რა საცოდაობაა საქართველოში ტელევიზორების ბაზარზე...

ხალხის უდიდესი ნაწილი აზრზე არაა რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს თანამედროვე ტელევიზორი... დიაგონალის სიდიდით აფასებენ ტელევიზორის მაგრობას...

აი მანქანაზე რომ დაწეროს კაცმა - იყიდება მაგარი მანქანა ტოიოტა, აქვს 4 ბორბალი...

თან როგორ არ სურთ ზუსტი მოდელების დაწერა თვით ცნობილ მაღაზიებშიც კი...

რათა მცოდნე ადამიანმა ინტერნეტში არ დაგუგლოს და არ გაიგოს ამ ტელევიზორის ზუსტი მონაცემები... ბევრი ქართული ინტერნეტ მაღაზიაა რომ ასე მუშაობს თაღლითურად!!! უბრალო გამყიდველებზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია...
თან საქართველოში მეტწილად საკმაოდ მოძველებული ანუ მოდიდან გადასული ტელევიზორები იყიდება, მიუხედავად იმისა რომ ეხლა მხოლოდ ციფრულზე არის მაუწყებლობა - მაინც ატყუებენ ხალხს და ტ2 არმქონე ტელევიზორებს ტენიან უვიც მოსახლეობას... და პასუხის მომთხოვი არავინ არაა, გარანტია საქართველოში არ არსებობს და არც კანონი, რომელიც მყიდველს დაიცავს თაღლითი გამყიდველებისგან (მაღაზიებისგან)!!!
რუსეთი რუსეთიო რომ გაიძახით, შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი ძვირფასი ტელევიზორი, უყუროთ სახლში 13 დღე და მეთოთხმეტე დღეს უკან დააბრუნოთ თუნდაც იმ მიზეზით რომ ფერი არ შეესაბამება თქვენი საძინებლის ინტერიერს!!! საქართველოში კი რა ხდება - იყიდე, ფული უკვე გადაიხადე? - ნახევარ საათშიც კი რომ გადაიფიქრო - ეგრევე ბანძური გარჩევები მიდის გამყიდველებისგან - აქამდე უნდა გეფიქრა ძმაუუუ, ეხლ აუკვე შენია და რაც გინდა ის ქენიო...

ტრაკშია ქვეყანა... ყანაა აქ და არა ქვეყანა მოკლედ...

პ.ს. ისიც აღსანიშნავია რომ დაჟე ცნობილ ქართულ ტექნიკის მაღაზიების დიდ ნაწილში აზიისთვის დამზადებული ტელევიზორები იყიდება, მაგალითად ცნობილი სამსუნგი, სერიით UA რომელსაც კი ყიდიან მოტყუებით ვითომ გარანტიით, მაგრამ სინამდვილეში სამსუნგის ოფიციალური ცენტრი თბილისში აზიისთვის დამზადებულ ტელევიზორების გარანტიას არ ახორციელებს!!! უნდა იყოს სერია UE ანუ ევროპისთვის დამზადებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვთ ოფიციალური გარანტია!!!!
ელემენტარული HD და FHD გარჩევა არ იცის ხალხმა, რომელ UHD და SUHD საუბარი...
This post has been edited by LIVE-76 on 27 Aug 2015, 11:50