
ქართველები გვეჩვენა უფრო ლაღნი, ვიდრე სხვები, ვინც აქამდე შეგვხვედრია. ისინი არიან მშვიდნი, გულმხურვალენი და მხიარულნი. ქართველები, ალბათ, ამიტომაც იწვევენ აღტაცებას რუსებში. ეტყობა რუსებს სწადიათ, რომ ქართველებს დაემსგავსონ“.
„… შეჰყურებ პეიზაჟს, წყნარ ზღვას, თბილ ჰაერს და ადვილად მიხვდები, რატომაც ჩაგვჩიჩინებდნენ მუდამჟამს მთელს რუსეთში: „დაიცათ, აი, ნახავთ საქართველოს და …“
„საქართველო ზღაპრული ქვეყანაა და იმ წუთიდანვე, როდესაც ჩვენ დავტოვეთ იქაურობა, ის დაემსგავსა სიზმარს. საოცარი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში. ეს ქვეყანა მართლაც ერთ-ერთი უმდიდრესი და ულამაზესი ადგილია მთელი დედამიწის ზურგზე და ეს ადამიანები ღირსნი არიან მისი. ჩვენ მშვენივრად მივხვდით, თუ რატომ ჩაგვჩიჩინებდნენ რუსები: „ვიდრე საქართველო არ გინახავთ, ჩათვალეთ, რომ ჯერ არაფერი გინახავთ“.
ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკელ მწერალს, ნობელის ლაურეატს , ჯონ სტეინბეკს , რომელმაც 1947 წელს იმოგზაურა საბჭოთა კავშირში და ჩავიდა საქართველოში უდიდეს ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად, ამ მოგზაურობის ამსახველი ჩანაწერები სტეინბეკიგან და საოცარი ფოტოები დაგვრჩა კაპასგან
მე კი კითხვა დამრჩა, სად წავიდა ის ხალხი,რომელიც სულ ახლახანს ცხოვრობდა აქ ჩვენს გვერდით , რა გარდატეხა მოხდა ბოლო 50 წელიწადში ასეთი,ეს ხომ არ არის მე-15 საუკუნეზე საუბარი
ხომ არ არის იმანუელ კანტი: “საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.”
ან გუნთერ ბროკი (გერმანელი ჟურალისტი): “თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს,მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.”
დიუმა: “ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ, ზეცა იერიშით აიღონ.”
აგერ ახლა 1947 წელსაა ნაწერი
¨სადაც არ უნდა ვყოფილიყავით რუსეთში, იქნებოდა ეს მოსკოვი, უკრაინა თუ სტალინგრადი ყველგან წინ გვხვდებოდა ეს მაგიური სიტყვა - საქართველო. ადამიანები, რომელნიც იქ არასოდეს ყოფილან და ალბათ ვერასოდეს ვეღარც წავლენ, საქართველოზე დანამდვილებით ლაპარაკობდნენ გრძნობით და დიდი აღტაცებით. ისინი ქართველებზე ლაპარაკობდნენ როგორც სუპერმენებზე, კარგ მსმელებზე, დიდ მოცეკვავეებზე, დიდ მუსიკოსებზე, მათ გამოჩეულ თვისებებზე, როგორც სანიმუშო მუშები და საყვარლები. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისინი იხსენიებდნენ როგორც მეორე ზეციერებას. ჩვენ უკვე მართლა ვრწმუნდებოდით იმაში, რომ რუსების უმრავლესობას სჯეროდა, რომ თუ ისინი კარგად და წესიერად იცხოვრებდნენ, სიკვდილის მერე ზეცაში კი არა და საქართველოში მოხვდებოდნენ.
....
...
ეს ქართველები მართლაც სხვანაირები არიან გარეგნობით. ისინი არიან უფრო მუქი, და ბოშებს წააგვანან, ქათქათა თეთრი კბილებით, გრძელი ლამაზად გამოყვანილი ცხვირით, და შავი ხუჭუჭა თმით. თითქმის ყველა კაცი ულვაშიანია, და უფრო ლამაზები არიან ვიდრე ქალები. ისინი არიან გამხდრები და ძლიერები და აქვთ შავი, ბრწყინვალე თვალები. ჩვენ წავიკითხეთ, და მანამდე გვითხრეს კიდევაც, რომ ისინი ეკუთვნიან ძველ სემიტურ ერს, ერი რომელიც აქ მოვიდა ევფრატის დაბლობებიდან, მანამდე სანამ ბაბილონი როგორც ქალაქი დაარსდებოდა. რომ ისინი არიან შუმერები, და რომ მათი რასა უძველესია იმ რასებს შორის, რომელმაც დღემდე მოაღწია. ისინი არიან ცეცხლოვანი, ამაყი, მგზნებარე და მხიარული. რუსეთის სხვა ერები მათით ძლიერ აღტაცებულნი არიან. ისინი ლაპარაკობენ ქართველების ძლიერებაზე და მათი სიცოცხლით სავსე ხასიათზე. მათ თვისებებზე, როგორც კარგ კავალერისტებზე, გულად მებრძოლებზე. ქართველი კაცები ისე როგორც არც ერთი სხვა ერის წარმომადგენლები, რუს ქალებში სარგებლობენ უდიდესი ავტორიტეტით. ეს არის პოეტური და მუსიკალური ერი, რომელსაც ძალიან უყვარს ცეკვა, და შექმნილი აქვს დიდი ტრადიცია, როგორც საუკეთესო საყვარელს. მკვიდრად ცხოვრობენ ისინი ბუნებით ნაყოფიერ ქვეყანაში, რომლისთვისაც თავგამოდებით იბრძოდნენ ორიათასი წელი.
ეს არის მართლაც უძველესი ქალაქი ქალაქთა შორის. თუ მოსკოვი ამ წელს 800 წლისთავს აღნიშნავს, თბილისი მომავალ წელს 1500-ის ხდება. და ეს მხოლოდ ახალი დედაქალაქია. ძველი მდებარეობს დაახლოებით 30 კმ-ს მოშორებით მდინარის აღმა.
...
ხალხი თბილისში აშკარად უკეთესად ჩაცმულია ვიდრე მოსკოვში. უფრო მოვლილები ჩანან და უკეთესად გამოიყურებიან. ისინი უფრო ხალისიანი და ცოცხალი ხასიათისანი არიან ვიდრე სხვა ადგილას რუსეთში, სადაც კი ვიყავით. ქუჩები ხალისით და ფერებითაა სავსე. აცვიათ ფერადოვანი ტანისამოსი, და ქალები ატარებ ჭრელ კასინკებს. ქალაქი არის უაღრესად სუფთა. ეს არის პირველი არადაბინძურებული აღმოსავლური ქალაქი რომელიც კი მინახავს. ასობით ბიჭუნა ბანაობს მდინარეში, რომელიც ქალაქს შუაზე ყოფს. აქ არაფერია განადგურებული, გარდა ძველი შენობებისა, რომელზეც უმოწყალო დროს კბილი გაუკრავს.
...
და ასე შემდეგ, საკმაოდ დიდი მასალაა
ესეც კაპას ერთერთი ფოტო
This post has been edited by stranger_ on 12 Sep 2015, 16:57
მიმაგრებული სურათი