არის 2 სახის კრედიტ ოფიცერი
ერთი არის სამომხმარებლო სესხებზე (იპოთეკა და ა.შ)
მეორე არის ბიზნეს სესხებზე (ამას ზოგ ბანკში ეძახიან ბიზნეს ანალიტიკოსს)
პირველი სახის კრედიტოფიცერი 99% არის ოფისში და იქ იღებს კლიენტებს, ავსებს მათ განაცხადებს და აგზავნის განაცხადებს სათაო ოფისში სესხის დასამტკიცებლად. 1% სიარული არის იმის რომ ვთქვათ იპოთეკურ სესხზეა ვინმე და იმას გაყვე რომ სახლი ნახო ან ფოტოები გადაუღო...კლიენტების მოზიდვას რაც შეეხება ამასაც უწევს როგორც წესი მაგრამ არა სიარულით, უფრო ტელეფონზე დარეკვით და შეთავაზებით. ესეც გააჩნია ზოგ ბანკს შეიძლება გაყიდვების დეპარტამენიტიდან მოჰყავდეს კლიენტი და შენ არ შეგაწუხოს მაგაზე
მეორე სახის კრედიტ ოფიცერს ანუ ბიზნესს ანალიტიკოსს უწევს არა მარტო განაცხადის შევსება, დამუშავება, ანალიზი არამედ ხშირ შემთხვევებში ქუჩა-ქუჩა სიარული და კლიენტების ძებნა. გამოხვალ შეხვალ მაღაზიაში, სასტუმროში, ბაზრობაზე, სავაჭრო ცენტრში და ა.შ და სთავაზობ სესხს. ეს მეც გამიკეთებია რამდენიმე თვე ივლის-აგვისტოში

აქაც როგორც პირველ შემთხვევაშI შეიძლება იყოს გაყიდვების დეპარტამენტი რომელიც მოგიძებნის კლიენტს მაგრამ ამ სიამოვნებას რომელიმე ბანკი გთავაზობდეს არ მგონია გარდა სათაო ოფისისი კრედიტოფიცრებისა

სამსახური არის დამღლელი, შრომატევადი, ერთფეროვანი
საწყისი ხელფასი დაბალი მაგრამ კარგი კრედიტოფიცრები კარგი პორტფელით კარგად გამოიმუშავებენ
გააჩნია შენ რა გინდა, რა შეგიძლია და რისთვის ხარ მზად
დასაწყისისთვის ყველაფერი კარგია
მე რამდენიმე თვე ვიმუშავე
წარმატებები