ალექსანდრე იაშვილიდაიბადა 1977 წლის 23 ოქტომბერს
კლუბები:დინამო (თბილისი)
ლუბეკი (გერმანია)
ფრაიბურგი (გერმანია)ტიტულები:საქართველოს ჩემპიონი (3)
საქართველოს თასის მფლობელი (3)
საქართველოს სუპერ თასის მფლობელი (2)
2004 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელიალექსანდრე იაშვილი პირველად 1993 წელს მეხუთე ეროვნულ ჩემპიონატში თბილისის დინამოს რიგებში გამოჩნდა და თავის სადებიუტო სეზონში 19 გოლის გატანა მოახერხა.დებიუტანტი იაშვილი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა გამოცდილ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად.
1994/1995 წლებში იაშვილი დინამოს სული და გულია რაზეც მის მიერ
24 თამაშში გატანილი 24 ბურთი მეტყველებს.
მომავალ სეზონში იაშვილს ჩემპიონატში ვერავინ აჩერებს
25 თამაშში გატანილი 26 ბურთი. საქართველოს ჩემპიონის მესამე ტიტული და საქართველოს თასი.
1997/1998 სეზონის პირველი ეტაპი იაშვილმა კვლავ დინამოში ჩაატარა, ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში
8 მატჩში 9 ბურთის გატანა მოასწრო.ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი 4 მატჩში 3 ბურთი შეაგდო, რომელთაგან მის მიერ გერმანიაში ლევერკუზენის ბაერთან მიერ გატანილი ბურთია, რამაც ალბათ მნიშვნელოვნად განაპირობა მისი ტრანსფერი გერმანულ გუნდ ლუბეკში.
1998 წლიდან იაშვილი გერმანული ფრაიბურგის ფეხბურთელია.ლევან კობიაშვილის გუნდიდან წასვლის შემდეგ კი გუნდის კაპიტნის სამკაულიც მოირგო.დღეს ის უკვე აღარ არის ისეთი შედეგიანი ფორვარდი როგორიც 10 წლის წინ,რადგან პოზიცია შეიცვალა და ახლა უფრო მოედნის სიღრმიდან უტევს მეტოქეთა კარს,თუმცა გამოირჩევა სახიფათო გადაცემებით და გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს.
ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. 30 მატჩი 10 გოლი.ნაკრებში დებიუტი 1996 წელს ვლადიმერ გუცაევის ხემძღვანელით ქონდა. ბეირუთში საქართველოს ნაკრებმა ლიბანთან 4:2 წააგო, მატჩის პირველი გოლი კი ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზე იყო, რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა.
ოფიციალურ დონეზე ნაკრებში დებიუტი 1998 წლის 5 სექტემბერს ქონდა, იმ დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის გუნდი დაამარცხა 1:0, იაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო,მატჩის 62 ე წითზე კი ერთადერთი გოლის ავტორმა არჩილ არველაძემ შეცვალა.
This post has been edited by GEORGIA00995 on 16 Apr 2007, 00:09
მიმაგრებული სურათი