#45689164 · 15 Sep 2015, 23:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
ორი უცხოელი სტუმარი მინდა ღვინის ტურზე გავუშვა კახეთში. კვირას დილით რომ წავიდნენ და ორშაბათს ჩამოვიდნენ შუა დღისთვის.
მინდა რომ კარგი ღვინო გასინჯონ და ქვევრის ტექნოლოგიაზე ინფორმაცია მიიღონ, მაგრამ ასევე ლამაზი ადგილები ნახონ (სიღნაღი) და კარგ ადგილას დარჩნენ (სასურველია ლოპოტა).
სამწუხროდ ესეთი ტური ინტერნეტში ვერ ვნახე, ძირითადად საოჯახო სასტუმროში ტოვებენ სტუმრებს რაც არ გვაწყობს.
რომელი ტურ ოპერატორი თავაზობს კარგ ღვინის ტურებს? ან თუ შეიძლება სპეციალურად კლიენტისთვის შემუშავდეს ტური მისი მოთხოვნების მიხედვით? (მაგალითად ლოპოტაზე დარჩენა, საოჯახო სასტუმოროს მაგივრად)
წინასწარ მადლობა
|