არ ვიცი ამაზე თემა იყო თუ არა (თუ იყო მაპატიოს მოდერაციამ და ეს თემა დახუროს. აღნიშნული ფაქტი მე ეხლა დავაფიქსირე), მაგრამ პირადად მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ქედმოხრით მადლობას ვუხდი (ჩემთვის უცნობ) გიორგი ბალახაძეს
GOOGLE MAP – მა აფხაზეთის ინგლისურენოვანი დასახელება შეცვალა
ამიერიდან Google Map-ზე აფხაზეთი, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი აღინიშნება. აქ აღნიშნულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“, ადრე კი მითითებული იყო როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკა“.
აღნიშნული ცვლილება კომპანია Google Map – მა ქართველი ინტერნეტ – მომხმარებლის გიორგი ბალახაძის წერილობითი მიმართვის შემდეგ შეიტანა.
საქართველოს ამ რეგიონის დასახელებისთვის ტერმინის „ავტონომიური“ დამატების შემდეგ, Google Map გამორიცხავს მომავალში მისი შეცვლის შესაძლებლობას. რაც იმას ნიშნავს,რომ აფხაზეთი მოიხსენიება, როგორც საქართველოს ავტონომიური ნაწილი და არა – დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
ადრე, ასევე გიორგი ბალახაძის წერილობითი მიმართვის შემდეგ, Google Map-მა ქალაქ სოხუმის ინგლისურენოვანი დასახელება შეცვალა, რომელიც რუკაზე მანამდე რუსული დასახელებიდან კალკით იყო შეტანილი. რუკაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ინგლისურად ასეა აღნიშნული: SOKHUMI, ნაცვლად უწინდელი წარწერისა- SUKHUM.
http://radioatinati.ge/google-map-%E1%83%9...83%A0%E1%83%94/მე ასევე ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ სოხუმის გარდა სხვა ტოპონიმიკაც გასწორდა, აღარაა "გალ", "ტკუარჩალ" და ა.შ.
https://www.google.ge/maps/@42.8588558,41.3983425,10z This post has been edited by spider77 on 9 Sep 2015, 16:08