ეშველა მგონი ქვეყანას. მართალია, ოპოზიციამ წარმოადგინა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მეტი აქვს ნაშველი, ვიდრე აქ სწერია.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ წარუდგინა საზოგადოებას კორუფციული სქემები, სადაც მთავარ როლს ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრე თამაშობდა. ბანკ "ქართუს" შემოსავალი 2014 წელს წინა წელთან შედარებით 17-ჯერ გაიზარდა. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და რომლის ფინანსური მდგომარეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თანაც ბიუჯეტის ხარჯზე _ შპს დაზღვევის კომპანია "ქართუ". 2001 წელს შექმნილმა ორგანიზაციამ პირველი ტენდერი 2014 წელს მოიგო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, არასრული ერთი წლის განმავლობაში 39 ტენდერში გაემარჯვა და საერთო ჯამში, 1 მილიონზე მეტი ლარი მიეღო. სადაზღვევო კომპანიის 82%-ზე მეტს ბანკი "ქართუ" ფლობს, დაახლოებით 18%-ს კი _ კომპანია "რინგოლდ ფინანას ლიმიტედი", რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ნათესავი არჩილ მამაცაშვილია. უმეტეს შემთხვევაში "ქართუ" ტენდერების ერთადერთი მონაწილე იყო, რაც პროცესის ხელოვნურად შეზღუდვის ეჭვს წარმოშობს. ასევე, აღსანიშნავია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი (SPA140031350), რომელიც 2014 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება მხოლოდ სამი დღე წარმოებდა (6-9 იანვარი), მათ შორის ერთი დასვენების დღე - შობა იყო", - See more at:
http://politcommersant.ge/detalpage.php?ne...h.5Q09boEu.dpufhttp://politcommersant.ge/detalpage.php?newsid=1082ბიძინა ივანიშვილის სადაზღვევო კომპანიამ არასრულ ერთ წელიწადში 39 ტენდერში გაიმარჯვა
This post has been edited by onavara on 10 Sep 2015, 22:56