ხომ გინახიათ დაჟანგული და დროისგან დავიწყებული მანქანები? სადმე "სვალკებზე" ან ვიღაცასთან ეზოში... ხან აწვიმს, ხან ათოვს, ზოგში ხავსია მოდებული და მცენარეები იზრდება.
სერიოზულად გეუბნებით, ზოგს რომ ვუყურებ გული მეკუმშება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცის თქმა უნდა და ვერ ამბობსო... ვერ აგიხსნით ასე უცებ ერთი სიტყვით, მაგრამ შეიძლება სადმე უახლესი ფერარი ვნახო ალეწილი, ან პორშეს გადაუაროს ტრაქტორმა და ამას აბსოლიტურად გულგრილად შევხედავ, მაგრამ სადმე 20-30 იანი წლების ფორდი ან სიტროენი რომ ვნახო რომელიღაც ფერმაში მიგდებულ-დაჟანგულ-დამტვერილი შეიძლება ისე "ჩამითრიოს" რომ საათობით არ მოვშორდე

.
ძალიან მინდა რომელიმე ასეთ მანქანას კიდევ ერთი სიცოცხლე მივცე, უკვე ჩემი ხელით.
რავი, შეიძლება ბევრისთვის ეს უცხოა, ან იქნებ ჯერ არ იცით, რომ ეს თქვენ მოგწონთ და უბრალოდ ჯერ არ გაგიაზრებიათ
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვინ ვინ, მაგრამ ისინი ნამდვილად იმსახურებენ თემას (თუ რა თქმა უნდა ვინმემ არ გახსნა უკვე) ფორუმი ამ განყში.
მცირედი შესავალი:
ტრადიციული როდი ROD ტიპიური რესტავრაციაა მანქანის, დააყენო ზუსტად იმ ფორმზე, რასაც თავის ეპოქაში წარმოადგენდა
სთრიით როდები Street rod, რომელიც ექსკლუზიურად ახალი დეტალებით მზადდება ძველ ძარაზე
შოუ როდი Show rod არის მხოლოდ გამოფენებისათვის განკუთვნილი მანქანები
დრაგ როდი Drag rod სპეციალურად შექმნილია სისწრაფისა და სიმძლავრის ახალი რეკორდების მოხსნისათვის
რატ როდი Rat rod რესტავრირებული მანქანებია, ოღონდ სპეციალურად აქვთ მიცემული დაჟანგული/ნაომარ-ნახანძრალი იერი, უმეტეს შემთხვევაში ძალიან დაბალ ძარაზე დგანან.

მოკლედ ოცნება მაქვს ერთი ეგეთი ვითრიო და გარაჟში შევაგდო რესტავრაციისათვის...