აშშ-ს დღევანდელი მიზანი რუსეთის გახლეჩაა, განუცხადა ამერიკის ექს-სახელმწიფო მდივანმა გამოცემა National interest-ის საგარეო პოლიტიკის რედაქტორს, ჯეიკობ ჰეილბრანს. ეს უკანასკნელი ეთანხმება, რომ ვაშინგტონი „ცდილობს რუსეთის ხელისუფლება ხერხემალში გადაამტვრიოს", თუმცა ინტერვიუდან ცხადი ხდება, რომ ეს „რუსეთის გახლეჩის" სტრატეგიული გეგმის უახლოესი მიზანია.
რა თქმა უნდა, ახლა მოსკოვში ატყდება ერთი ამბავი, რომ ამერიკას სურს რუსეთის განადგურება, რომელიც ცდილობს ფეხზე წამოდგეს და ამისთანები...
სინამდვილეში საკითხი სხვაგვარად დგას. დღეს მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის ნათელია, რომ პუტინმა რუსეთში ჩამოაყალიბა და ყველანაირად ცდილობს გააძლიეროს რეალური ფაშისტური რეჟიმი.
ამასთან მანიაკ პუტინის ხელმძღვანელობით, ფაშისტური რუსეთი იმდენად გათავხედდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია წამოიწყო; რისი დამადასტურებელი საბუთებიც უხვად მოიპოვება.
ბუნებრივია, აშშ და დანარჩენი დემოკრატიული მსოფლიო ამას უყურადღებოდ არ დატოვებდა, ამიტომ 2014 წლის მარტიდან დასავლეთმა დაიწყო სანქციების შემოღება რუსეთის წინააღმდეგ და თანდათან აფართოებს სანქციების არეალს, უკანასკნელი აკრძალვები 10 აგვისტოს ამოქმედდა.
დასავლეთის მთავარი მიზანი - რუსეთის გამოფხიზლებაა. იქიდან გამომდინარე, რომ პუტინის გამოსწორება წარმოუდგენლად მოჩანს, დღის წესრიგში არსებული რეჟიმის ლიკვიდაცია დადგა.
რაც შეეხება რუსეთის მთავარ ფაშისტს - პუტინს, მან დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე, რომელიც უახლოეს თვეებში უნდა შეიქმნას.
შესაბამისად, აშშ და დასავლეთი მოქმედებენ არა რუსეთის, არამედ პუტინის წინააღმდეგ, რომლის კისერზეა ყირიმის დანაშაულებრივი ანექსია, ომი დონბასში, რუსეთში ფაშისტური რეჟიმის შექმნა და ა.შ.
თუ ამ ქმედებების პროცესში რუსეთი დაიშლება, როგორც ამბობენ ჯანდაბამდეც გზა ჰქონია...
შეგახსენებთ, რომ გამოცემა National interest-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სენსაციური სტატია, სადაც გადმოცემული იყო რუსეთის განადგურების საიდუმლო ამერიკული გეგმა
http://reportiori.ge/?menuid=8&id=76909