#45873039 · 6 Oct 2015, 12:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდით ასე დავსვათ კითხვა:
რომელი პოლიტიკური ძალა ებრძვის დღევანდელ რეჟიმს?
მე ამაზე მაქვს ცალსახა პასუხი-ესაა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა.
მართლაც, აქციებს მართავენ ნაცები, აპატიმრებენ ნაცების აქტივისტებს, ებრძვიან რუსთავი 2-ს რომლის პოლიტიკური სიმპათიაც ნაცებისკენ იხრება.
დამისახელეთ ერთი მაინც სხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტი რომელიც დააპატიმრეს. ასეთი არ არის. დამისახელეთ ერთი მაინც პოლიტიკური ძალა რომელმაც 1 მიტინგი მაინც გამართა დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ გარდა ნაცებისა.
საქართველოში ასეა, ვინც იბრძვის და ვისაც ებრძვიან ბოლო ბოლო ის იმარჯვებს. დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ. გაიხსენეთ 2003 წელი, იყო ბრძოლა, იყო რეგიონებში გასვლები და ქვების სროლები და სხვა. გაიხსენეთ 2012 წელი-იყო ბრძოლა, იყო სოფელ სოფელ სიარული და ხელისუფლებასთან დაპირისპირება.
აქედან გამომდინარე ვამბობ რომ ის იმარჯვებს ბოლოს ვინც იბრძვის.....
This post has been edited by armagedonidze on 6 Oct 2015, 12:24
|