ამ თემაში ჩვენი იდეები დავწეროთ ახალი თამაშების შესახებ.
მე გუშინ დამესიზმრა ახალ თამაშს ვქმნიდი.
სთორილაინი ასეთია:
თქვენ ხართ პატარა ჩიტი და ზიხართ ხეზე.
ფრენა არ შეგიძლიათ ჯერ, დედათქვენი რაღაც ჭიას გაჭმევთ. თქვენი და-ძმა ჩიტებიც რაღაც ###ობებს ყვირიან და ასეთ ბედნიერებაში ატარებთ ცხოვრებას. ამ დროს კი ჰორიზონტზე მოჩანს პატარა ბავშვი, 10-11 წლის. მსუქანია, ოღონდ ზედმეტად მსუქანი ბავშვიც არა. სამაგიეროდ, ჭორფლი აქვს სახეზე.
ეს ბავშვი იწყებს ქვების სროლას, შედეგად კი თქვენი ყველა ახლობელი ჩიტი იღუპება. თქვენ ცოცხალი ხართ, მაგრამ ძირს ხართ ჩამოვარდნილი და ამ ბავშვს მიყავხართ სახლში.
იქ, იმ ბავშვის სახლში, ფეხზე ძაფგამობმული დამწყვდეული ბრძანდებით და ვერ ინძრევით. ეს ბავშვიც გაწვალებთ სულ. ბუმბულს გაპუტავთ და ყველაფერი. დრო გადის, ცოტათი უკვე გაიზარდეთ, ხსნაც არსად ჩანს.
მაგრამ ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, ამ ბავშვის ოჯახი გადაწყვეტს დასასვენებლად ბათუმში წასვლას და თქვენც მიყავხართ. როცა ჩადიხართ, კარის გაღების მომენტში იხელთებთ დროს და გაფრინდებით.
სამშვიდობოს რომ გახვალთ, ცხოვრების მიზნად დაისახავთ, რომ ამ ჭორფლიან ბავშვზე იძიოთ შური და დაუწყებთ ამ ბავშვს ძებნას.
ამ ბავშვის ძებნის პერიოდში შეგხვდებათ სხვადასხვა ჩიტი, რომლებიც მიგასწავლიან სად შეიძლება ნახვა, ბათუმიდან თბილისში გადმოფრენა მოგიწევთ და სხვა.
თვითონაც რაღაც დავალებებს გაძლევენ ინფორმაციის სანაცვლოდ და იმ დავალებების გაკეთება მოგიწევთ.
გეიმფლეი ასეთია:
დაფრინავთ ქალაქში და ხალხს აჯვამთ თავზე. რაც უფრო მაღლა აფრინდებით და იქედან დააჯვამთ, მეტი ქულა გეწერებათ.
თან, open world თამაშია რა.
საჭმლის ჭამა მოგიწევთ, ხეებიდან ჭიების ამოთხრა, წყლის დალევა რომ არ მოკვდეთ, ჭიებს გააჩნია. რაც უფრო კარგ ჭიას შეჭამ, მით უფრო ძლევამოსილი მძღნერი გაქვს და მეტ damage ს აკეთებს.
ბევრი სწრაფი ფრენით (ჩვეულებრივი ფრენაა და სწრაფი ფრენა) იღლებით და უნდა დაისვენოთ, ან მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს, შეგიძლიათ რომელიღაც უფრო დიდ ჩიტს დააჯდეთ თავზე და იმის მიმართულებას გაყვეთ.
ამ დიდ ჩიტებს მარშუტები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით და ტაქსის პონტში იყენებთ.
ვიღაცას რომ დააჯვამთ და ქვესტებს რომ გააკეთებთ, xp გემატებათ და მაღალ ლეველებზე ტალანტებს ავითარებთ. ამ ტალანტებით შეგიძლიათ შემდეგ, 2 ან მეტი მძღნერი გაუშვათ ერთდროულად, ან ცეცხლოვანი ტალანტები გაავითაროთ და თქვენი მძღნერი ცეცხლიანი იქნება.
ქვესტები დაახლოებით ასეთი:
რომელიღაც ჩიტი მიგითითებთ ეს ცუდი ადამიანია, საკუთარ შვილებს ცემსო.
თქვენც მოძებნით ამ ტიპს, დააჯვამთ თავზე, ეს ტიპიც გონს მოეგება, მძღნერს მოიცილებს და შვილების ცემას შეწყვეტს.
ქუჩაში შეიძლება შეგხვდეთ მამაძაღლი, რომელიც ახალგაზრდა ქალს აყაჩაღებს. თქვენ ამ ყაჩაღს დააჯვამთ თავზე და მძღნერიანი ვეღარ გააგრძელებს ყაჩაღობას.
ბოლოს და ბოლოს მოძებნით თქვენს პატარა ჭორფლიან ბავშვს და ეს ბავშვი არის ბოსი.
ქვებს გესვრით და ყველაფერი. ძნელი მოსაკლავი იქნება, მაგრამ თუ საკმარისად დააჯვამთ, მძღნერში გაიგუდება და მთავრდება თამაში.
ვინც იცით თამაშების გაკეთება, გააკეთეთ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «