეა და მგონი კარგი იდეა მაქვს,
ახლა რაშია საქმე, როცა რაგბის მატჩები მიმდინარეობს, მაქს ჩვენი შეძახილი რა არის ? საქართველო საქართველოო ხო ? მგონი დროა რაგბისტებთან ერთად ახალ ლეველზე ჩვენც გადავიდეთ - გულშემატკივრები.
არ არის რთული ამის გაკეთება, რადგან ჰიმნს უკვე ყველა ვმღერივართ, არავის აღარ უტყდება, ხმა აქვს არ აქვს, გვერდზე მჯდომს დააყრუებს მისი ვოკალით თუ არა

ხოდა დროა მგონი რომ რამე მაშტაბურები გავუშვათ
2-3 სიმღერა დასაწყისისთვის რომელსაც გულშემატკივრები ვიმღერებთ გარკვეულ დროს როცა მოგვინდება ან როცა გაწერილი იქნება
მაგალითისთვის ეს

ძალიან კარგად გამოვა როცა დიდი აუდიტორია ერთხმად შეასრულებს, თან ამაღელვებელი და დამმუხტავი სიმღერაა.
რომ წაიღიღინოთ დამეთანხმებით.
მარტო ერთი ამ სიმღერის შესარულებლად გვჭირდება რა ? ფურცლები რომელზეც ეს ტექსტი იქნება და სიტყვაზე დრო (???) როდის უნდა დავიწყოთ. მგონი ყველასთვის მარტივი და კარგი იქნება
დაწყება კი ქართული სპორტის ქომაგებს ვანდოთ, იმ დროს რომ დაიწყონ და დანარჩენი სტადიონი აყვეს
ასევე სავალდებულო იქნება გამოცხადება მატჩამდე რომ თქვენს ადგილებზე დევს ტექსტი რომელიც ყველამ ერთხმად უნდა შევასრულოთ (ამას დავხვეწავთ მერე)
იდეაშივე დაგვჭირდება კიდევ 1 ან 2 სიმღერა რომელიც კარგი ჟღერადობის იქნება
თუ მოიპოვება სადმე შეგიძლიათ დააგდოთ და თუარა არც ეგ იქნება უდიდესი პრობლემა რომ ჩვენით შევქნმათ რამე და დავხვეწოთ.
პოსტებში მიიღება ყველანაირი იდეა, ყველანაირი კარგი ტექსტი, ყველანაირი შენიშვნა, ყველანაირი ახალი აზრი.
დავხვეწოთ ეს იდეა მაქსიმალურად რათა უფრო სასიამოვნო გახდეს რაგბის მატჩებზე ქომაგობა,
ჩემი აზრით თავდაპირველად საჭირო "ინგრედიენტები"
1) მონდომება
2) კარგი იდეები ამ თემაში და ამ იდეების განვრცობა
3) უკვე იდეების განხორციელებისთვის მაქსიმუმის დადება
4) სტადიონზე გადატანა
5) სიამოვნება
გისმენთ ყურადღებით, რომ განვავრცოთ ეს თემა.
ფორუმელს კითხეს კარდუ შენ ხარო? და არა ისე ვარ ###ო. ©Gtrup
ნაღდი ტროლი იყო მაიორი აბჟანდაძე.. 43-ში გერმანელებში ნაძვის ხის ფორმით რომ შეიპარა და 53-ში საშობაოდ რომ მოჭრეს. © ozzy_ka10