1815 წლის გაზაფხულზე როდესაც ევროპაში ნაპოლეონი თავისი ცნობილი
"ასი დღის" განმავლობაში უკანასკნელ ძალებს იკრებდა ანტიფრანგული კოალიციის წინააღმდეგ საბრძოლველად ინდონეზიის კუნძულ
სუმბავაზე მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ამოიფრქვა ვულკანი
ტამბორა:
სტატია ვიკიპედიაში ვულკან ტამბორას ამოფრქვევის შესახებ (ინგლისურად)ამ ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილმა და დედამიწის ატმოსფეროში გაფანტულმა ვულკანურმა ფერფლმა დასწია პლანეტის საშუალო ტემპერატურა და მომდევნო, 1816 წელს გამოიწვია ე.წ.
წელი ზაფხულის გარეშე, ვისაც ეს აინტერესებს შეუძლია ნახოს დოკუმენტური ფილმი
"მცირე გამყინვარების ხანა". ზოგადად, მძლავრი ამოფრქვევის (არა მარტო ამ ამოფრქვევაზეა საუბარი, იგივე ეხება მაგალითად
ვულკან ტობას ამოფრქვევასაც) შედეგად სტრატოსფეროში გაფანტული ფერფლი ნაწილობრივ შთანთქავს მზის გამოსხივებას და ეს იწვევს ატმოსფეროს ქვედა ფენების და შესაბამისად დედამიწის ზედაპირის აცივებას. ტემპერატურის დაცემას ძალიან დიდი უარყოფითი ეფექტი აქვს სოფლის მეურნობაზე მოსავლიანობის შემცირების გამო, იწვევს საკვების გაძვირებას აქედან გამომდინარე ყველა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ტემპერატურის დაწევას როგორც წესი თან სდევს ნალექიანობის შემცირება, ესეც ძალიან დამაზარალებელია კაცობრიობისთვის. აი სქემა იმ ქიმიური რეაქციებისა თუ რა მოსდევს მძლავრ ვულკანურ ამოფრქვევებს:
არავინ იცის მომავალში როდის განმეორდება ასეთი ზემძლავრი ამოფრქვევა, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია და ვულკანის ამოფრქვევის წინააღმდეგ ბრძოლა მით უფრო წარმოუდგენელია. მაგრამ ვფიქრობ რომ შედარებით იოლია ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილი მტვრის მოცილება ატმოსფეროდან
საამისოდ რამდენიმე შესაძლო გზა არსებობს:
1) ბირთვული იარაღის გამოყენება ატმოსფეროში უკვე გაფანტული მტვრის მოსაცილებლად:
ბირთვული ბომბის აფეთქების შედეგად წარმოიშვება მძლავრი დარტყმითი ტალღა რომელიც აფეთქების ადგილიდან ყველა მხრივ ვრცელდება და რომელიც ბირთვული იარაღის ერთ-ერთ მძლავრ დამაზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს:

ჩვენ შეგვიძლია ეს გარემოება გამოვიყენოთ და მას შემდეგ რაც ვულკანური მტვერი განაწილდება სტრატოსფეროში ჩვენ უნდა ავიტანოთ ბირთვული ბომბები მაღლა რაკეტების საშუალებით და ავაფეთქოთ ისინი, ამის შედეგად წარმოშობილი დარტყმითი ტალღა ძირს და ცოტა განზეც უბიძგებს მტვრის ნაწილაკებს და საბოლოო ჯამში მათ შედარებით სწრაფ დალექვას შეუწყობს ხელს. მართალია რადიოაქტიური ფონი კი მოიმატებს ატმოსფეროში მაგრამ ეს მაინც შედარებით ნაკლები ზიანია იმასთან შედარებით რასაც პლანეტის გაყინვა მოიტანს.
ასე იმუშავებს ბირთვული იარაღი აეროზოლების ფენის სტრატოსფეროდან მოსაცილებლად:
ბირთვული იარაღის ძალა და აფეთქების სიმაღლე აეროზოლების ფენიდან ისე უნდა იყოს გაანგარიშებული რომ აეროზოლები ძირს გაქანდნენ და არ აორთქლდნენ მძლავრი გამოსხივების გამო. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს აეროზოლები გოგირდმჟავისგან შედგებიან რომელიც ჩვეულებრივ პირობებში სითხეა, „ჩვეულებრივი პირობები“ კი იოლად დადგება სტრატოსფეროში მძლავრი ბირთვული წარმოშობის გამოსხივების შედეგად. ისე, აქ უნდა ითქვას ისიც რომ თუ გამოსხივების შედეგად შედარებით მსხვილი თხევადი წვეთები წარმოიშვება და
არა გაზი მაშინ დარტყმითი ტალღა ამ სითხესაც მშვენივრად უბიძგებს ძირს.
