სალამი ბიჭებო, მოკლედ გავყიდე ჩემი ძველი პს და ვაწყობ ახალ სისტემას...
1. ქეისი - Zalman Z11 Plus - ვიყიდე ShaCo-სგან და იმდენი რაღაც მოაყოლა რა რისთვისაა კარგად არც მინახავს, ჯერ ყველა ნაწილი არ მაქვს. რა თანხაც გადავიხადე მაგ ფასში მაღაზიაში, რომელიმე ბანძი ქეისი თუ მომივიდოდა ამიტომ კმაყოფილი ვარ. + rep ShaCo-ს
2. დედაპლატა - Asus Rampage III Formula Socket 1366 - ვიყიდე Markoo-სგან. რათქმაუნდა ადგილზე გაიტესტა ყველანაირად და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მართლა მონსტრი პლატაა თან რაც მთავარია იაფად! მადლობა მარკოს

3. პროცესორი - Intel® Xeon® Processor X5650 - ესეც ვიყიდე Markoo-სგან. 6 ბირთვი - 12 MB-ქეშით - 12 ნაკადი

რათქმაუნდა გაიტესტა ადგილზე და იდეალურად იმუშავა! არ ჩამოუვარდება i7-3770-ს. 200 ლარად თუ ვინმე სადმე უკეთეს CPU-ს იყიდის თბილისშიი... გამორიცხულია. ასე რომ +++++++++++++++++ rep Markoo-ს

4. ვიდეო კარტა - Sapphire R9 280x Dual-X - ვიყიდე Aliyulixani-სგან. 1 კვირის ჩამოსული პარკებში.
ესეც გემრიელ ფასად

მადლობა Aliyulixani-ს

5. კვების ბლოკი - RM850 - 850 Watt 80 PLUS® Gold Certified Fully Modular - ესეც Aliyulixani-სგან. 1-2 თვის ჩამოსული.
ჩვენს მაღაზიებში PSU-ს ფასებს რომ გადავხედე

ასე რომ + rep Aliyulixani-ს
მოკლედ რა ხდება ეხლა........
საყიდელი დამრჩა RAM-ები. SSD, HDD, და კარგი ქულერი CPU-სთვის.
6. ოპერატიული მეხსიერება - 2x4gb-ც თავისუფლად მეყოფა, მაგრამ ვფიქრობ ვიყიდო 3x4 ან 4x4 - 1600 ან 1866-იანები.
რას მირჩევთ და დაახლოებით რამდენში ჩავეტევი?
7. SSD - ვფიქრობ, რომელიმე კარგი ფირმის მაგალითად Sumsung-ის 250GB-იანს ყელამდე მეყოფა. განიხილება სხვა ბრენდის პროდუქტიც. რჩევები არ მაწყენს

200 ლარამდე ვფიქრობ.
8. HDD - 1TB-დან ზევით 3TB-მდე Max. 100-200 ლარამდე ალბათ.
აქვე მირჩიეთ CPU-სთვის რამე კარგი ქულერი...
9. Mouse - Steelseries Rival ჩამომივიდა Amazon.
10. Mouse Pad - Steelseries QCK+ Large - Amazon
11. Headset - Steelseries Siberia v2 - Amazon
12. Keyboard - Steelseries 6gv2 - მინდა - Amazon-ზე ღირს 90$
13. რამე კარგი აუდიო სისტემა მირჩიეთ ნორმალურ ფასად.
14. მაქვს ასუსის 24 იანი FULL HD მონიტორი თავის დროზე გადავიხადე 750 ლარი ჭანტურიას 5-ში რომ არის მაღაზია.
მაგრამ აქვს 75 ჰერცი და მინდა 120 ან 144 ჰერციანი მონიტორი. თუ გეგულებათ სადმე კარგი ვარიანტი აქ ვარ...
ჰო კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ხვალ მივდივარ კონსტანტინეპოლში

ანუ სტამბოლში 7 დღით.
ვაპირებ იქ შევიარო მაღაზიებში და თუ იაფად იქნება RAM, SSD, HDD. ქულერიც მირჩიეთ.
+ აქსესუარებიდან კლავა, აუდიო სისტემა,
+ მონიტორი
აქაური ფასები მაინტერესებს რომ იქაურ ფასებს შევადარო და გადავწყვიტო იქ ვიყიდო ახლები თუ აქ ნახმარი.
მოკლედ ესეთი ვარიანტია.
კიდევ ერთხელ სპასიბა ბიჭებს. ესეთ სისტემა მაღაზიაში რომ ამეწყო ჯობდა არ ამეწყო და მანქანა მეყიდა
This post has been edited by Sh3rMa on 8 Sep 2015, 00:37