შუადღე მშვიდობისა

გასულ შაბათს ბოსლის გადახურვაზე ვმუშაობდი, თავის თბოიზოლაციით.
ისეთი კარგი გამოვიდა, ლამის ძროხობა ვინატრე

მაგრამ როგორც ყველაფერს, ამ მშვენიერ მოვლენასაც ჰქონდა თავისი გვერდითი ეფექტები, კერძოდ გავიმტვერე, გავიოფლე, გავიაძინა [მომინდა]
გადავწყვიტე მებანავა
და აი! ვზივარ აბაზანაში, 37 გრადუსიან წყალს ვპკურობ მარცხენა ბარძაყზე და უეცრად ვხვდები, რომ მომწონს ეს პროცედურა - წყლის ნაკადით ფეხის თმოვან საფარველთან თამაში.
ე.წ. შტანგიდან გამოტყორცნილ ჭავლს ხან თმის ზრდის მიმართულებით მივმართავ და თმის იდეალური წყობით ვტკბები, ხან პარალელურ ხაზებს ვავლებ და კვლავ ვტკბები ამჯერად ხაზების პარალელურობით

ხანაც ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით ვუშვებ წყლის ნაკადს და თმები იქოჩრება, როგორც არგოს ქიმით გაპობილი მშვიდი პონტოს ტალღები
ყველა ვარიაციის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, წაგვიყვანს რა, მე წამიყვანს თორემ თქვენ შეიძლება არც კი წაიკითხოთ აქამდე. ხოდა ყველა ვარიაციას არ ჩამოვთვლი-მეთქი, ისინი მართლაც ბევრია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რომელიმე გამომრჩება და უნდა ეწყინოს, ამიტომ ვინც მე ვერ ჩამოვთვალო, ღმერთმა და ბუნების ძალამ ჩამოთვალოს
და მხოლოდ ფანტაზიის საქმეა ვარცხნილობების შერჩევა.
მოკლედ, დსმებო, დაფიქსირდით ვისაც გიტაცებთ ეს მიმდინარეობა, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, დავგეგმოთ ღონისძიებები, გასვლები და ვაქციოთ ჩვენი კლუბი ყველაზე კლუბად

P.S. სათაურში club იმიტომ წერია, რომ “კლუბი“ არ დაეტია, ერთი სიმბოლო აკლდებოდა
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე