მიიღე საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი, რომელსაც უკრაინაში აკრედიტებული კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი გასცემს! უკრაინის სახელმწიფო დიპლომის აღება საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ხდება შესაძლებელი.
უკრაინის სახელმწიფო ლისაბონის კონვენციის წევრი და ასევე, ბოლონიის პროცესის თანამონაწილე ქვეყანაა. ამდენად, გასცემს დიპლომს, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა აღიარებული.
ის, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვა მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, საქართველოში ბევრის გაოცებას იწვევს, რაც არაინფორმირებულობის ბრალია. ევროპის სახელმწიფოებში, ასევე პოსტ საბჭოთა სივრცეში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც უცხო ქვეყნის სტუდენტები ეროვნული გამოცდების საფუძველზე არ მიიღებიან.
კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკმაოდ ავტორიტეტული უნივერსიტეტია, რომელსაც 21 წლიანი ისტორია აქვს. უნივერსიტეტის ქართულ წარმომადგენლობას, რომელიც წელს შემოვიდა საქართველოში, ქართულ განათლების სისტემასთან შეხება არ აქვს - ის უკრაინულ დიპლომს გასცემს.
უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მიღება გამარტივებული მეთოდით ხდება - სრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მიმღები კომისია აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელში რიცხავს.
სწავლების დისტანციური მეთოდი, რომელიც მსოფლიოში ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს, კიევის უნივერსიტეტის ქართულ ფილიალებშია დანერგილი - წელიწადში ერთხელ, სტუდენტები ინდივიდუალური გრაფიკით კიევში რამოდენიმე დღით ჩავლენ, სადაც მათ უნივერსიტეტის თანამშრომლები ენის ბარიერის და სხვა სირთულეების დაძლევაში დაეხმარებიან.
რაც შეეხება საფასო
პოლიტიკას, დისტანციური სწავლებისას ის საკმაოდ
ლოიალურია. კერძოდ, ბაკალავრიატში სწავლის ღირებულება წელიწადში 1000 დოლარს (ეკვივალენტს ლარში) შეადგენს, მაგისტრატურა კი 1500 დოლარი (ეკვივალენტი ლარში) ღირს.
სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფლებისა და მობილობის მსურველებს აქვთ კარგი შანსი და კომფორტული პირობები, რომელსაც მათ კიევის უნივერსიტეტი შეუქმნის.
სტუდენტებს 22 სასწავლო პროგრამის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაუფლება შეუძლიათ.
ჩვენი მისამართებია: ქ . თბილისი გურამიშვილის პროსპექტი 64 (მეორესართული ); 0322 614252. 597108637. 599 150019. 599 150046.
ქ. ბათუმი აღმაშენებლის ქუჩა 13 (მეორე სართული); 579 220008 555 36 01 54.
ქ. ახალციხე თამარაშვილის ქუჩა 6; 599 535132
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/139770-uk...bs-gascems.htmlჩასაბარებლად საჭირო საბუთები:
პასპორტის პირველი გვერდის თარგმანი ( სახელი გვარი ) ნოტარიულად დამოწმებული უკრაინულ ან რუსულ ენაზე
განათლების შესახებ დოკუმენტის ( ატესტატი, დიპლომი ) ნოტარიულად დამოწმებული უკრაინულ ან რუსულ ენაზე
დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული უკრაინულ ან რუსულ ენაზე
სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა ასი ნოტარიულად დამოწმებული უკრაინულ ან რუსულ ენაზე
10 ფოტო სურათი 3.5x4.5 ( მატოვი ) ფაკულტეტების ჩამონათვალი
ფაკულტეტების ჩამონათვალი, რომელზეც ხდება აბიტურიენტთა მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად :
საერთაშორისო ეკონომიკა;
საწარმოო ეკონომიკა;
ფინანსები და კრედიტი;
მენეჯმენტი;
ფარმაცია;
ტელეხელოვნება;
თეატრმცოდნეობა;
არქიტექტურა;
მშენებლობა;
პოლიტოლოგია;
ეკონომიკა .
ლინგვისტიკა ;
გლობალური ინფორმატიკა;
ტურიზმი ;
ენათმცოდნეობა;
სამართალმცოდნეობა;
ჟურნალისტიკა;
საერთაშორისო სამართალი;
მხარეთმცოდნეობა;
საერთაშორისო უფლებები;
კომპიუტერული მეცნიერება;
ფსიქოლოგია;რამდენად რეალურია ხალხნო?!