მოკლედ ჩემს ახლობელს აქვს იტალიურ ეზოში სახლი, თვითონ ზევით ცხოვრობს ხოლო მეზობელი ქვევით. საქმე იმაშია რომ, ჩემს ახლობელს უნდა კანალიზაციის გაკეთება. წყალკანალში პროექტიან აშენებიანად 11 ათასი მოსთხოვეს, შესაბამისად გადაწყვიტა ააშენოს თავისით და ასეთ შემთხვევაში კანალიზაციის მილმა უნდა გაიაროს ჩემი ახლობლის პოლში ანუ მისი მეზობლის ჭერში და გარედან საერთო კედელზე, შემდეგ კი კანალიზაციის ჭაში ჩავა ეზოს გარეთ. მოკლედ წყალკანალმა მილის კანალიზაციის ჭაზე მიერთებაზე თანხმობა მისცა, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ეს მეზობელი აუხირდა გინდა თუ არა ჩემ უფლებებს ლახავ და გიჩივლებ და მაინც მილს არ გაგაყვანინებ ჩემს ჭერზეო(ანუ ჩემი ახლობლის პოლში).. მეტიც, იმაზეც თანახმაა ჩემი ახლობელი რომ ეს მილი არა პოლში არამედ ზევიდან გაიყვანოს ოთახში.მოკლედ კლიაოზნიკია ეს ქალი...ხოდა მაინტერესებს აქვს რამე შანსი ამ ქალბატონს რომ ჩემს ახლობელს კანონიერად ხელი შეუშალოს? სამეზობლო სამართალი მეც გადავიკითხე და რავიცი ასეთი რაღაცეების თმენის ვალდებულება მეზობელს, მითუმეტეს არსებითი ემისია არ არის სახეზე ჩემი აზრით. ვინც ასეთ საკითხებში კომპეტენტური ხართ თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