ქმ -დან ვიპარავ აქაც იყოს
ოოოოოოოოოოოო შავაააააააააააააააააააააა
„თუ შენი ქმარი ქართველია, იყავით მშვიდად, რადგანაც თქვენი ოცნების მამაკაცისთვის უკვე მიგიგნიათ“, - გამოცემა The People უკრაინელი ჟურნალისტის სტატიას აქვეყნებს, რომელიც ცოლად ქართველ მამაკაცს გაყვა.
ახალგაზრდა ჟურნალისტი წერს, თუ როგორ გაჰყვა ცოლად ქართველს და როგორია ქალის ცხოვრება ქართველი მამაკაცის გვერდით.
“როგორღაც ისე მოხდა, რომ ჩემი ქმარი ქართველია და მე ამის გამო ჯერ არასდროს მინანია.
ყველა ქალი ეძებს თავის შესაფერ ცხოვრების თანამგზავრს. ზოგს „ცხელი“ ესპანელები მოსწონს, ზოგს ორგანიზებული გერმანელები, ზოგი კი არისტოკრატ ბრიტანელებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ყველა ჩვენგანს (ყველაზე მკაცრ ფემინისტსაც კი) გულის სიღრმეში გვსურს, მთელი ცხოვრება ძლიერ, ტემპერამენტიან მამაკაცთან გავატაროთ. თუ მისი გვარი “ძე”-ზე, ან “შვილ”-ზე ბოლოვდება, მშვიდად იყავით, რადგან თქვენი ოცნების მამაკაცისთვის უკვე მიგიგნიათ. მოკიდეთ პასპორტს ხელი და უახლოეს იუსტიციის სახლს მიმართეთ.
თუ თქვენი ქმარი ქართველია, მაშინ მზად იყავით, რომ მეგობრების გარემოცვაში, მაღაზიაში, ტუალეტის რიგში – ყველგან, სადაც კი მოხვდებით, ყველა ქალის მზერა მისკენ იქნება მიმართული. ყოველ შემთხვევაში, მის მიერ წარმოთქმული პირველივე ფრაზის შემდეგ ასეთი ყურადღება გარანტირებულია. თავდაპირველად მე ამას ვეჩვეოდი, მაგრამ გარკევეული დროის შემდეგ უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
თუ შენი ქმარი ქართველია, მაშინ შენს ქორწინებაში ტკბილი, ფერადყვავილებიანი პერიოდი არასდროს დასრულდება - ისინი ხომ ღმერთმა რომანტიკოსებად შექმნა, ქალების სასიამოვნოდ გაოცება მათი მთავარი ჰობია.
ასე რომ, ძვირფასო გოგონებო, თუ თქვენ გინდათ, რომ ერთ დღესაც საკუთარი ფანჯრიდან მილიონი ვარდი დაინახოთ (მინიმუმ, თვეში ერთხელ ლამაზი ყვავილების თაიგულის გვერდით დაიძინოთ), მაშინ მიუშვირეთ საკუთარი გულები ქართველი ამურის მიერ ნასროლ ისრებს.
თუ თქვენი მეუღლე ქართველია, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სწრაფად და დამაჯერებლად მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ისეთ საკითხებზეც კი, ზოგიერთი მამაკაცი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ წყვეტს.
და ბოლოს, თუ თქვენი ქმარი ქართველია, კითხვა, სად წავიდეთ შვებულების გასატარებლად, გაქრება სამუდამოდ. მას ხომ მილიონი სტუმართმოყვარე მეგობარი და ნათესავი ჰყავს მთელ საქართველოში, რომლებიც მზად არიან, ერთი-ორი კვირით სტუმრად მიგიღონ და დაგაპურონ მწვადით, სახლში ამოყვანილი ყველით, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით და ათასი გემრიელობებით! და ამ ბედნიერი წუთების შემყურე, ვიღას ადარდებს ზედმეტი კილოგრამები და წონაში მატება…
“
http://www.info9.ge/sazogadoeba/mozaika/12...html?lang=ka-GE This post has been edited by altezza_altezza on 7 Sep 2015, 17:53