შევეცდები მოკლედ ავხსნა თუ რას გავაკეთებთ ამ თემაში თუ რისთვის დავპოსტავთ.
ჩვენ შეიძლება ვიყოთ ეგოისტები, შეიძლება არ ვიყოთ. ამ თემის მიზანია კი გავხდეთ ყველაზე ეგოისტი არსებები , ყველაზე დიდი ეგოისტები რაც კი შესაძლებელია და ერთმანეთს დავეხმაროთ ამ მიზნის მისაღწევად .

ხართ ძალიან დიდი ეგოისტი? მოგვეცით სტიმული რომ გავხდეთ ჩვენც უფრო დიდი ეგოისტები. არ ხართ მაგრამ იცით გზები სრულყოფილი ეგოისტობისკენ? - გაგვიმხილეთ.
არ არის აუცილებელი იყო ეგოისტი ამ თემაში პოსტვა რომ დაიწყო. საკმარისია არაეგოისტიც კი იყო 100% ოღონდ კი სურვილი გქონდეს გახდე 100 % ეგოისტი.
გავიხსენოთ ამბები. ან გამოვიგონოთ. დავეხმაროთ ერთმანეთს გავხდეთ სრულყოფილი ეგოისტები.
თემის გახსნის იდეა მომაწოდა "chocolate_girl" -ს პოსტმა, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ და რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. იმედია მომდევნო თემის გახსნამდე, მე პირადად შევძლებ და ვიქნები 100% ეგოისტი და ვიქნები ნიმუში დაინტერესებული პირებისთვის რომელთაც ჩემი გარდაქმნის სახით სტიმული მიეცემათ იმედის სახით რომ გახდებიან ისინიც თუნდაც 100%-იანი არაეგოისტობიდან 100%-იანი ეგოისტები როცა ნახავენ რომ ეს შესაძლებელია და არა შეუძლებელი !
წარმატებები მეც და ჩვენ ყველას.
არ დავიშუროთ რჩევები და არაფერი, ყველაფერი გავიღოთ იმისთვის რომ ამ თემამ რაც შეიძლება მეტი ეგოისტი შობოს. წარმატებები !

პირველი პოსტი მეტისმეტად არაეგოისტური გამომივიდა შეიძლება, მაგრამ სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. 100% არაეგოისტობიდან ჩემი წინსვლა 100% ეგოისტობისაკენ გახსნილად ცხადდება!

თუ გინდათ ლენტი გაჭერით. თუ გინდათ შემომიერთდიდ და თქვენც ჩემთან ერთად განვლეთ ეს გზა! თუ გინდათ უბრალოდ დაეხმარეთ სხვებს რომ გახდნენ ეგოისტები, იმით რითიც შეგეძლებათ. !

მაშ ასე
თუ გინდათ უბრალოდ დაგვაკვირდით !

მოკლედ რაც გინდათ ის ქენით !