მოგესალმებით ყველას, დიდი ხანია ამ განყოფილებაში თემა არ გამიხსნია და აი ისიც.
ქართულ ვებ-ფონტებთან დაკავშირებით არაერთი პროექტი არსებოდა, რომელიც მალევე გაუქმებულა, სადაც აქცენტი ძირითადად გაკეთებული იყო კონვენტორებზე და არაუშუალოდ გამზადებულ ფონტებზე.
ამ პროექტის მიზანიც, სწორედ ეს არის, რომ ქართული ვებ-ფონტები ხელმისაწვდომის გახდეს
Bower-ის და
NPM-ის პაკეტების სახით და თქვენ, დეველოპერებს, აღარ მოგიწიოთ მათი ხელახლა გენერირება და ა.შ.
თუ თქვენ არც Bower-ს იყენებთ, და არც npm-ს, არც ესაა პრობლემა, ფონტები და შესაბამისი ფაილები ისეა გამზადებული, რო "ხელით" დაყენებაც ძალიან მარტივია.
იმის გამო, რომ ქართული პროექტების და პროდუქტების მიმართ დიდი ნდობით არავინ გამოირჩევა, მივიღე შემდეგი სახის გადაწყვეტილება, რომ არ გამომეყენებინა არანაირი ქართული ჰოსტიგინი, არანაირი მონაცემთა ბაზა, არ ვყოფილიყავი დომენზე დამოკიდებული და ა.შ.
კერძოდ კი, ეს საიტი მუშაობს
Jekyll-ის ძრავზე და დაჰოსტილია
Github Pages-ზე (web-fonts.github.io).
უშუალოდ ვებ-ფონტები და მათი ფაილები არის როგორც bower-ზე და npm-ზე, ასევე github-ზე.
ანუ, სულ რომ დომენი გაითიშოს ან მოხდეს ის, რის გამოც იხურება და უქმდება ქართული ვებ-პროექტები, ამას ეგ არ ემუქრება, მანამ, სანამ არსებობს Github : )
ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად გამოიყენოთ ნებისმიერი ფონტი : )
ამ ეტაპისთვის 45 ფონტია, გამზადებული და დაახლოებით 1 მაგდენიც დაემატება.
პროექტი Open Source-ია და მასში ცვლილებების შეტანა, ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია : )
ლინკი:
https://web-fonts.ge/ და ასევე ტირის გარეშე
http://webfonts.ge (მადლობა როკოს და ომედიას)