#45777702 · 25 Sep 2015, 18:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოვითხოვეთ, გახლდათ ის, რომ ნამდვილი დამოუკიდებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა გაცილებით უფრო სწრაფად უნდა განვითარებულიყო და საქართველოს წლიურ მთლიან საშინაო პროდუქტს არანაკლებ 100 მილიარდი დოლარისათვის უნდა მიეღწია. ამის ნაცვლად გაყალბდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელისუფლებაში უკანონოდ გამძვრალი ჩვენივე უღირსი თანამემამულეთა მეშვეობით, ის რაც საბჭოთა იმპერიამ დაგვაკლო, გლობალიზაციამ გადაგვითავა. საქართველოს დღევანდელმა ეკონომიკამ ჯერ 1989 წლის დონემდეც ვერ მიაღწია და ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ ჯიპების რაოდენობა გაიზარდა. ჯიპიც კარგია, მაგრამ ჯიპი თავისუფალ ქვეყანაში უფრო კარგია. როგორი კარგი ჯიპიც არ უნდა გქონდეთ, რიწის ტბაზე მაინც ვერ ახვალთ. აბა დაფიქრდით რა გვაკლია? NNP მოგიწოდებთ მართლა რეალურად აღვადგინოთ ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ 1921 წლის მუდმივი კონსტიტუციის ამუშავებას, შევქმნათ ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სამხედრო შეიარაღებული ძალები და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|