ყველამ კარგად ვიცით რომ რეცეპტების შემოღების შემდეგ შეუძლებელია ელემენტარული თავის ტკივილის წამლის ყიდვა რეცეპტის გარეშე ბრენდულ აფთიაქებში როგორებიცაა პსპ,ჯი-პი-სი,ავერსი,ფარმადეპო და ა.შ, მაგრამ არსებობს ასობით ფსიქოტროპული, კერძო აფთიაქები როგორც დედაქალაქში ასევე სხვა საქართველოს ქალაქებში, სადაც ნებისმიერ მსურველს, იქნება ის სრულწლოვანი თუ არა წვდომა აქვს ნებისმიერი დასახელების პრეპარატთან,რომლებიც იწვევს ე.წ წამლის დამოკიდებულებას და ტვინის სრულ დეგრადაციას...დღესდღეობით ფსიქოტროპული აფთიაქების ყველაზე ხშირი სტუმრები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან, როგორც ბიჭები ასევე გოგოები...
სადაც მე იქაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა და შესაბამისმა სტრუქტურებმა იციან ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ რატომღაც შესაბამის რეაგირებას არავინ ახდენს! რატომ?ვინ დგას ამ ბიზნესის უკან? ეს გასარკვევია! ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას,ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს რომ დროული რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მკაცრ კონტროლზე აიყვანონ ყველა აფთიაქი!!! ასე რომ 27 სექტემბერს,კვირას, 13:00-ზე ყველას გელოდებით მთავრობის სახლთან(კანცელარიის შენობასთან) მშვიდობიან აქციაზე! დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და გადავარჩინოთ მომავალი თაობა!
აქცია აპოლიტიკურია!
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)