#59296724 · 8 Jun 2022, 13:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნივთების 14 დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება 30 ლარს ზემოთ, დისტანციურად (მაგ: ონლაინ) და სავაჭრო ობიექტის გარეთ ნაყიდ საქონელს ეხება მხოლოდ. თუ ნივთს მაღაზიაში შევიძენთ, ვერ დავაბრუნებთ, თუ ნაკლის მქონე არ არის.
რაც შეეხება ორწლიან გარანტიას, ეგ არ ეხება მხოლოდ ტექნიკის მაღაზიებს, აბსოლუტურად ყველა სავაჭრო ობიექტზე ვრცელდება. თავიდან პირველი 6 თვის განმავლობაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეზეა - მან უნდა ამტკიცოს რომ უნაკლო საქონელი გაყიდა. ხოლო, 6 თვის შემდეგ, მტკიცების ტვირთი გადადის მომხმარებელზე - ანუ მან უნდა ამტკიცოს, რომ თავიდანვე ნაკლის მქონე ნივთი მიყიდეს და წყალში არ გადაუშვა შემთხვევით.
--------------------
“მკვდარს მინდა შენი სინათლე, ცოცხალს სიცოცხლე მკმარია” ვაჟა-ფშაველა
|