Capodecinaარ ვიცი თუ დაგამშვიდებს ან აგაღელვებს ჩემი ვარიანტი ამ შემთხვევაში, მაინც გეტყვი

მე სიკვდილს ვემეგობრები, მასზე არც ვფიქრობ არც არ ვფიქრობ. ნეიტრალურად ვუყურებ და მივიღე როგორც უცვლელი და მარადიული მოცემულობა. ამის გამო დავუმეგობრდი და კიდეც მიყვარს, როგორც ბუნების "პროდუქტი"
ოღონდ ბავშვობაში მთელი დაწყებითი კლასების პერიოდი ძაან დიდ სტრესებში ვიყავი სიკვდილზე ფიქრისას.სასოწარკვეთილებაში ვიყავი. აი სასოწარკვეთილებაში. არ მიყვარს იმ ემოცოების გახსენება.
თუმცა ზოგჯერ როდესაც წარმოვიდგენ რომ ახლა ყველაფერი დამთაბრდება. ყველაფერი ანუ მე

გული მიმდის.მენანება ჩემი თავი და თუ ვინმე სადმე არსებობს ვისაც გაუხარდება მოვკვდე და არა გარდავიცვალო, მის გამო მინდა 1000 წელი ვიცხოვრო და არა ვიცოცხლო .

აი ეგეთი აზრებიც მოგვდის ჩვენ სულელ ადამიანებს.
მაგრამ ახლა რაღაც მომემსუყა ჩემი თავი, იმიტომ რომ ზედმეტად გავაშიშვლე და გადმოვალაგე აზრი. ალბათ სხვასაც იგივე განცდა გაუჩნდება ან არც.
ოკ მიქელამ მომაკითხა, რძე უნდა მივირთვათ და დილის გამამხნევებელი ვარჯიში დავიწყოთ.