#45764506 · 24 Sep 2015, 11:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო,
მე იშვიათად ვპოსტავ ზოგადად ფორუმზე და მითუმეტეს რაგბის თემაში. მაგრამ ეხლა მგონი დროა მეც შეგაწიოთ ორი სიტყვა. ყველამ ნახა ალბათ ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ბოლო სურვილის ასრულება რომელიც საქართველოს რაგბის ნაკრების მხარდაჭერას ეხებოდა. მოდი ყველამ ერთად ავუსრულოთ ამ ჯარისკაცს იგივე სურვილი. ყველას მიაწვდინეთ ხმა ვისაც შეგიძლიათ, დავუკავშირდეთ ტელევიზიებს რომ ახალ ამბებში გადასცენ, ჩვენმა ბიჭებმა რომ ნახონ ეს ინგლისში იმიტომ. გავიდეთ მაგალიტად (ზუსტად ჯერ არ ვიცი) მესხის სტადიონზე გავშალოთ დროშები და ყველამ ერთად დავაგუგუნოთ - "ჩვენ ვართ მეთექვსმეტე" .
ამით პატივი ვცეთ დაღუპულ ჯარისკაცს ერთი მხრივ, ჩვენც ავასრულოთ მისი ჩანაფიქრი, და მეორეს მხრივ ყველამ ერთად ხმა მივაწვდინოთ ჩვენს ბიჭებს ინგლისში. მე არ მაქვს საჭირო კავშირები არც რაგბის ფედერაციაში, რომ სტადიონი დაგვითმონ, არც ტელევიზიებში რომ მოვიწვიოთ და გაააშუქონ, მაგრამ მარტო მე ხომ არ ვარ, გეხვეწებით, ვისაც ეს შეგიძლიათ, განვახორციელოთ ეს იდეა, საღამოს 9-ზე დღეს გავაკეთოთ ასეთი აქცია.
ყველა თქვენგანის უდიდესი პატივისცემით სალვადორი. * * * რა სიჩუმეა ხალხო, ეხლა დავრეკავ რუსთავი 2-ში, აზრზე არ ვარ რა უნდა ვუთხრა მაგრამ რამეს მაინც გავაკეთებ.
* * *
ერთი საათი გავიდა პირველი პოსტიდან. მოკლედ თემას დავხურავ.
This post has been edited by Salvador on 24 Sep 2015, 12:33
--------------------
NANGA PARBAT
მე არ მაქვს განდიდების მანია, დიდებულ ადამიანებს ასეთი რამ არ გვახასიათებს.
|