მოკლედ მინდა შევაჯამო, რა გაწყობაა საგარეჯოში... რა ვნახე ამ სოფლებში... რას განიცდის ხალხი... უკიდურესი სიდუხჭირე, ადამიანებისთვის მასობრივად მოხსნილი სოციალური დახმარება... უმეტესწილად, გაუგებარია დახმარების მოხსნის მოტივი. წყალი- არა... გაზი- ყველგან არა... ერთი ლამპიონიც არ ანათებს სოფლების ცენტრში... 44 ათას და 50 ათას ლარად აშენებული საპირფარეშოები მაშინ, როცა ბიბლიოთეკა დაკეტილია... მაგრამ ამ სიდუხჭირეს რომ თავი დავანებოთ, ხალხი შეურაცხყოფილი და გაბრაზებულია. არც ადგილობრივი და მითუმეტეს, არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანებს არ ელაპარაკებიან. ყრუ კედელია!!! ხალხი ცალკეა და ხელისუფლება- ცალკე... ერთი მეორეზე არ ზრუნავს, მეორე პირველს აღარ ენდობა. შემხვდნენ კარგი გამგებლებიც... და დამხვდა მათი კარგი საქმეებიც, მაგრამ არასაკმარისია. საერთო ძალებით მეტს გავაკეთებთ. ვეძებ და ვპოულობ ნამდვილ მარგალიტებს, თვითნაბად ექსპერტებს, სოფლის ადგილობრივ მკვიდრთა შორის... ნიჭიერი ხალხია... მაგრამ ვერც ენერგიას ხარჯავენ და ვერც ამ ნიჭს იყენებენ. ვქმნით სოფლის სათათბიროებს, სადაც ეს ფენა თავს მოიყრის. სათათბირო დეპუტატის საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციას შეასრულებს. ამასთან, კონკრეტული სოფლების უმთავრეს პრობლემებს შეისწავლის და მარტივად გადაჭრის გზებს დასახავს. კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი... მაგრამ გზა და გზა დავწერ... მიხარია, რომ ხალხში იმედი გაჩნდა. მე მოვკვდე, თუ ამ ხალხს ეს იმედი გავუცრუო. დაპირებები არა მაქვს-მეთქი, რომ ვამბობ, მე ამაო... საარჩევნო დაპირებებს ვგულისხმობ... თორემ საგარეჯოელებს მთავარს ვპირდები- ერთად ვიმოქმედებთ! ერთად მოგვიწევს შრომა და ბრძოლაც... ხალხი თავს დაჩაგრულად აღარ იგრძნობს. მე თქვენთან ვიქნები.
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.