შეიძლება ბირთვული იარაღის ცოტა სხვანაირად გამოყენება, კერძოდ უშუალოდ ვულკანური ამოფრქვევის დროს მისი აფეთქება ვულკანური ფერფლის/სვეტის ზედ თავზე, იმისათვის რომ ფერფლი მაშინათვე ძირს განერთხოს და მაღლა ასვლა ვერც კი მოასწროს.
2) მძლავრი ულტრაბგერითი ნაკადით ვულკანური მტვრის ერთმანეთთან შეწებება და მათი ძირს დალექვის (საერთოდ ეს ისედაც ხდება) დაჩქარება. ცნობილია რომ:
ლ.ლანდაუ, ა.კიტაიგოროდსკი; “ფიზიკა ყველასათვის”, თბილისი, 1974 წელი, გვ. 403-404ულტრაბგერის გამოყენებისათვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ზომისაა ვულკანური მტვრის ის ნაწილაკები-
აეროზოლები რომლებიც სტრატოსფეროში დიდი ხნის (კვირეები, თვეები, წლები) რჩებიან და გლობალურ აცივებას იწვევენ?
ეს აეროზოლები ძირითადში შედგებიან გოგირდმჟავის გაყინული ნაწილაკებისგან რომლებიც თავის მხრივ წარმოიშვებიან გოგირდის ორჟანგისგან. საერთოდ ვულკანურ ფერფლში შედის სილიციუმის ორჟანგიც, მაგრამ იგი თავისი შედარებით დიდი ზომის და შესაბამისად სიმძიმის გამო მალევე ილექება დედამიწის ზედაპირზე და/ან გამოირეცხება წვიმის გამო. ეს აეროზოლები განაწილებულნი არიან 15-25 კმ სიმაღლეზე და წლების განმავლობაში რჩებიან მანდ. ამ აეროზოლებს სულ სხვადასხვა ზომები აქვთ, გვხვდება 1 მიკრონზე მცირე ზომის ნაწილაკებიც. ეს ზოგადი სახის ინფორმაცია მე მოვიძიე
ამ თემიდან.
მე როგორც წარმომიდგენია უნდა შეიქმნას ულტრაბგერის მძლავრი წყაროები (შეიძლება მაგალითად
საზერების გამოყენება) რომელთა მიერ გამოშვებულ ულტრაბგერას ექნება უფრო გრძელი ტალღის სიგრძე ვიდრე ამ ნაწილაკების ზომებია. ამ შემთხვევაში აეროზოლების ნაწილაკები ერთმანეთს შეეწებებიან და მათი დალექვა დაჩქარდება.
3) მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება თუ რა სიმძლავრის იქნება ულტრაბგერის ეს ნაკადი. თუ მეტისმეტად ძლიერი იქნება მაშინ შეიძლება აეროზოლის ნაწილაკები ნაწილ-ნაწილ დაიშალოს და თუკი მათი ზომები გახდება უფრო მცირე ვიდრე ინფრაწითელი და ხილული სინათლის ტალღის სიგრძეა (740-400 ნმ) მაშინ ეს ნაწილაკები უკვე აღარ იქნებიან დაბრკოლება სინათლის სხივებისათვის და დედამიწა აღარ გაცივდება.
იგივე მიზნისათვის შეიძლება ლაზერის მძლავრი სხივების გამოყენება რომლებიც ან ნაწილ-ნაწილ დაშლიან ამ აეროზოლის ნაწილაკებს ან მათ ააორთქლებენ. ისე, აორთქლება ალბათ არასასურველია რადგან მოგვიანებით მათი ისევ კონდენსაცია მოხდება ატმოსფეროში, ამიტომ უმჯობესია მათი შეწებება რომ შედარებით მალე დაილექონ დედამიწის ზედაპირზე.
შეიძლება პირველი და მეორე მეთოდის გაერთიანება. მაგალითად ჯერ ულტრაბგერითი ნაკადებით ერთმანეთში შევაწებოთ და დავამძიმოთ ეს ნაწილაკები და შემდეგ ასეთი დამძიმებული და გამსხვილებული ნაწილაკები ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოშობილი დარტყმითი ტალღით დავლექოთ ძირს. ეს იმ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ თუკი არ გვინდა რომ ამ საქმისათვის მხოლოდ ბირთვული იარაღი გამოვიყენოთ დიდი რაოდენობით. ამიტომ დაე საქმის ნაწილი მაინც ულტრაბგერამ შეასრულოს.
This post has been edited by არწივი9 on 5 Mar 2014, 21:52