"თუ თქვენი ქმარი ქართველია, მაშინ მზად იყავით, რომ მეგობრების გარემოცვაში, მაღაზიაში, ტუალეტის რიგში – ყველგან, სადაც კი მოხვდებით, ყველა ქალის მზერა მისკენ იქნება მიმართული. ყოველ შემთხვევაში, მის მიერ წარმოთქმული პირველივე ფრაზის შემდეგ ასეთი ყურადღება გარანტირებულია. თავდაპირველად მე ამას ვეჩვეოდი, მაგრამ გარკევეული დროის შემდეგ უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
თუ შენი ქმარი ქართველია, მაშინ შენს ქორწინებაში ტკბილი, ფერადყვავილებიანი პერიოდი არასდროს დასრულდება - ისინი ხომ ღმერთმა რომანტიკოსებად შექმნა, ქალების სასიამოვნოდ გაოცება მათი მთავარი ჰობია.
ასე რომ, ძვირფასო გოგონებო, თუ თქვენ გინდათ, რომ ერთ დღესაც საკუთარი ფანჯრიდან მილიონი ვარდი დაინახოთ (მინიმუმ, თვეში ერთხელ ლამაზი ყვავილების თაიგულის გვერდით დაიძინოთ), მაშინ მიუშვირეთ საკუთარი გულები ქართველი ამურის მიერ ნასროლ ისრებს.
თუ თქვენი მეუღლე ქართველია, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სწრაფად და დამაჯერებლად მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ისეთ საკითხებზეც კი, ზოგიერთი მამაკაცი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ წყვეტს.
და ბოლოს, თუ თქვენი ქმარი ქართველია, კითხვა, სად წავიდეთ შვებულების გასატარებლად, გაქრება სამუდამოდ. მას ხომ მილიონი სტუმართმოყვარე მეგობარი და ნათესავი ჰყავს მთელ საქართველოში, რომლებიც მზად არიან, ერთი-ორი კვირით სტუმრად მიგიღონ და დაგაპურონ მწვადით, სახლში ამოყვანილი ყველით, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით და ათასი გემრიელობებით! და ამ ბედნიერი წუთების შემყურე, ვიღას ადარდებს ზედმეტი კილოგრამები და წონაში მატება…“